28 წლის ფეხბურთელი, უკვე საკმაო გამოცდილების მქონე, საქართველოს ეროვნულ ნაკრების წევრი, რაღაცის მნახველი, რაღაცის გამგონე... რატომ უნდა წახვიდე სათამაშოდ დაღესტანში, არ მესმის. აი, არ მესმის და მომკალით!
რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველების მეტი რა გვინახავს და არც არაფერი გვიკვირს, მაგრამ ახლა, როდესაც რუსული ფეხბურთი ევროპამ ჭიანი კბილივით მოიკვეთა, ორიოდ გროშის საფასური ანაზღაურების გარდა, მახაჭყალა რატომ უნდა იყოს საინტერესო თუნდაც შედარებით მცირე ამბიციის მქონე ფეხბურთელისთვის?
ალბათ, დამატებითი ახსნა-განმარტებების გარეშეც ხვდებით, რომ ვსაუბრობთ საქართველოს ნაკრების მცველ ჯიმი ტაბიძეზე, რომელმაც ბევრი ქომაგის გასაკვირად, კარიერის გაგრძელება რუსეთის ჩემპიონატის აუტსადერ კლუბში - მახაჭყალის „დინამოში“ გადაწყვიტა და ქართველი გულშემატკივრების დამოკიდებულება ისე მარტივად და უდრტვინველად დაიკიდა ფეხზე, თითქოს ის კი არა, ჩვენ ვისხამდეთ თავსლაფს და ის კი არა, ჩვენ ვისპობდეთ ავტორიტეტს.
ის განმარტება, რომ რუსეთში აქამდეც ბევრი ქართველი თამაშობდა და რატომ „ამოვიჩემეთ“ მაინცდამაინც ჯიმი ტაბიძე, არ ჭრის, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ახლა სულ სხვა დროა, როგორც იციან ხოლმე თქმა, სულ სხვა პოლიტიკური რეალობაა დამდგარი და სწორი არჩევანის გაკეთება ასე მარტივი არასდროს ყოფილა - ერთ მხარეს არის ევროპა და ევროპული ფეხბურთი (რომელშიც არ ვგულისხმობთ მაინცდამაინც მხოლოდ ხუთ მთავარ საფეხბურთო ლიგას) და მეორე მხარესაა რუსეთი, თავისი ყველასგან დაბლოკილი და ყველასთვის კეთროვანი ჩემპიონატით.
რუსული კლუბების ევროთასებზე ვერგასვლას ვინ ჩივის, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს ამხანაგურ მატჩებშიც კი უჭირს მეტოქეების პოვნა და მთელს მსოფლიოში ქილიკის საგნადაა ქცეული, თუ როგორ დადიან სხვადასხვა ქვეყანაში რუსი ემისრები და იხვეწებიან, ეგებ ვინმემ გარკვეული თანხის საფასურად მაინც იკადროს მათთან თამაში.
ჩემდა გასაკვირად და გასახარად, რუსეთის დაბლოკვის საქმეში ფიფა და უეფა შესაშურად თანმიმდევრული არიან და უკრაინის დეოკუპაციამდე არ აპირებენ რუსეთთან რაიმე სახის დათმობაზე წასვლას. ეს ყველაფერი კი გვაფიქრებინებს იმას, რომ რუსეთის ჩემპიონატში კიდევ დიდი ხანი იქნება სრული სიყრუე და იქ სათამაშოდ თავმოყვარე ფებურთელები უბრალოდ აღარ წავლენ. აი, ამგვარ, სრულიად გარკვეულ და ნათელ ვითარებაში, ადგა ეს ჩვენი ჯიმი ტაბიძე და კასპიის ზღვისპირას, არცთუ სუფთა შლამში მოადინა ტყაპანი...
