ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

10:41 | 15 მარტი, 2015

ფანატიკოსები

ზლატან იბრაჰიმოვიჩზე შვედები ლამის უკვე პოემებს თხზავენ, თუმცა რაღა ლამის? აგერ, ორი თვის წინ, შვედეთში კლუბიც კი შეიქმნა, სადაც იბრაჰიმოვიჩი ერთგვარი სექტის კულტად იქცა და დიეგო მარადონას მსგავსად, შესაძლებელია სულ მალე ეს ჩვენი ზლატანიც წმინდანად თუ არა, უცდომელად მაინც გამოცხადდეს.

ლევან სეფისკვერაძე

10:49 | 12 მარტი, 2015

რა არის დიდი პრობლემის სათავე?

ქართული საგანმანათლებლო სისტემისა და სპორტის ერთობლივი სატკივარია, რომ ჩვენი ქვეყნის საჯარო სკოლებში სპორტის მასწავლებლები სათანადო ცოდნისა და მომზადების დონით ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობენ არათუ ევროპულ, არამედ ზოგად სტანდარტებს, რაც სპორტის მასწავლებელს ალბათ ყველგან უნდა მოეთხოვებოდეს. ამის მიზეზებზე ადრეც ვისაუბრეთ და ახლაც ვიტყვი, რომ სკოლებში სპორტის სწავლებისადმი არცთუ სერიოზული დამოკიდებულებაა.

ლევან სეფისკვერაძე

10:48 | 08 მარტი, 2015

ჩვენი ფეხბურთის წითელი წარსული

საქართველოს საფეხბურთო კლუბების უმეტესობა დასაბამს საბჭოთა კავშირის პერიოდიდან იღებს. რეალობაა ისიც, რომ ჩვენი გუნდების დიდი ნაწილი სწორედ მაშინ შეიქმნა, როდესაც ქვეყანაში ე.წ. “წითელი ტერორი” მძვინვარებდა და ნაძალადევი კოლექტივიზაციის გამოისობით ათეულობით ათასი ადამიანი გაუყენეს ციხეებისა და გულაგების გზას.

ლევან სეფისკვერაძე

10:41 | 05 მარტი, 2015

შერეკილი

გადარეული ბიჭი იყო ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს და თამაშისას მისი სახის მიმიკითაც მიხვდებოდი რა ემოციებშიც დააბოტებდა ბურთთან ერთად. მერე წლებმა თავისი ქნა, ამას კოჭის ტრავმაც დაემატა და ახლა ბავშვებს ავარჯიშებს თბილისის გარეუბანში მდებარე ხრიოკ მინდორზე. ისმება კითხვა: რატომ დაჰყავთ ბავშვები მშობლებს მაინცდამაინც მის გუნდში როდესაც გუნდების არჩევანი ასეთი დიდია და ამ გუნდში კი ელემენტარული სამწვრთნელი პირობებიც კი არაა?

ლევან სეფისკვერაძე

10:26 | 01 მარტი, 2015

წვიმიან საღამოს, შუაგულ ბასკეთში...

ახლა წესით ევროპის ლიგაზე ”ფიორენტინას” ლამაზი გამარჯვების შესახებ უნდა ვწერდე ბლოგს და თუ რატომ უნდა ვწერდე, ამის განმარტებას აქ ნამდვილად არ დავიწყებ. ახლა წესით იმაზეც უნდა ვწერდე, რომ ”ბარსელონამ” მიუხედავად ლეო მესის უგერგილო თამაშისა, მაინც ალაგმა მანჩესტერული კლუბი...

ლევან სეფისკვერაძე

11:36 | 22 თებერვალი, 2015

დიახ, ”სან კრისტოვაო” ჯერ კიდევ ცოცხალია!

”სან კრისტოვაო”, შენ ისევ ცოცხალი ხარ?” – ესაა ერთ-ერთი ნოველა იგორ ფესუნენკოს დიდებული წიგნიდან, “პელე, გარინჩა, ფეხბურთი”. მე თუ მკითხავთ, ეს წიგნი და დასახელებული ნოველა არის საუკეთესო, რაც ფეხბურთზე დაწერილა და ქართულ ენაზე თარგმნილა.

ლევან სეფისკვერაძე

11:10 | 19 თებერვალი, 2015

უკრაინული საფიქრალი

სანამ ევროპაში მორიგი ზღაპარი იწერება სახელად: “რუსეთთან დადებული ხელშეკრულება“, კვლავ დიდი კითხვის ქვეშ დგას იმ უკრაინული საფეხბურთო კლუბების ხვალინდელი დღის საკითხი, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვდნენ.

ლევან სეფისკვერაძე

10:18 | 15 თებერვალი, 2015

კვადრადო, “ჩელსი”, მონტელა და... მორალი

ხანდახან წაიზარმაცებს ხოლმე, ზოგჯერ აფერისტიცაა, არის შემთხვევები, როცა გიჟივით იქცევა და ყველას ნერვებს უშლის, მაგრამ ისიც უდავოა, რომ კოლუმბიელი ხუან კვადრადო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოქმედი ფეხბურთელია. ამიტომაც იყო, რომ მისი გადაბირება არაერთ დიდ კლუბს სურდა.

ლევან სეფისკვერაძე

10:51 | 12 თებერვალი, 2015

ორი დიეგო

არგენტინელ კაცს, როდესაც სახელად დიეგო ჰქვია, მასზე უმალ ერთი ჩაპუტკუნებული, ხუჭუჭა ბიძაკაცი ახსენდებათ ხოლმე, რაც სულაც არაა გასაკვირი, რადგან იმ ჩიკორივით ჩამრგვალებულმა კაცმა არგენტინისათვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ერთ ადამიანს ზოგადად ხელეწიფება. მაგრამ, იქნება კი სულ ასე? სახელი დიეგო მარად მარადონასთან დარჩება ასოცირებული? მე თუ მკითხავთ არა!

ლევან სეფისკვერაძე

10:46 | 08 თებერვალი, 2015

გაუმარჯოს ტყიბულელ ქომაგებს!

ბოლო პერიოდში, ინტერნეტის ერთ–ერთი სოციალური ქსელის საშუალებით, დიდი ინტერესითა და სიხარულით ვადევნებ თვალს ტყიბულში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ “მეშახტის“ ქომაგთა აქტიურობას. ისინი შიშველი ენთუზიაზმის ხარჯზე მათი ქალაქისა და კლუბისათვის მეტად საჭირო საქმეს აკეთებენ და “მეშახტის“ ფან–კლუბს ყოველგვარი “ზემოდან“ დაფინანსების გარეშე აყალიბებენ.

ლევან სეფისკვერაძე

11:00 | 05 თებერვალი, 2015

გერმანია ძლიერია, მაგრამ...

სხვისი რა გითხრათ და მე საქართველოს ნაკრების გერმანიასთან თამაშამდე დაახლოებით ისეთი გრძნობა მაქვს, როგორც სკოლაში მისვლის პირველ დღეს მქონდა. შეუცნობელი, შიშითა და აუცილებელი (მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული) უბედურების განცდით აღსავსე მოლოდინი.

<< პირველი<< წინა3637383940414243444546შემდეგი >>
0.190679