ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

13:39 | 22 ივნისი, 2014

სახალისო ნომინაციები

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინიშამდე გვარიანი დროა დარჩენილი, ბრაზილიის მუნდიალს უკვე ჰყავს თავისი გმირები და ანტიგმირები, გამორჩეულები და უფერულები, წარმატებულები და გლოვით სახეჩამოხოკილები. განსაკუთრებულად სასიხარულო კი ისაა, რომ ფეხბურთის ყველაზე კაპრიზული ქომაგებიც კი აღიარებენ ამ მუნდიალის გამორჩეულობასა და მიმზიდველობას, რაც ფეხბურთის მოყვარული კაცისათვის ყველაზე სასიამოვნო ამბავი უნდა იყოს.

ლევან სეფისკვერაძე

10:42 | 19 ივნისი, 2014

საუბარი განთიადისას

ღამით ნეიმარს ცუდად ეძინა. ძილში გამუდმებით ბორგავდა და ათასგვარი მონსტრები ელანდებოდა. მონსტრებს ხან ლურჯი, ხანაც თეთრ-ცისფერზოლიანი მაისურები ეცვათ და ბუხუნა ხმით დასძახოდნენ: “შენ მოხვალ ჩვენთან! შენ დაისჯები პატარა ბიჭო!” როდესაც გამოეღვიძა, ჯერ ისევ ბნელოდა, მაგრამ ქუჩიდან შემომავალი გულშემატკივრების ყაყანი მაინც ისმოდა.

ლევან სეფისკვერაძე

11:17 | 15 ივნისი, 2014

მათ კიდევ ერთხელ გაგვაოცეს

როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ძალას იკრებს, ალბათ დიდი “მკრეხელობა” არის ქართულ ფეხბურთზე რომ გადავწყვიტე ორიოდე სიტყვის დაწერა. იმ ქართულ ფეხბურთზე, რომელიც მავანთა აზრით, ლამის ყოველ წელს კვდება, მაგრამ ბევრს არ უნდა იმის აღიარება, რომ ქართული ფეხბურთი უკვდავი (და მარად ტანჯული) იქნება სანამ ფეხბურთის ერთი ქომაგი მაინც დააბიჯებს ჩვენს მიწაზე. ასეთები კი საბედნიეროდ საკმაოდ ბევრნი არიან და მათი გულისტკივილიც საზოგადოა და ყოვლისმომცველი.

ლევან სეფისკვერაძე

10:13 | 12 ივნისი, 2014

დღეს 00 საათზე

დღეს 00 საათზე ვასკო და გამას მონიშნულ ალაგას დიდი ამბავი იქნება. დიდი და ფიქრის გამჩენი ამბავი! გაუტეხელი ხორვატები თუ საკუთარი კედლებით წელგამაგრებული მოუხელთებელი ბიჭები? მონდომება თუ ძალმოსილება? გამარჯვების წყურვილი თუ გენიალურობა? დღეს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი საკადრისი და შესანიშნავი მატჩით – ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებთა შეხვედრით იხსნება!

ლევან სეფისკვერაძე

14:27 | 09 ივნისი, 2014

სულ ცოტაც და...

სულ რამდენიმე დღეც და ბრაზილიაში ყველა ჩვენთაგანისათვის ესოდენ ნანატრი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყება. თუმცა “ყველა ჩვენაგანისთვისო“ რომ ვამბობ რა თქმა უნდა, არ ვარ მართალი, რადგან შიგ მუნდიალის გულისგულში, ბრაზილიაშიც კი ამ ჩემპიონატს იმდენი მოწინააღმდეგე და მომტერნე ჰყოლია, სიმართლე რომ გითხრათ მათმა სიმრავლემ ძალიან გამაკვირვა.

10:12 | 04 ივნისი, 2014

ქალის ნათქვამი

ჩემი ქმარი გიჟია. თუმცა ნეტა ფეხბურთის რომელი გულშემატკივარია დალაგებული?! განსაკუთრებით ცუდი დღეები მსოფლიოს ჩემიონატის დროს მაქვს ხოლმე და ყოველთვის ვცდილობ ამ გადარეულს და მის მეგობრებს გავეცალო, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებ ამას და მთელი უბედურებებიც ასე იწყება.