აქამდე ცნობილ ტაბიძეთა შორის ნაკლებად ღირსეულმა რაც ქნა, უკვე გასაგებია და ვხედავთ, მაგრამ ამასთან ისიც გასაკვირია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ხელმძღვანელობამ, მწვრთნელის ვილი სანიოლის მეთაურობით, რატომ გადაწყვიტა ევროპის ერთა თასზე სექტემბრის თამაშებისთვის ჯიმი ტაბიძის ნაკრებში კვლავ გამოძახება. რამე განსაკუთრებული წინსვლა აქვს კარიერაში თუ კლასი აუმაღლდა? უტაბიძეოდ ვერაფერს გავხდებით? ხომ არ აჯობებდა, ჯიმის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ ნაბიჯზე ბუნებრივი რეაქცია გვქონოდა და ყველასგან დაბლოკილი ქვეყნის ჩემპიონატის აუტსაიდერი, ღმერთისგან დავიწყებული კლუბის მცველი უბრალოდ არ მოგვეწვია ნაკრებში?
უტაბიძეობას, ქართული პოეზიისგან განსხვავებით, ქართული ფეხბურთი მარტივად აიტანს!
P.S. და საერთოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა რას ფიქრობს? წესით, ამ საკითხის სანიოლის მიერ გადაწყვეტამდე არც უნდა მისულიყო საქმე და სფფ-ს ამგვარი, ყველასთვის გასაგები პოზიცია უნდა ჰქონდეს - რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშეებისთვის ნაკრების კარი დახურულია!..
და ნუ დაიწყებთ ახლა, სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოსო. მშვენივრად გამოჩნდა, როცა გჭირდებათ, მყისიერად, რა შინაარსის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებინებთ ფეხბურთელებსაც და ზოგადად სპორტსმენებსაც...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლიბერალთმღლელს
სანამ ეს სტატია მთავარზეა, იქნებ მართლა მიმითითო წყარო, სად წერს ილია იმ ყველაფერს, რაზეც ქვემოთ საუბრობ.
უბრალოდ მართლა მაინტერესებს.
როგორ გამოგირეცხეს ყველას ტვინები. აი საერთოდ არ მინახავს ამის თამაში,მაგრამ რატომ უნდა გალანძღო ადამიანი ასე რუსეთში თამაშისთვის? არადა თავისუფლებას და დემორატიას ქადაგებთ,მაგრამ ეს ორმაგი სტანდარტები გღუპავთ ფსევდოლიბერალებს. შენგელია რომ თამაშობდა რუსეთში,დაგვავიწყდა? იგივე კვარაცხელია? რას ნიშნავს ახლა სხვა დროა? მაშინ არ იყო რუსეთი ოკუპანტი? საქართველოს დაბომბვა შეიძლება და უკრაინის არა?ეგ სადაური ლოგიკაა? დასავლეთში ბრძანეს,ახლა სხვა დროაო და შტერებივით დავეთანხმოთ? 2008-ის მერე რუსეთში ჩაატარეს მსოფლიო ჩემპიონატი და ზამთრის ოლიმპიადა, იმიტომ რომ ვითომ სამართლიან დასავლეთს საერთოდ არ აინტერესებს სამართლიანობა,არც საქართველო აინტერესებს ვინმეს,არც უკრაინა. ასე რომ, ცოტა ტვინები გაამოძრავეთ და რასაც დასავლელი ბიძიები ბრძანებენ, ეგრევე ტაშფანდურით ნუ შეეგებებით და სპორტულ საიტებზე მაინც შეეშვით პოლიტიკურ აგიტაციას
გარკვეულწილად მართალი ხარ, პოლიტიკური თვალსაზრისით დაბალ ღობედ აღგვიქვეს, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
დასავლეთიც უშვებს შეცდომებს და ძალიან ხშირად აგვიანებს გადაწყვეტილებებს. მერყეობს, ორჭოფობს... ეს ამ ომშიც ჩანს.
მაგრამ ამის გამო დასავლეთს ზურგი ვაქციოთ და რუსეთი ვამართლოთ, ეგ რა ლოგიკაა?!
