11:56 | 21 მარტი, 2011
ნარინჯისფერი იმედითუკი ქართველებს ოდესმე რომელიმე ერის შეიძლება შეგვშურდეს, ეს უპირველესად ჰოლანდიელები არიან! შეგვშურდეს არა იმიტომ, რომ ნამუსიანად კარგ ლუდს აყენებენ და დახამებულ ტურისტებს მათრობელა ბალახების ლაღად წევის საშუალებას აძლევენ. ანდა, მაღალხარისხიან წვერის საპარს მოწყობილებას აწარმოებენ, არამედ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც ყველაფერი ძალიან კარგად გამოუდით ხელიდან და ნამდვილი ჰოლანდიელი რომ იყო, უპირველესად იმ საქმეს უნდა აკეთებდე კარგად, რომელსაც შესჭიდებიხარ...
13:49 | 17 მარტი, 2011
ჩვენ ეს შეგვიძლია!მოდი, პირდაპირ ერთგვარი პათეტიკური კითხვით დავიწყებ - რატომ ვართ ვალდებული, 26 მარტს, საქართველოსა და ხორვატიის საფეხბურთო მატჩის დროს, ეროვნული სტადიონი გავავსოთ? ყველას ჩვენ-ჩვენი წვრილმან-მსხვილმანი პრობლემები და საქმეები გვაქვს. 26 მარტს, ზოგს ფეხბურთთან მწყრალად მყოფი დირექტორები დააყოვნებენ სამსახურში (თუნდაც, საღამოს 9 საათზე), ზოგს ცოლები დაავალებენ ბავშვის პამპერსებისა და საჭმლის მოსატანად საშოვარზე წასვლას, ზოგს კი, მეგობრები მიიწვევენ დიდ-პატარა სუფრებზე და ყანწის ტრიალს შესთავაზებენ. იქნებიან ისეთებიც, რომელთაც 26 მარტს, საკუთარი გაფუჭებული ავტომანქანის ხელოსნის ”თავზე დადგომა” აქვთ გადაწყვეტილი. გრიპშეყრილი და ავადმყოფი ხალხი ხომ იქნებიან და იქნებიან...
12:05 | 07 მარტი, 2011
რექვიემი, რომელიც არ იმღერებაათი წლის წინ, ალბათ ვერავინ დაიჯერებდა იმას, რომ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი რეიტინგში ფაქტობრივად რუსეთის დონეზე ჩამოვიდოდა და კალჩოს მესვეურები იმდენს “მოახერხებდნენ”, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ იტალიის მეოთხე საგზურს გერმანია მოიპოვებდა. ეს ყველაფერი წარმოუდგენელი მრავალი ფაქტორის გამო იყო, უპირველესად კი, ალბათ იმიტომ, რომ “პარმასა” და “ფიორენტინას” რანგის იტალიური კლუბებიც კი ევროთასებზე უკრაინულ და რუმინულ კლუბებთან იშვიათად მარცხდებოდნენ და მაშინდელ აპენინურ კლუბებს ფინანსური პრობლემებიც ნაკლებად აწუხებდათ...
15:23 | 02 მარტი, 2011
ფერგიუსონის სამი სიცოცხლესამი სიცოცხლე რომ ჰქონდეს კაცს, შეიძლება მაინც ვერ მიაღწიოს ისეთ აღიარებასა და დაფასებას, რასაც სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი შვიდათეულწლიანი ცხოვრების განმავლობაში მიაღწია. მის მიერ “წითელ ეშმაკებთან” ერთად მოპოვებული ურიცხვი ტიტულების გარდა, ფერგიუსონმა აღიარება თავისი განსაკუთრებული ბუნებითა და სამყაროს ხედვითაც დაიმსახურა. განა, ბევრ ადამიანს იცნობთ თქვენს გარშემო, რომელსაც შეუძლია, რომ იყოს ერთდროულად მკაცრიცა და ლმობიერიც, მხიარულიცა და გულჩათხრობილიც, მშვიდიცა და ფეხბურთელების გამსილაქებელიც? ძალიან ცდება ის, რომელიც ფიქრობს, რომ ალექს ფერგიუსონის მრავალმხრივობა მის შოტლანდიურ ფესვებსა და საერთოდ – ეთნო-გენეტიკურ წიაღსვლებში უნდა ვეძიოთ.
15:45 | 23 თებერვალი, 2011
ჯენარო და ფსევდომორალისტებისაშუალო ტანის, კისრამდე დაკუნთული (რატომ კისრიანადაც არა), გიჟპოეტური წვერითა და ველური მზერით... უხიაგი და მოძველბიჭო, დამრტყმელი და შეუპოვარი... და, რა თქმა უნდა, საშინლად დიდი პროვოკატორი! ჯენარო გატუზოს ყაიდის ადამიანები საქართველოში ფეხბურთელები არ ხდებიან. საქართველოში ასეთი ხალხი ბანკებში, პრობლემურ განყოფილებებში მუშაობენ და ურჩი გადამხდელი კლიენტების ნამდვილი ინკვიზიტორები არიან. გატუზო კი, აგერ ათ წელზე მეტია მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე დარბის და ამ ხნის განმავლობაში იმდენი მტერი შეიძინა, მისი სახელის ხსნებაზე ”მილანისა” თუ იტალიის ნაკრების მეტოქე გუნდის ქომაგები გაჯიუტებულ შვილებს აშინებენ ხოლმე – “საჭმელი ჭამე, თორემ გატუზო მოვა და მაგ ჯამს თავზე ჩამოგამხობსო”...
