16:24 | 29 მაისი, 2011
ქართველი გერმანელების ამბავიამბავი, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, უცნაურიცაა და ტრაგიკულიც, მაგრამ განსაკუთრებით გულსატკენია, რომ ამ საოცარ ისტორიას გაგრძელება აღარასოდეს ექნება... სანამ იოსებ ბესარიონოვიჩი (სტალინი) საშინელებებს ჩაიდენდა, საქართველოში ათეულ ათასობით ევროპელები, უმეტესად კი, გერმანელები ცხოვრობდნენ.
16:36 | 23 მაისი, 2011
ვაშლი და მანდარინიქალი არ გადაგეკიდება ისე, მე რომ პეტერბურგელი რუსი ძიაკაცი მყავს გადაკიდებული. სამი წელია ამ კაცს ინტერნეტის საშუალებით ვიცნობ და თუ რამ რუსული ვიცოდი, მთლიანად იმას მივახარჯე. ჩვენი ინტერნეტ-ნაცნობობა ავადსახსენებელი აგვისტოს ომის დროს დაიწყო. იმ დღეებში ყველანი გვარიანად გამწარებულები ვიყავით და როგორი ”თბილი” საუბრებიც გვექნებოდა, თავადაც მიხვდებით.
12:10 | 17 მაისი, 2011
პეპი თუ ალექსი?”მანჩესტერი” თუ “ბარსელონა”? პეპი თუ ალექსი? გამოცდილება თუ ტალანტი? ინგლისი თუ ესპანეთი?... კიდევ მრავალი შემაპირისპირებელი რამის თქმა შეიძლება 28 მაისს, ლონდონში გასამართ ფინალზე, სადაც ჩემპიონთა ლიგის უდავოდ ორი საუკეთესო გუნდი შეხვდება ერთმანეთს და თუკი ადამიანი არცერთი გუნდის თავგადაკლული ქომაგი არ ხარ, ეს მატჩი ერთგვარად გაორებულ გრძნობას აუცილებლად დაგიტოვებს.
20:54 | 10 მაისი, 2011
ლათინო-ამერიკული სასწაულებიკოპა ამერიკის გათამაშება, თავისი რანგითა და მნიშვნელობით, მსოფლიოს ჩემპიონატისა და ევროპირველობის შემდეგ, სანაკრებო ტურნირებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, ამ ტურნირს, ბევრი ევროპელი, ერთგვარი ამრეზითა და ირონიით უყურებს და დამკვირდებულია აზრი, რომ ლათინური ამერიკის უპირველესი სანაკრებო მუნდიალი იმდენად არაპრესტიჟული ტურნირია, რომ მასზე საუბრაი არც ღირს... ეს აზრი რომ მცდარი და არასწორია, ამას თუნდაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ კოპა ამერიკა 2011-ის მასპინძელი ქვეყნის – არგენტინის პრეზიდენტმა ქალმა – კრისტინა ფერნანდესმა, აღნიშნული შიდაკონტინენტური ტურნირის მასპინძლობისათვის ხარჯებში წასაშველებლად, მსოფლიო ბანკს 500 მილიონი დოლარი სთხოვა, ბრაზილიისაგან კი, რამდენიმე ასეული თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები ინათხოვრა.
11:37 | 05 მაისი, 2011
გაკვირვებულნი და შეურაცხყოფილნიშეუძლებელია, რომ დაგავიწყდეეს ის ”გაკვირვებული სახეები”, სამ მაისს, სასტუმრო ”ქორთიარდ-მერიოტში” ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელებს რომ ჰქონდათ. თურმე, ნუ იტყვით და, საქართველოს ჩემპიონატში ჩაწყობილ თამაშებს ჰქონია ადგილი და ”თურმე”, ახლაღა გავიგეთ, რომ ჩვენს ეროვნულ პირველობებზე სხვადასხვა სახის მაქინაციები ხდება. რასაკვირველია, გულსატკენია, რომ ჩვენი თანამემამულე ახალგაზრდა ფეხბურთელები ასეთ სამარცხვინო ამბებში ამხილეს, მაგრამ სამწუხაროდ, მსგავსი უსინდისობები ჩვენი ჩემპიონატისათვის ახალი ნამდვილად არაა.
10:27 | 02 მაისი, 2011
ჟოზეს შურისძიების მახვილიდღეს თითქმის მთელს საფეხბურთო სამყაროს აწუხებს ერთი კითხვა: გაათავისუფლებენ თუ არა თანამდებობიდან, ”ბარსელონასთან” ნახევარფინალში შერცხვენილი მადრიდის ”რეალის” მწვრთნელს – ჟოზე მოურინიოს... ამ კითხვაზე პასუხი ფლორენტინო პერესის თავში, ალბათ, ჯერ ისევ იხარშება, მაგრამ მოდი, გავუსწროთ მოვლენებს, ვიწინასწარმეტყველოთ და ვთქვათ, რომ სეუ ჟოზეს გაუშვებენ! მწვრთნელების ცვლა ”რეალს” რომ ახსოვს, ეგეთი უნდა... ვინ არ გაუშვიათ და ვინ არ მოუყვანიათ, მაგრამ ეს გუნდი მაინც მუდამ მყარად იდგა ფეხზე და დაბღვერილი პორტუგალიელის გაშვებასაც რაიმენაირად გადაიტანენ (მით უმეტეს, რომ ”რეალის” მრავალი ქომაგი უკვე მოითხოვს ჟოზე მოურინიოს გუნდიდან გაგდებას), მაგრამ იქნება კი სამართლიანი და სწორი მოურინიოს გაშვება?