კონკრეტულად ტაბიძესთან დაკავშირებითაც გეთანხმები. ჟურნალისტმა ასეთი იაფფასიანი ნააზრევი არ უნდა გამოაქვეყნოს.
"მართალი ხარ, პოლიტიკური თვალსაზრისით დაბალ ღობედ აღგვიქვეს, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
დასავლეთიც უშვებს შეცდომებს და ძალიან ხშირად აგვიანებს გადაწყვეტილებებს. მერყეობს, ორჭოფობს... ეს ამ ომშიც ჩანს."
ეგ არის პერმანენტული და უცვლელი ვითარება. თუ გგონია, რამე კარდინალურად შეიცვლება ბალზე მჯდარხარ და ტყემალს მიირთმევ. დასავლეთისთვის რუსეთი მოკავშირედ უფრო აღიქმება საერთო მოცემულობაში ვიდრე მტრად. მეტი საქმე არ აქვთ შენს გამო ტრ**ი გაიციონ ან მათთვის სასარგებლო პროექტები მოიკლონ რუსეთთან. შეეშვი გამო*ირებული ლიბერალ-დემოკრატი ექსპერტების და პოლიტიკანების მოსმენას, არაფრის გაგნებაში არ არიან და სხვებსაც ვარდისფერ სათვალეებს უკეთებენ.
აბა სად ამოიკითხე ჩემგან რუსების გამართლება? მე ის მაღიზიანებს,რომ ორმაგ სტანდარტებს ამკვიდრებენ, რუსეთი ახლა ყოფილა თურმე ოკუპანტი, 2008-დან 2022-მდე არ ყოფილა, ჯიმი ტაბიძე მოღალატე ყოფილა, დანარჩენები - არა და ხალხის უმრავლესობას ტვინები ისე გამოურეცხეს,ამაზე რეაქცია არ აქვთ
ძOზოუაშვილი ნეგ ნსირიკოა
მთლად ისე არ გამომივიდეს მარტო ფეხბურთის გამო (არადა აქაც ჩანს დამოკიდებულება) ვასხამდე თავს ლაფს დასავლეთს, დავამატებ; მთელ ფსონს დასავლეთზე ჩამოვედით საბჭოთა კავშირის შემდეგ, გადაგვხდა თავს ომები და რის ფასად? იმავე დასავლეთის მიერ რო ვყოფილიყავით დადანაშაულებული რუსეთთან ომის წამოწყებაში საკუთარ ტერიტორიაზე? იმისთვის, რო ჩვენთვის იარაღების შესყიდვაზე ემბარგო დაედოთ? იმისთვის, რო არც პრო-ქართული პროპაგანდით დაგვხმარებოდნენ? იმისთვის რო თვითონ ჩახუტებულიყვნენ რუსეთთან ყველა შესაძლო სფეროში და ჩვენ მუდმივ კონფრონტაციაში დავრჩენილიყავით მასთან? იმისთვის, რო მათი ფინანსების უდიდესი ნაწილი არა ქართველი ხალხის გამდიდრებას მოხმარებულიყო თავის ქარხნებით, საწარმოებით, კიბერტექნოლოგიებით, არამედ მახინჯ სოციალურ ინჟინერიაში ესხათ თანხები? რატო გიკვირთ თუ ხალხი იმედგაცრუებულია?
