11:35 | 11 სექტემბერი, 2014
კაცი შენს წინრა უნდა ქნა მაშინ, როდესაც ფეხბურთს ტელევიზორში უყურებ და შენს წინ მჯდომი კაცი გეფარება და ცქერაში ხელს გიშლის? წესით, დიდი გამჭრიახობა არ უნდა იმის მიხვედრას, რომ წინ მჯდომ კაცს უნდა სთხოვო, - იქნებ გვერდით გაიწიოს, ან ადგილი შეიცვალოს, რათა ნორმალურად შეძლო ყურება. ამ შემთხვევაში თქმის რამდენიმე ხერხი არსებობს: 1. როდესაც მიდიხარ და ჯიქურ ეუბნები, რომ გასწიოს თავისი ხორცები (რასაც შეიძლება მისი მხრიდან ლოგიკური აგრესია მოჰყვეს). 2. მიდიხარ და მეგობრული ღიმილით სთხოვ, რომ გაიწიოს. 3. შორიდან უყვირი: ”ჩემი ძმა, ერთი გაიწიე რა კაცურად”.
12:00 | 04 სექტემბერი, 2014
ირლანდიური “ჯადოთი” ვიწყებთდადგა დრო, როდესაც ჰაერი კიდევ ერთხელ უნდა ჩავისუნთქოთ ღრმად, თავი ვანებოთ ლოგიკურ მსჯელობას და საეროდ დავივიწყოთ სიტყვა “ლოგიკა”, რადგან 7 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კიდევ ერთხელ ჩაებმება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორომტრიალში და მხოლოდ დიდმა ღმერთმა იცის, ქართველი ქომაგები გავატანთ თუ არა შესარჩევი ეტაპის ბოლომდე...
13:15 | 30 აგვისტო, 2014
კიდევ ერთი “ქართული სენი”მრავალ სენთა შორის, ქართულ სპორტს ერთი მეტად საგულისხმო დაავადებაც სჭირს, რომელსაც სახელად ზედაპირულობა და ფეხებზემკიდიაობა შეიძლება ეწოდოს. ეს ქართული ფეხებზემკიდიაობა ადრეც ვახსენე, მაგრამ არც ადრე ვიცოდი და ახლაც არ ვიცი ამ დაავადების განკურნების გზები და შესაძლებლობები.
19:59 | 28 აგვისტო, 2014
სტადიონი ხევისპირასშუაში პატარა ხევია, სადაც ზაფხულობით წყალი შრება ხოლმე და უწყლოდ დარჩენილი ბაყაყების ყიყინი აყრუებს მიდამოს. ხევის იქით მავთულხლართებია გაბმული. მავთულხლართებთან სულ ახლოს კი რუსების საგუშაგოა მოწყობილი. საგუშაგოზე დღეც და ღამეც ანთია უზარმაზარი პროჟექტორი, რომელიც მობნელებულზე ისეა გაკაშკაშებული, თითქოს ამით გეუბნებიან, მოგვიახლოვდები და...
11:35 | 24 აგვისტო, 2014
8 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა ჩატარდეს მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთშიმომდევნო საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ არაერთ ქვეყანაში უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, რუსეთი არ იმსახურებს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობას და მას ეს პატივი აუცილებლად უნდა ჩამოერთვას.
11:37 | 21 აგვისტო, 2014
ქოხი ტრიალ მინდორშივაგლახით შეკოწიწებული პატარა ფიცრული, სადაც ლიანდაგის შემკეთებელი მუშები იკრიბებიან, ტრიალ ადგილზე დგას, რომელსაც გარშემო მინდვრები და ბუჩქნარი აკრავს. იქიდან უახლოეს ქალაქამდე ფეხით მისვლას ერთი საათი მაინც სჭირდება და რა უნდა ქნას ამ დროს კაცმა, რომელსაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ჩეხეთის გუნდთან თამაშის ცქერა სურს? სწორად მიხვდით, რა უნდა ქნას და, ტელევიზორი ადგილზე უნდა მიიტანოს.
