ბლოგი

11:40 | 20 იანვარი, 2013

პეპის მიუნჰენური ოდისეა

ხოსეპ გვარდიოლას მიუნჰენის “ბაიერნში” გადასვლამ ევროპულ პრესაში საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია. ახალგაზრდა ესპანელმა მწვრთნელმა მშობლიურ კატალონიაში უკვე არაერთგზის დაამტკიცა, რომ მწვრთნელად არის დაბადებული და სამწვრთნელო საქმეში შესაშური ნიჭიერებითა და ალღოთი გამოირჩევა. მაგრამ, გერმანული ფეხბურთი და მით უმეტეს მიუნჰენური გიგანტი ცოტა სხვა რამაა... “ბაიერნის“ დირექტორატის ხუშტურების ამბავი ვინც იცით, ალბათ დამეთანხმებით, რომ ახალგაზრდა კატალონიელს ამ ხალხთან მორიგება შეიძლება ძალიან გაუჭირდეს.

11:54 | 17 იანვარი, 2013

დაჟანგებული “ზარბაზანი”

მეტსახელები სპორტის მუდმივი და განუყოფელი ატრიბუტია. სპორტსმენთა ხასიათის ამ თუ იმ შტრიხის ამსახველი მოკლე სიტყვა თუ გრძელი წინადადება ძალიან ბევრია. მათგან ზოგი სახუმაროა, ზოგიც მუქარის გამომხატველი. მეტსახელის ავტორი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს.

13:17 | 13 იანვარი, 2013

ოთხგზის დიადი ლეო მესი

ლეო მესიზე, როგორც დიდ ფენომენზე უკვე ძალიან... ცოტას საუბრობენ. ალბათ იმიტომ, რომ ამ ბიჭს დასამტკიცებელი არავისთვის აღარაფერი დარჩა. თუ ვთქვათ ერთი კვირაც კი გავიდა ისე, რომ მესიმ გოლის გატანა ან საგოლე პასების ჩამორიგება ვერ შეძლო, სკეპტიკოსები მაშინღა იწყებენ მჭმუნვარედ საუბარს: “ხომ არ დაეწყო დაღმასვლა?”, “მგონი რაღაც სჭირს ამ ბიჭს”, “არა, მარადონა მაინც სულ სხვა იყო!”... ფაქტი კი ისაა, რომ ლეო მესიმ უკვე თითქმის ყველაფერი მოიგო და იმდენი რეკორდი მოხსნა, ალბათ პლუტარქესაც კი გაუჭირდებოდა მისი ტიტულებისა და წარმატებების სრულად გამოჩხრეკა.

11:18 | 10 იანვარი, 2013

ვოლფგანგ შტარკის საუბარი საკუთარ თავთან

-    ალბათ გაიგებდით, ჰერ ვოლფგანგ, ლევან კობიაშვილს დისკვალიფიკაცია მოუხდია და ფეხბურთის თამაშს ისევ აპირებს... -    მე რატომ მეუბნებით ამას? ისევ მადანაშაულებთ რამეში? -    რას ბრძანებთ ჩემო ბატონო... ამოდენა უეფას მსაჯს როგორ გაკადრებთ ამას. მაგრამ, ცოტა სინდისის ქენჯნას თუ გრძნობთ – ეს მაინტერესებს... -    ანუ, გამოდის, რომ მაინც მე მადანაშაულებთ მაგ კაცის დისკვალიფიკაციაში...

15:40 | 06 იანვარი, 2013

მილტონ ჰეიგი ღვინის ბარში

მთელს თბილისში მხოლოდ გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მეგულება ერთადერთი ადგილი, სადაც ღვინიდან დაწყებული და ყველით დამთავრებული ყველაფერი გლეხური, საამო და ნატურალურია. შეხვალ, ჩამოგიმწკრივებენ სულ ხელიხელსაგოგმანებ ქართულ ღვინოებს. შენ მოინდომე მხოლოდ... ხაშმის სურნელოვანი საფერავი გინდა? იქაა! დიდებული წარაფი გინდა? კი ბატონო!

17:07 | 31 დეკემბერი, 2012

ჩვენი სადღეგრძელო

20 წელიწადზე ცოტა მეტია რაც ჩვენი სამშობლო დამოუკიდებელია და აგერ უკვე მერამდენე ახალ წელს ვხვდებით დიდი იმედებით და ოცნებებით. საერთოდ კი, საქართველოს 3000-წლიანი ისტორია იყო ომების, გაჭირვების, ნგრევისა და შენების, აყვავებისა და აყვავებულის შემდეგ კვლავ ნგრევის საუკუნეები. სულ ასე იყო, სულ ასე მოვდიოდით... მაგრამ შეხედეთ ჩვენს კალათბურთელებსა და მორაგბეებს, ჩვენს მოჭიდავეებსა და რიგით გულშემატკივრებს. ჯერ ხომ კიდევ ვდგავართ ფეხზე! ჯერ ხომ კიდევ გვაქვს იმის ილაჯი, რომ ქვეყანა გვერქვას და ვლაპარაკობდეთ იმ ენაზე, რომელსაც იოანე ზოსიმე აღმერთებდა.