ებიჯო, რო წერ ჭიანი კბილივით მოკვეთა ევროპამ რუსეთიო, რაღაცა იგივე ვარიაციაში რო ვყავართ თუ ხვდები? რო არა სასწაულებრივი გამართლება, მამარდაშვილს ისევ საქართველოში მოაბრუნებდნენ. მეოთხე მეკარედ იყიდეს, 2 მეკარე აილეწა და ამხანაგურში ეს გამოსცადეს, იმის მერე დაიწყო ყველაფერი. ხვიჩაზე ფულის გადახდა არავის უნდოდა, რო არა ომის დაწყება. ავტორ თუ ვთანხმდებით, რო სპორტი და პოლიტიკა არ უნდა გაიმიჯნოს, მაშინ რატო არ ათამაშებენ ქართველ ფეხბურთელებს ევროპის წამყვან ტოპ ლიგებში? სავსეა იქაურობა რუსეთზე მაფიცარი სერბი ფეხბურთელებით, მერე ალბანელები თავიანთი კოსოვარებით, აფრიკელებით და სხვა. ოღონდ ხშირად იმათ იმის ნახევარი ნიჭის გამოვლენა არ სჭირდებათ, რაც ქართველ ფეხბურთელებს აქვთ, მაგრამ სრული იგნორია. ღირსეულად ჩავატარეთ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი და რო ველოდებოდით დაიტაცებდნენ ევროპის მაღალი დონის გუნდები ფეხბურთელებს, ბრანწი გვიჩვენეს. ასევე ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა ეროვნული ნაკრები და რთული ჯგუფიდან გავიდა, მაგრამ რა შედეგი დაიდო? ქოჩორაშვილი ისევ მეორე ლიგაში დატოვეს, ჩაკვეტაძე ანალოგიურად მეორე ლიგაში ჩარჩა. რატო არ გვიხსნიან კარებს? მაინცდამაინც ზანგები უნდა ვიყოთ? გასაგებია, რო ფედერაცია ნაგავსაყრელი გვყავს და ვერაფერს აბამს თავს, მაგრამ ეს ორმხრივი პასუხისმგებლობაა! როცა იქნება მოწინავე ლიგებიდან შემოთავაზებები ღირსეული გასამრჯელოთი, მერე აღარავინ წავა რუსეთში. სანამ პარტნიორებად და მეგობრებად გვაჩვენებენ თავს და საქმით საპირისპირო ჩანს (არა მხოლოდ ფეხბურთში) იქამდე არ მიმაჩნია ბოლომდე ლეგიტიმურად იმ ფეხბურთელების გაკიცხვა, ვინც საფეხბურთო კარიერის შემდეგი ეტაპის უზრუნველსაყოფად რუსეთში მიდიან. ხოლო რუსეთს შეზღუდვებს ფეხბურთში ომის შეჩერებისთანავე გაუუქმებენ, მიუხედავად ომის რეზულტატისა. აგერ ნახავთ.
პოსტიუგოსლავიური ქვეყნების საფეხბურთო ბაზარი უკვე 80-იანი წლების ბოლოდანაა მიმზიდველი წამყვანი ლიგებისთვის.
ბუნებრივია მანდ აგენტების როლიც დიდია. შენ ყოველთვის პოლიტიკურ მომენტს აწვები და სულ იმის მტკიცებაში ხარ შეგნებულად გვბლოკავენ. საფეხბურთო ბიზნესის თვალსაზრისით ეგ არის ზღაპარი. ყველამ ითამაშა მაღალ დონეზე ვისაც შეეძლო. ვინც ფხა და ნიჭი გამოიჩინა.
შე დალოცვილო, 30 წელია ევროტურნირებზე ჩვენი კლუბების მარაზმს უყურებენ. ნაკრებმა მხოლოდ ახლახან აჩვენა რაღაც. ასეთ პირობებში ვინ გადაირეოდა ჩვენზე, მითხარი ერთი ))
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
კორბენა მელოდებოდა რატო დაბლოკეთ ? დდდდ მისს ბობოქარ აზრებზე დავაბიქრებდი დდდდ
მაშ კაცო, მააშ ))
შენი ძე ინტელექტუალური შტურმის მერე დეპრესია მეწყება ხოლმე, წამლებზე ვზივარ )))
ძალიან კარგი სტატიაა!!! ზუსტად განსაზღვრავს ყველაფერს! ეს ჩვენი "საოცარი" ტაბიძე თან ამავდროულად წავიდა მახაჩკალის მეორე გუნდში
იქ როგორც მახსოვს ანჟი არის პირველი. არც ერთი ფეხბურთელი არ უნდა გამოიძახო ნაკრებში, ვინც რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს!
