ბლოგი

13:20 | 18 ნოემბერი, 2024

„ოქროს ბიჭები“

ამ ამბებიდან 60 წელი გავიდა. 1964 წელს თბილისის „დინამო“ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

ლევან სეფისკვერაძე

19:25 | 15 ნოემბერი, 2024

რატომ არ თამაშობს ჩრდილოეთ კორეის ნაკრები ფხენიანში?

ჩრდილოეთ კორეა საშიში და საზარელი ქვეყანაა, სადაც ადამიანი როგორც ღირებულება საერთოდ არ არსებობს და ყველაფერი ერთი ადამიანის, უფრო სწორად კი ერთი ოჯახის დიქტატს ემორჩილება.

ლევან სეფისკვერაძე

12:57 | 21 სექტემბერი, 2024

“გაულიგა“ და ნაცისტური ახირებები

ფეხბურთის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია გაუქმებული და წარსულს ჩაბარებული ტურნირები. მათი უმეტესობა საერთოდ გაუქმდა და დავიწყებულ იქნა, ნაწილი კი რებრედინგდა და სახელი ან ფორმატი შეიცვალა. მაგალითად, ძველ“ბაზრობათა თასს“ წლების გასვლის შემდეგ ჯერ “უეფას თასი“ ეწოდა, რამდენიმე წლის წინ კი “ევროპა ლიგად“ გადაკეთდა.

გიორგი მელქაძე

16:38 | 14 სექტემბერი, 2024

ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის: ახალი მენტალობის საქართველოს ნაკრები

ალბანეთთან გამარჯვების შემდეგ ყველაზე მეტად გურამ კაშიას სიტყვები მენიშნა - ჩამოყალიბებული ფეხბურთელები გვყავსო.

ბექა ბასილაია

13:30 | 11 სექტემბერი, 2024

ძლიერი ნაკრები, გამარჯვებულის მენტალიტეტით და სერიოზული შედეგით - საქართველოა!

გუშინდელი გამარჯვება არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე ჩეხეთთან ნაჩვენები მსოფლიო შოუ. გუშინ ნაკრებმა აჩვენა, რომ არამხოლოდ ულამაზეს სტილში (როცა ყველაფერი გამოგდის და მეტოქე სკოლის მოსწავლედ გამოიყურება) შეუძლია მოგება, არამედ გასვლაზე, კარგად ორგანიზებული, მებრძოლი გუნდის დამაჯერებლად დამარცხება შეგვიძლია მცირე სათამაშო უპირატესობის ხარჯზე. ნაკრებს უკვე გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს!

ლევან სეფისკვერაძე

10:21 | 02 სექტემბერი, 2024

ქართული ფეხბურთი უტაბიძეობას აიტანს

28 წლის ფეხბურთელი, უკვე საკმაო გამოცდილების მქონე, საქართველოს ეროვნულ ნაკრების წევრი, რაღაცის მნახველი, რაღაცის გამგონე... რატომ უნდა წახვიდე სათამაშოდ დაღესტანში, არ მესმის. აი, არ მესმის და მომკალით!

ლევან სეფისკვერაძე

14:10 | 24 აგვისტო, 2024

რა ჭირს ბრაზილიის ნაკრებს?

თუკი ბოლო წლებში სადმე დიდი ფული ჩაიდო და ინფრასტრუქტურა გაიმართა, პირველყოვლისა ეს ბრაზილია იყო.

ლევან სეფისკვერაძე

12:50 | 17 ივლისი, 2024

ეს ნახევარი წელი

სანამ ოლიმპიადა დაწყებულა და ისევ ახმაურებულა მთელი პლანეტა სხვადასხვანაირი ხმითა და სიმღერით, ჩვენსავით გადარეულებს სანამ ისევ გაუშლიათ დროშები და ტრანსპარანტები ელ-სალვადორიდან-მოგადიშომდე, სანამ შემშრალი გვაქვს თვალზე სიხარულისა თუ დარდის ცრემლი, უკან რომ მოიხედო და განვლილ ნახევარ წელს გადახედო, აღმოაჩენ, რომ ცხოვრებაში რთულად თუ გაიხსენებ ასე დიადი ამბებით და ემოციებით დატვირთულ დღეებსა თუ ღამეებს, როგორიც ბოლო თვეების მანძილზე ფეხბურთის ხალხმა გამოვიარეთ.

ლევან სეფისკვერაძე

11:49 | 26 ივნისი, 2024

მომავალი ჩვენს ხელშია!

ისტორიული დღე გათენდა! ვინმე აქამდე წარმოიდგენდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ერთ მოგება დაგვაშორებდა მერვედფინალს, თუნდაც ეს მოგება ტურნირის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან - პორტუგალიის ნაკრებთან ყოფილიყო საჭირო?

23:21 | 19 ივნისი, 2024

მუსიალამდე იყო ქართველი!

იცით ეგეთი ხალხი - იორუბა? ნეგროიდული რასის ხალხია დასავლეთ აფრიკის ოთხ ქვეყანაში: ნიგერიაში, ტოგოში, ბენინსა და განაში. არ არიან ცოტანი - სადღაც 40 მილიონამდე. და იცით ვინ არის ნიგერიელი იორუბა დანიელ რიჩარდი? და მისი მეუღლე კაროლინი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის მაგისტრი, სოციოლოგი? არააა? სირცხვილი და თავის მოჭრა! და მაგათი შვილი მაინც არ იცით, შტუტგარტში დაბადებული და ლონდონში გაზრდილი, ვისაც ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებში 19 მატჩი აქვს ჩატარებული, ოღონდ ეხლა გოლები გერმანული ნაციონალმანშაფტისთვის გააქვს? იმ დღესაც გაიტანა შოტლანდიასთან და დღესაც უნგრეთთან. ყოჩაღ, ეგ გცოდნიათ - ჯამალი, ამ ევროს ჯერჯერობით საუკეთესო ბომბარდირი, ვისაც დაბადებისთანავე საბუთებში დედის პოლონური გვარი ჩაუწერეს - მუსიალა. და იცით, რომ ეს ჩვენი ჯამალი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში სულ მეორე ფეხბურთელია, ვინც 21 წლისამ შეძლო პირველ ორ თამაშში გოლების შეგდება? აწი გეცოდინებათ.

დათო ბაკურაძე

16:17 | 18 ივნისი, 2024

შემოაბრუნეთ ჩარხი ბოლომდე!

1989-90 წლების მიჯნაზე, მაშინ როდესაც საქართველოში ეროვნული მოძრაობა პრაქტიკულად პიკში იყო, ზვიად გამსახურდიას ახლო გარემოცვის ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა თქვა: 90-ში ფიზიკურად ვეღარ ვასწრებთ, მაგრამ 1994-ის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე არათუ გავალთ, საპრიზო სამეულშიც კი მოვხვდებითო...

123456შემდეგი >>
0.159442