11:25 | 18 თებერვალი, 2011
პარიკმახერი არამა- არამ, დღეს შეგიძლია დაისვენო. მე ვიმუშავებ შენს მაგივრად! - ვაა... ვითომ რათაო? - მგლოვიარე კაცი ხარ დღესა და აბა, შენი მუშაობა იქნება კაცო?! - ვინ მამიკვდა რო? - რა სულ სიკვდილი და უბედურება გახსენდება. შენს ნაკრებს საქართველომ რომ მოუგო ვითომ დაგავიწყდა, არა? - ეეე... რა გული გამიხეთქე... ამხანაგური იყო რა... თანა, საქართველო რა, ჩემი არ არის?! - აბა, რო ამბობდი, მანუჩარიანიო, ესაო, ისაო... - ვამბობდი და კიდე ვიტყვი თუ გინდა! გაგიმართლათ რაღა.. მეორე ტაიმში სამი გოლი მაინც უნდა გაგვეტანა, მაგრამ არა ქნეს და... თან ხო იცი, ქეცბაიას მაგარი ”ლუბიტელი” ვარ. ეგეთი ”ტრენერი” რომ გვყავდეს, თასი ჩვენია რა!
11:38 | 14 თებერვალი, 2011
ბერძენი მეზღვაურის სიმღერაოტო რეჰაგელის დამოძღვრილი საბერძნეთის ნაკრების მიერ ბერძენი ხალხისათვის მიძღვნილი თავბრუდამხვევი სასწაულის შემდეგ 7 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში, ელადის ეროვნული ნაკრები, თავის ”ბუნებრივ” კალაპოტს - საშუალო ევროპული გუნდის სტატუსს დაუბრუნდა, მაგრამ 2004 წელს მომხდარი სასწაულის დავიწყება ალბათ, კიდევ დიდ ხანს იქნება შეუძლებელი.
17:53 | 08 თებერვალი, 2011
ტორესი, ჯანო და აჩრდილებიბოლო ერთი კვირაა, ვისაც კი არ ეზარება, ყველა ფერნანდო ტორესის “მოღალატეობაზე” და შადიმან ბარათაშვილობაზე ლაპარაკობს. მნიშვნელობა არა აქვს, კაცი “ლივერპულის” ქომაგია თუ არა, თავს მაინც მოვალედ რაცხს, რომ ზეშთაგონებული სახით შემოგჩივლოს: “ნახე, რა იკადრა ტორესმა? ე ეგ კაცი მეგონა და ბილწსიტყვაობის ობიექტი ყოფილაო”. რომც მოვინდომო, მაინც არ გამომივა ტყუილის თქმა და ვერ დავიჩემებ, რომ ტორესის “ჩელსიში” გადასვლამ აღმაფრთოვან...
19:46 | 01 თებერვალი, 2011
კაპელო ინგლისელთა მარწუხებშიჩვენი შესაცოდებელი რა უნდა ჰქოდეს ფაბიო კაპელოს? კაცს, რომელმაც თავისი სამწვრთნელო მოღვაწეობის მანძილზე, თითქმის ყველგან წარუშლელი კვალი დატოვა. კაცს, რომელიც თავის, სახელდობრ კაპელოსეულ ფეხბურთს ქადაგებს და მისი გაწვრთნილი გუნდები ძალიან განსხვავდებიან ყველასგან. მაგრამ, რაც სენიორ ფაბიო ინგლისის ნაკრების მესაჭე გახდა, რაღა დაგიმალოთ და, ძალიან მეცოდება. ეს შეცოდება ალალია და გულწრფელი... ნაღდია და ეჭვმიუტანელი...
15:44 | 23 იანვარი, 2011
ფიფას ცისფერი მ(ი)თები, ანუ დაუჯერებელი ამბავიმოსახდენი მაინც მოხდა! ფიფას მიერ ბოლო დროს მიღებულმა მრავალმა აბსურდულმა გადაწყვეტილებამ, თავისი გზა მონახა და ახალ, წარმოუდგენლად უცნაურ იდეად გადმოიღვარა. იდეა კი ასე ჟღერს: მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი შესაძლოა ზამთარში გაიმართოს! მართალია, უეფა-ფიფას ეს იდეა ჯერჯერობით, მხოლოდ იდეაა და მეტი არაფერი, მაგრამ...
14:18 | 20 იანვარი, 2011
მესის უხერხულობანიარგენტინელი ლეო მესი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ გახდა. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება! ”ანტიბარსელონისტებიცა” და “ანტიარგენტინელებიც” კი აღიარებენ, რომ ლეო მესის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია და მისი ბრწყინვალების ციალს ძნელია თვალი გაუსწორო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ფიფას გალა-წარმოდგენის შემდეგ, როდესაც მესი მსოფლიოში საუკეთესოდ ცნეს, აღმოჩნდა, რომ ლეო მესის წარმატება არც მეტი, არც ნაკლები, ყველაზე მეტად, ”ბარსელონას” ქომაგებს ეწყინათ. უფრო სწორად, კი არ ეწყინათ, უფრო სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ აღნიშნული ტიტული ლეოზე მეტად სხვა კატალონიელი ფეხბურთელებისათვის – ხავისა და ინისეტასთვის ემეტებოდათ.