გაასხას
ბატონო ლევან ზუსტი ცნობები გექნებათ მოსკოვში უკრაინული ჯარების შესვლის შესახებ და ნუ დაგვტანჯეთ გაგვიმხილეთ რა მოხდება. . .პოკროვსკის აღება ნიშნავს ომის დამთავრებას. . მდინარე დნეპრამდე გზა თავისუფალი. . დნეპრის იქეთ კი საერთოდ არანაირი თავდაცვითი ზღუდეები უკრაინელებს არ აქვთ. . .წადი ბიძიკო სილქნეტში და ცნობილაძე და ის მეორე წვერებიანი კრეტინი რომ ყავთ დაჯექი იმათთან და აგინებ რუსეთს რამდენიც გინდა. . ეს საიტი თქვენი განადგურებულია პირადად. . საინტერესოა უბრალოდ რით არსებობს. . . თქვენი სტატიების პათოსიდან გამომდინარე ძნელი მისახვედრი არცაა. . .ისე მგონი ერთი სტატია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ტრანსგენდერი ფეხბურთელების მოწვევაზეც რომ დაგედოთ მგონი უფრო დაგიფასდებოდათ
როგორც კურსკში უკრაინელთა შესვლა ნიშნავს სტრატეგიულ წარმატებას, ზუსტად ისე ნიშნავს პოკროვსკის აღება ომის დასასრულს ))
DD
დემაგოგი ხარ, ავტორ, ხოლო ცალკე ადამიანის გამოყოფა და მის შესახებ ამხელა სტატიის დაწერა უღირსო საქციელია.
პრინციპულები რომ ხართ აქ, რატომ არ ლანძღავთ მაშინ მეღვინეებს, რომელთა ექსპორტის 60% რუსეთში მიდის, ხორბლის იმპორტიორებს, 90+ % რომ რუსულია და ა.შ.? მოუწოდეთ მეღვინეებს გაყიდონ რქაწითელი ევროპაში, ხოლო თქვენ იყიდეთ და ჭამეთ იტალიური ხორბალი - თუ მაგის თავი გაქვთ.
ფეხბურთელი კი ისეთივე მწარმოებელია, როგორც მეღვინე, მეპურე და ა.შ.
კორბენის შენიშვნას ამ მთავრობაზე კი ასე ვუპასუხებდი: 2008 წლის ომის მერე მიშამ რომ ვიზები გააუქმა რუსებთან და საზღვარზე ეპატიჟებოდა, როდესაც ბენდუქიძე ჭკვიანი სახით გვარწმუნებდა, რომ რკინიგზის მიყიდვა რუსებზე ძალიანაც კარგი ნაბიჯი იყო, რადგან უცხოური კაპიტალი კარგია და ისევ საქართველოს მოხმარდებოდა (+ სხვა დემაგოგიური მტკიცებულებები), მაშინ ხომ პროდასავლური ხელისუფლება გვყავდა? დედა რომ გვიტირა და კიდევ კარგი, 2012 წელს ეგენი მოვიშორეთ.
ყველამ ჩაიხედეთ სარკეში და ვინც უცოდველები ხართ, მერე ესროლეთ ქვა იმ კაცს.
არც არასოდეს გამიმართლებია წინა მთავრობის ეგ ნაბიჯი. არასწორი საქციელი იყო და საერთოდ, მიშას ხელისუფლებას კი არა, მიშას წინამორბედ ხელისუფლებას უნდა დაეწყო ის, რომ თანდათან ყველაფერში ჩამოვშორებოდით რუსეთს.
არ მაქვს მხედველობაში ისეთი ბრიყვული ქმედებები, რუსეთს რომ ვუცხადებდით ბლოკადას და ზვიადა ძიძიგური მატარებელს უწვებოდა სამტრედიაში )) თუმცა თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ რუსული დამოკიდებულებისგან გათავისუფლება აუცილებელი იყო და დღეს სულ სხვაგან ვიქნებოდით.