12:05 | 27 დეკემბერი, 2012

უცნაური სუფრა

- რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ არ სვამს ეს მესი ღვინოს და ნუ აძალებთ. ისევ თქვენი სათრევი გახდება. გოზინაყი გადააწოდეთ მაგას გოზინაყი! ტკბილეულობა ყვარებია ნამეტნავად.... - ამ მესის რა სჭირს არ ვიცი... ეგერ, ინიესტას ყანწს ვერ ვაგდებინებთ ხელიდან... მესამეს სვამს უკვე. - რაც ინიესტას ღვინო აქვს დალეული, მაგდენი მგონი მთელს ესპანეთში არ დაილევა წელს. მეღვინეა ეგ კაცი და აცალეთ სიამოვნება. - “ბობო“, შეეშვი მაგ ქალს თუ კაცი ხარ და მოგვაქციე ყურადღება. ახალი წელია თუ სიყვარულის დღე, რომ ჩაფრენიხარ მკერდზე და აღარ უშვებ ხელს.

14:33 | 23 დეკემბერი, 2012

მაფია უკვდავია?

უეფაში რამდენიც არ უნდა ამტკიცონ - ევროპულ ფეხბურთში ყველაფერი “აჟურშიაო”, ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრასთან დაკავშირებულ სკანდალზე, მიშელ პლატინისაც და მთელს მის გუნდს, ძალიან მწვავე კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

10:56 | 20 დეკემბერი, 2012

“მილანი“ - დიდი წარსულითა და მომავლის იმედით

პაოლო, ფილიპო, რიკარდო, კლარენსი, ჯენარო, ანდრეი, ანდრეა, ალესანდრო... გულისტკენაზე მეტია, როდესაც გუნდიდან ასეთი ბიჭები მიდიან. თუმცა რაღა ბიჭები? პაოლო მალდინისხელა, მგონი ქვაც კი აღარ დაგორავდა იტალიაში, მაგრამ ხომ იყო? რომ იყვნენ? ხომ ქმნიდნენ დიდ გუნდსა და დიდ თამაშებს... “მილანი“ იმ კალიბრის გუნდი არასოდეს ყოფილა, თაობათა ცვლას რომ ვერ გაუძლოს, მაგრამ უახლოეს მომავალში გამოჩნდებიან კი, ახალი ნესტები და მალდინები? გახდება კი ელ შაარავი შევჩენკოსნაირი “გოლების მანქანა?“ – ეს კითხვები არამხოლოდ “მილანის“ ქომაგებს აწუხებს...

13:52 | 16 დეკემბერი, 2012

“ბარსას” ბუნდოვანი მომავალი

სანამ მთავარ სათქმელს ვიტყოდე, კატალონიის “ბარსელონას” ქართველი ქომაგები უნდა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ მათ საყვარელ კლუბს მინიმუმ 4 წლის განმავლობაში, ესპანეთის პირველობაზე ბურთაობასთან დაკავშირებით არაფერი ემუქრება. თუმცა, რა მოხდება 4 წლის შემდეგ, ეს ჯერ არავინ იცის და ესპანეთის პოლიტიკაში არსებული სიტუაცია უფრო და უფრო იხლართება...

10:59 | 13 დეკემბერი, 2012

პლატინი და დეტექტორი

ძალიან უცნაური კაცია ეს მიშელ პლატინი. რომ ჰკითხო, ევროპულ ფეხბურთში სიახლეების დანერგვის პირველი ინიციატორი და წამახალისებელია, მაგრამ საქმე-საქმეზე როცა მიდგება, მასზე ძველმოდურ და “დროში ჩარჩენილ” ადამიანს იშვიათად თუ ნახავთ. ჯერ კიდევ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შემდეგ, მიშელ პლატინიმ საჯაროდ დადო პირობა, რომ ტექნიკური საშუალებებით გოლების დაფიქსირების იდეის პირველი მებაირაღე იქნებოდა. ახლა კი ამბობს, რომ კარის ხაზზე დასაყენებელი დეტექტორები უეფას ძალიან ძვირი დაუჯდება და ამ საქმეში “გადაყრილი” 50 მილიონი ევრო, უმჯობესი იქნება, ფეხბურთის განვითარებას თუ მოხმარდება.

<< პირველი<< წინა5657585960616263646566შემდეგი >>
0.272887