ლევან სეფისკვერაძე

10:44 | 01 ივნისი, 2014

ევროპის რომელ ქალაქში როგორ უნდა მოვიქცეთ

ამასწინათ გერმანიაში ერთმა ჭკვიანმა კაცმა გამოსცა წიგნ-ბროშურა, სადაც გერმანელი გულშემატკივრებისათვის ერთგვარი რჩევებია ჩამოწიკწიკებული, თუ ევროპის რომელ ქალაქში როგორ უნდა მოიქცნენ თუკი მათი გუნდი ევროტურნირებზე უცხოურ კლუბებს შეხვდება და საყვარელ კლუბს გასვლით მატჩზე გაყვებიან. ამ ბროშურაში ნახავთ, რომ ფრანგი გულშემატკივრები თურმე მატჩის შემდეგ ემოციებს ნაკლებად გამოხატავენ, რის გამოც ავტორი მკითხველს ურჩევს, რომ ემოციები დაიოკონ და მხოლოდ მატჩის დასრულების შემდეგ მოიგიჟიანონ თავი. “ტოტენჰემის” ფანებთან” ურთიერთობისას ლონდონის სხვა არც ერთი კლუბი არ უნდა ახსენო, თორემ ცუდად წაგივა საქმე. მადრიდში ჩასულებს კი უნდა გახსოვდეთ, რომ “რეალის” ქომაგებთან მხოლოდ ღიმილი და  გაშინაურება ჭრის, “ატლეტიკოს” ინჩასებთან კი სიჩუმეს გვირჩევენ. მოკლედ, ძალიან საჭირო წიგნი დაუწერია იმ გერმანელს და არ უქნებოდა ურიგო, ასეთი რამე ჩვენთანაც, ქართველ ქომაგებზე მორგებულად რომ გამოცემულიყო.

ლევან სეფისკვერაძე

13:35 | 29 მაისი, 2014

მადრიდის ”რეალო”, შენ დიდებული კლუბი ხარ!!!

აი ახლა ყველამ კეთილი ვინებოთ და დიდი გამარჯვება მივულოცოთ მადრიდის ”რეალს, რომელიც ახტა, დახტა და იღბალზე ისე გადახტა, რომ სეზონის ბოლოს ხელს ევროპის მთავარი საკლუბო თასი გააყოლა. ასევე მივულოცოთ გარეთ ბეილს, რომელიც იმდენად უცნაური კაცია, რომ მასთან შედარებით ბევრი ნაგიჟარი დაწყობილად მოსჩანს. ვერრა კაცი და ვერრა ძალა ვერ გაიგებს ამ უელსელ ჯეელს როდის მოეგუნებება ფლანგებზე განავარდება. ხან კიდევ, შეხედავ და ციცარივით გარდიგარდმო დადის ეს ოხერი. მაგრამ ხომ არის მაგარი? ხომ არის ის რაც უნდა იყოს?!...

ლევან სეფისკვერაძე

14:04 | 25 მაისი, 2014

ევროპა ჩვენი წინაპრების არჩევანია!

მიუხედავად იმისა, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად ბევრი ცდილობს დამოუკიდებლობის დღის დაკნინებას, უპირველესად ჩვენი ქვეყნის ისტორია გვავალდებულებს იმას, რომ 26 მაისი არამხოლოდ გვახსოვდეს, არამედ ეს თარიღი იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი ნიშანსვეტი და მუდმივი გახსენება იმისა, რომ დამოუკიდებლობა უპირველესია და მას არანაირ “ფოჩიან კანფეტებში” არ გავცვლით. ამ ერთი შეხედვით მარტივ ღირებულებებზე ყველანი უნდა შევთანხმდეთ. მით უმეტეს დღეს, როდესაც ასე ახლოს დგას ჩვენი ქვეყანა ევროპის კარიბჭესთან.

ლევან სეფისკვერაძე

11:02 | 22 მაისი, 2014

გადარეულები

ფეხბურთი გადარეული ხალხის ჭეშმარიტი თავშესაფარია. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნახავთ დაუწყობელ ფანებსა თუ მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა თუ კლუბის პრეზიდენტებს. ამ ხალხს მედია გამუდმებით აკრიტიკებს, ვისაც კი არ ეზარება ყველა ჭკუას ასწავლის, მაგრამ ალბათ ყველამ კარგად ვიცით ისიც, რომ ჩვენს სამყაროში ყოველივე წესისა და რიგის მიხედვით არც წავა, ვერც წავა და რომც წავიდეს, ბევრი არაფერი იქნებოდა საინტერესო. 

ლევან სეფისკვერაძე

17:34 | 18 მაისი, 2014

პროგრესი სახელად ესპანური ფეხბურთი

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატს კრიტიკოსები მთელს მსოფლიოში ბლომად ჰყავს, ფაქტია, რომ პრიმერა დივიზიონი ინგლისის ჩემპიონატთან ერთად ევროპაში და მთელს ჩვენს პლანეტაზე უდავოდ გამორჩეული ტურნირია და მოგვწონს თუ არა, აუცილებელია იმის აღირება, რომ დღეს თანამედროვე ფეხბურთის ფილოსოფია და მიდგომები დიდწილად სწორედ პირინეის ნახევარკუნძულზე იჭედება.

<< პირველი<< წინა4243444546474849505152შემდეგი >>
0.263709