პ.ს. ვისაც ჰგონია რომ რუსეთის გარეშე არაფერი გამოგვივა და ამაზე დამიწყებს კამათს, აქედანვე ვეტყვი რომ მწარედ ცდება და თითებს არ დავიღლი მაგის ახსნით ))
აი მაგ თეორიაზე პასუხი თუ გაინტერესებს ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა გაეცანი. . .საფუძვლიანად და დაკვირვებით წაიკითხე გირჩევ. . .იქ მამაო ჩვენოსავით აქვს გაშლილი ილიას ის ფაქტი რომ არასდროს ევროპელი არათუ შენსას არაფერს იყიდის არამედ ყველაფერს იზამს რომ შენთან ყველაფერი მოკლას. . ილია ამბობს ამას ჭავჭავაძე
ადრეც გითხარი, არ წამიკითხავს ილიას ეს პუბლიკაციები და იქნებ წყარო მიმითითო მეთქი.
დარწმუნებული ვარ სულ სხვა კონტექსტის იქ და როგორც ყველაფერში, აქაც შენი ინტერპრეტაციებით დვიჟენიობ ))
ეს ერთი. ეხლა მეორე - 130 წლის წინ რას ფიქრობდა ადამიანი ( თუნდაც ძალიან განათლებული და დაფასებული), დღეს შეიძლება რელევანტური არც იყოს.
მაშინ რუსეთიც ევროპად და პროგრესულად მიიჩნეოდა, რასაც მერე და მერე თავად გადაუსვეს ხაზი და მივიღეთ ის რეალობა, რაც დღესაა.
ლევან გენაცვალე მაგ ევროპულ და დემოკრატიულ აზროვნებაში
არა რომ ჰკითხო არჩევანის თავისუფლებაა პოლიტიკური რელიგიური თუ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. ესეგი შენი მოკლე ჭკუით ევროპული გუნდები კალთებს ახევდნენ და მაინც რუსეთში წავიდა სათამაშოდ? რატო არ დაწერე ან არ წერ სტადიებს მაგალითად ტრავირებულ ფეხბურთელებზე რატომ არ იღებთ ხმას რატომ არ დებთ ერთ სტადიას მაინც მაგალითად ბექა ღვინიაშვილზე რატომ არ ჩანს წელიწადზე მეტია და ა.შ. თქვე ერთი ადგილის ვაზელინებო. ვითომც გული შესტკივა ამას ან ნაკრებზე ან ფეხბურთელებზე
ნამეტანი მკვახე ენით არი დაწერილი ))
საქართველოს რომ ერთსულოვნად ზურგი ჰქონდეს რუსეთისთვის შექცეული (რაც აბსოლუტურად სწორი და სამართლიანი იქნებოდა), კიდევ ხო. მაგრამ დღევანდელ რეალობაში ჯიმის საქციელზე ასეთი კატეგორიული რეაქცია ცოტათი ღიმილისმომგვრელია.
ტაბიძე კი არა, ქვეყნის მთავრობაა მომჯდარი რუსულ ტალღაზე, კაი გამოცდილი სერფერივით ))
=1
კომენტარის დაწერას ვაპირებდი და ბარემ შენ დაგეთანხმები
დაახლოებით იგივე უნდა დამეწერა
ჯიმის დიდ პატივს ვცემ, ძალიან მაგარი მონაცემების ფეხბურთელია ვერ გამოავლინა სამწუხაროდ თავის თავი ბოლომდე. ეს გადაწყვეტილება მე არ მწყენია და არანაირ შეურაწყოფად არ მიმიღია, თვითონ უკეთ იცის, მაგრამ გამიკვირდა ძალიან და გულიც დამწყდა, რომ ფაქტიურად ამბიციები აღარ შერჩა ეტყობა ჯიმის. წარმატებები თავის ვადაწყვეტილებებთან ერთად.