20:22 | 17 აგვისტო, 2014
ჩურჩული, თუ ყვირილი?იცით, რას ჩურჩულებს “ფიორენტინას“ მორიგი მარცხით გულდამწვარი ფლორენციელი ქომაგი? მარცხი ხომ მაშინაა განსაკუთრებულად გულსატკენი, როცა ქომაგები ამბიციებით არიან დახუნძლულნი... იცით, რამდენი წელია მთელი ფლორენცია “ფიორენტინასგან“ თუნდაც ყველაზე “მარტივს”, იტალიის თასს ელის? ამის გაგებას რა უნდა? აი, აქვე გვაქვს “ვიკიპედია“ და შეგვიძლია წლებიც ზუსტად გავიგოთ და თარიღებიც, მაგრამ დარდმა წელი და რიცხვი არ იცის.
10:08 | 14 აგვისტო, 2014
კაცი, რომელიც წავიდაცოტა ხნის წინ, ლევან კობიაშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ლევანი თინეიჯერი ბიჭი აღარ არის და ასაკის მატებასთან ერთად, ალბათ თავადაც ნათლად უწყოდა, რომ მისი საფეხბურთო კარიერა დასასრულისაკენ მიდიოდა. წლების ამბავი ხომ იცით... კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენლები არიან დამოუკიდებელი ქართული ფებურთის პირველი თაობისა.
11:49 | 10 აგვისტო, 2014
ფეხბურთში მოფუთფუთე აფერისტებიაფერისტობა და ქვემძრომობა ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის ყველაზე დამახასაითებელ თვისებად იქცა. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ფეხბურთშიც ფუსფუსებენ და მათ ამოცნობას ხშირ შემთხვევაში მრავალი მცდელობა და საამისო გამოცდილება სჭირდება. ფეხბურთში მოფუთფუთე აფერისტები მრავალი მათთვის დამახასიათებელი თვისებებით გამოირჩევიან ერთმანეთისაგან, თუმცა საერთოც ბევრი აქვთ.
10:08 | 07 აგვისტო, 2014
ამაღამ, ასუნსიონში...ამაღამ, მაშინ, როდესაც ჩვენი პლანეტის აქეთა ნახევარსფეროს ტკბილი ძილით ეძინება, ასუნსეონს დიდი ფეხბურთის ლანდი გადაეფარება. ლიბერტადორესის თასის პირველ ფინალურ მატჩში პარაგვაული “ნასიონალ ასუნსეონი” არგენტინულ “სან ლორენსოს” შეეჭიდება და ალბათ სწორედ ეს მატჩი იქნება პირველი ის შეხვედრა, რომელიც საბოლოოდ მიგვავიწყებს განვლილ მუნდიალს და რეალობაში – დიდ საკლუბო ფეხბურთში დაგვაბრუნებს.
10:15 | 03 აგვისტო, 2014
მუნდიალი და საკლუბო ფეხბურთი – ზეიმი და ცხოვრებაფეხბურთი ჩვენს ცხოვრებას ჰგავს. გვიხარია, ვდარდობთ, განვიცდით, მაგრამ გადის რაღაც პერიოდი და ახალი საფიქრალები და ახალი განცდები ძველს ჩრდილავენ და ასე უსასრულოდ... მუნდიალის დასრულებიდან სულ ცოტა დროა გასული და ჩვენი პლანეტა ახლა უკვე ეროვნული საკლუბო ჩემპიონატებისათვის ემზადება. მუნდიალზე მარცხნაჭამნი იწმენდენ სისხლსა და ცრემლს, ტრიუმფატორი გერმანელები კი თანდათან უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს და ისინიც საკლუბო ფეხბურთის ავანჩავანის გარკვევაში არიან. მუნდიალი 4 წელიწადში ერთხელაა, ეროვნული პირველობები კი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მუნდიალი ზეიმია, საკლუბო პირველობები კი ჩვენი ცხოვრებაა. ცხოვრება სიკვდილამდე მუდმივია, ზეიმი კი სამწუხაროდ ყოველთვის მალე მთავრდება.