13:25 | 26 აპრილი, 2011
უბრალოდ, რაული“ნამდვილი ბომბარდირი ყველგან ბომბარდირია!” – ეს ერთი შეხედვით, უაპელაციო ჭეშმარიტება, ერთი გუნდიდან მეორეში გადასულმა ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა ვერ დაამტკიცა, რადგანაც, იყო ნამდვილი ბომბარდირი, უპირველესად, ეს ნიშნავს იმას, რომ შენთვის გავლენა არ უნდა იქონიოს არც ახალ კლუბში არსებულმა განსხვავებულმა გარემომ და არც სხვა ფაქტორებმა. მეგოლისათვის, მხოლოდ მწვანე მინდორი და მოწინააღმდეგის კარი უნდა არსებობდეს! და სწორედ ამიტომ, განურჩევლად ეროვნებისა და საგულშემატკივროდ ამოჩემებული გუნდებისა, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ რაულ გონსალეს ბლანკო, ჭეშმარიტად დიდი ბომბარდირია და მისი მსგავსნი, სულ თითებზე ჩამოითვლებიან ჩვენს პლანეტაზე.
10:50 | 18 აპრილი, 2011
სპორტი თუ “კაი ბიჭობა”?ბოლო პერიოდში, ქართულ კინომატოგრაფიაში შესამჩნევი გამოცოცხლება შეინიშნება. ეროვნულ კინოცენტრს, სახელმწიფო ყოველწლიურად გარკვეულ თანხებს ურიცხავს და მტვერწაყრილი ქართული კინოც, ერთი შეხედვით, გამოღვიძების სტადიაშია. მაგრამ, თუკი ბოლო წლებში გადაღებულ ქართულ ფილმებს თუ გადავხედავთ, ამ სფეროში ჩაუხედავი ადამიანებიც კი მარტივად მივხვდებით, რომ ასეთ “გამოღვიძებას”, შესაძლოა, ისევ “ძილი” სჯობდეს.
13:03 | 12 აპრილი, 2011
ჩვენი ანდრეისულ ცოტაც და, დიდი უკრაინელი ფეხბურთელი - ანდრეი შევჩენკო საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. ბუცების თახჩაში შეწყობა ის ხვედრია, რომელიც ყველა სპორტსმენში გულისტკენას და მოწყენილობას ჰბადებს, მაგრამ განსაკუთრებულად გულდასაწყვეტია, როდესაც კარიერის დასასრულს ჭეშმარიტი ვარსკვლავები უახლოვდებიან. ანდრეი შევჩენკო კი სწორედ ის ფეხბურთელია, რომლის გარჯასაც მისი თამაშის მხილველნი ვერასოდეს ვერ დაივიწყებენ.
11:20 | 02 აპრილი, 2011
გაუღეთ კარი ქართველ მორაგბეებს!არ გამოსდით და რა გინდა, რომ ქნა? განა, არ უნდათ, ან მონდომება არა აქვთ... მონდომებაც აქვთ და თავსაც არ ზოგავენ, მაგრამ ამ რუს მორაგბეებს საქართველოს ნაკრები ნამდვილ ჯადო-წინაღობად ექცათ და ერთი ”წვერებიანი” გამოთქმისა არ იყოს – “არ გამოსდით ”ბორჯღალოსნების” ძლევა და არც ეშვებიან”. მოკლედ, რუსეთის სარაგბო ნაკრებს კიდევ ერთხელ ვაგემეთ მწარე ალიყური და თან მათსავე მოედანზე, ბედის ირონიით, დიდი სლავა მატრეველის სახელს რომ ატარებს. მაგრამ, გაგიკვირდებათ და თუ კარგად დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ დღეს რუსული რაგბი ჩვენზე კარგ მდგომარეობაშია და ჩვენს გუნდთან აურაცხელი მარცხის მიუხედავად, ყოველი მარცხნაჭამი შეხვედრის შემდეგ, მაინც მათი საქმე კეთდება. ალბათ, იფიქრებთ, რა აბსურდს გვიყვება ეს კაციო, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე.…
11:48 | 29 მარტი, 2011
წერილი გურამსთავს როგორ გრძნობთ, ბატონო გურამ? ხომ ძველებურად ჯანზე ხართ? სამწუხაროდ, თქვენი გვარი არ მახსოვს, მაგრამ გურამი რომ გქვიათ და თბილისის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში რომ ისტორიას ასწავლიდით, ეს ნამდვილად მახსოვს. ისიც კარგად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ნორვეგიის ეროვნულ გუნდთან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მარცხის შემდეგ, 9 აპრილის ბაღში, მარცხის გამო დამწუხრებულ ახალგაზრდებს ირონიულად რომ უთხარით: ”ბიძიკოებო, რით ვერ მიხვდით, რომ ქართველებმა არ ვიცით ამ ფეხბურთის თამაში და ჩვენი საქმე ეს სპორტი არ არისო...”. ამხელა პროფესორი კაცი ხართ და ნიშნის მოგებას როგორ შეგკადრებთ, მაგრამ გასულ შაბათს საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრას თუ უყურეთ, რა განწყობა დაგეუფლათ - ეს მაინტერესებს.