19:20 | 14 აგვისტო, 2011
ცხინვალის რეგიონში სპორტი გარდაიცვალაგასულ კვირას, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და მტკივნეული თარიღი გავიხსენეთ - 3 წლის წინათ, ზუსტად ამ დროს, საქართველოს გულში რუსული საოკუპაციო ჯარის შემოსვლის შედეგად საშინელება ტრიალებდა, რასაც ჩვენი 470 თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, ოკუპაცია კი, დღემდე გრძელდება.
10:33 | 08 აგვისტო, 2011
ყასაბი ვანოს დარდებიცენტრალური ევროპიდან: საფრანგეთი და ესპანეთი, აღმოსავლეთ ევროპიდან: ბელარუსი, სკანდინავიიდან კი - ფინეთი... როგორც ბრაზილიაში გამართულმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრამ გვამცნო, საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ციკლში თითქმის მთელი ევროპის გარდი-გარდმო გადაკვეთა მოუწევს და მეტოქეებიც ისეთები არიან, კარგი ფეხბურთის ხილვის მოსურნე კაცი რომ ინატრებს.
14:46 | 31 ივლისი, 2011
ურუგვაიმ ძველი დრო გაგვახსენაგანა ბევრი გუნდი გააკეთებს იმას, რაც პარაგვაის ნაკრებმა აწდასრულებულ კოპა-ამერიკაზე შეძლო?! ბევრი გუნდი გინახავთ ისეთი, რომელსაც რომელიმე ტურნირის ფინალამდე ფრეებით გაეღწიოს და გზად ბრაზილიის დარი “ვეშაპი გადაეყლაპოს?!“ მაგრამ ამის მიუხედავად, ნეიტრალური ქომაგის აბსოლუტური უმრავლესობა ფინალში მაინც ურუგვაის ნაკრებს გულშემატკივრობდა და ეს, ბუნებრივიცაა. ჩვენს ბაბუებზე რა გითხრათ, მაგრამ ჩემს თაობაში მეეჭვება, ვინმეს გვახსოვდეს იმაზე კარგი ურუგვაის ეროვნული გუნდი, რაც ჩვენ ჯერ გასულ წელს – მსოფლიოს ჩემპიონატზე და წლეულს კოპა-ამერიკაზე ვნახეთ.
14:29 | 24 ივლისი, 2011
ორნი კარაკასშისტუდენტი ფერნანდო და ბატონი ესტებანი მეზობლები არიან. კარაკასში, ერთ-ერთ მიყრუებულ ქუჩაზე, რომელსაც ბედის ირონიით “გამარჯვების ქუჩას“ ეძახიან, მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობენ და ერთმანეთს, ძირითადად, საღამოობით ხვდებიან. ესტებანი ფანჯრიდან ხედავს, როგორ შემოდის სადარბაზოში ლექციებიდან დაბრუნებული მისი ახალგაზრდა მეგობარი და ფანჯრიდანვე უქნევს ხელს. ბატონი ესტებანი მოხუცი მეცნიერია, რომელიც დღეს ვენესუელაში აღარავის სჭირდება და არც მისი “ცოტა სხვანაირი იდეები“ ეხატება ზოგიერთს გულზე. ფერნანდო კი სწორედ იმ უნივერსიტეტში სწავლობს, საიდანაც ბატონი ესტებანი უგო ჩავესის აუგად ხსენებისათვის დაითხოვეს.
19:21 | 17 ივლისი, 2011
ევროპა ჟოზეს იმედად...ევროპაში ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებას ქომაგები მოუთმენლად ელიან. თითქმის ყველა, დიდი თუ პატარა ევროპული კლუბის გულშემატკივარი, ახალ სეზონს, ბუნებრივია, დიდი იმედებითა და ოპტიმიზმით ელის. მაგრამ ამ ყველაფერს თან ახლავს ერთგვარი შიში, რომელსაც სახელად “ბარსელონას” სინდრომი” შეიძლება დავარქვათ და ეს შიში განსაკუთრებულად მწვრთნელებისა და ფეხბურთელების საუბრებიდან გამოსჭვივის.
10:31 | 11 ივლისი, 2011
რა დააშავეს რეგიონებმა?იყო დრო, როდესაც ქართულენოვან სპორტულ არხებზე მხოლოდ ოცნება თუ შეგვეძლო. ამის მიუხედავად, უშუქობის, უპურობისა და ლამის უყველაფრობის ხანაში, რაღაც მანქანებით მაინც ვახერხებდით სასურველი მატჩების ნახვას და თუკი, გასულ ოცწლეულში გულშემატკივრებს რაიმე კარგის გახსენება შეგვიძლია..
14:03 | 04 ივლისი, 2011
გიჯას შვილებიიგივე ქვეყანა, იგივე ხალხი, იგივე შემართება და ფეხბურთისადმი სიყვარული... მაგრამ მაინც, თითქოს რაღაც ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს... სამოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ურუგვაის ნაკრებმა 1950 წელს ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. ამ დროის განმავლობაში, მსოფლიო ფეხბურთში იმდენი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, კაცი ვერ ჩამოთვლის.
17:45 | 25 ივნისი, 2011
ჩვენი ბრძოლაკორუფცია, გაყიდული და ჩაწყობილი თამაშები, ტოტალიზატორებთან შეკრული გუნდები – ეს ის პრობლემებია, რომლებმაც თანამედროვე ფეხბურთში თავი ახალი ძალით იფეთქა და როგორც აღმოჩნდა, ამაში სხვა ქვეყნებს არც საქართველო ჩამორჩა.
11:37 | 20 ივნისი, 2011
ნეიმარი და ინგლისელებიდაგვღალეს, გამოგვხრეს, შეგვჭამეს, აგვაფეთქეს... დიდ ტალანტად დასახული ბრაზილელი ახალგაზრდა ფეხბურთელის – ნეიმარის ბედითა თუ უბედობით ლამის მთელი ჩვენი პლანეტა სწუხს და არა და არ დაადგა საშველი მის ევროპაში წამოსვლას. ამასწინათ, დავითვალე და ბოლო 2 წლის განმავლობაში, ევროპელი ჟურნალისტები ამ ბრაზილიელი ყმაწვილის ბედს ერთბაშად თორმეტ ევროპულ კლუბთან აკავშირებდნენ.
14:59 | 13 ივნისი, 2011
ჩვენი ქალაქის აივნებიაივნები ჩვენი ქალაქის სულის ნაწილია და თბილისის ძველ თუ ახალ უბნებში, ყველა აივანი თავის ისტორიას ატარებს. აივნები, საიდანაც მილიარდობით სიგარეტი გადაფერფლილა, სადაც კუბოს თავსახურებიც გვინახავს მიყუდებული და ლამაზი გოგონებიც, რომლებიც თითქოს სწორედ აივანზე დგომისას არიან ყველაზე ლამაზები და განსაკუთრებულები.
17:04 | 05 ივნისი, 2011
დიადი “ბარსელონას” ბნელი მხარემოკლედ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო - ლონდონის ფინალში “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” უდავოდ დაჯაბნა და ენა არ უნდა მოგვიბრუნდეს იმის სათქმელად, რომ კატალონიელებს თასი არ ეკუთვნოდათ, ანდა სხვა გარეშე ფაქტორების ჩარევით შეძლეს ჩემპიონობა. ყველაფერი მართლაც რომ კანონზომიერად მოხდა, მაგრამ “რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელიაო” და “უემბლის” მატჩშიც მოხდა ერთი გულსატკენი შემთხვევა, რომლის ართქმაც, უბრალოდ, არ შეიძლება.