ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

12:24 | 23 მაისი, 2013

მწვრთნელი და დემოკრატია

როგორც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ განაცხადა, იგი საქართველოს ნაკრების მესაჭის პოსტს მას შემდეგ დატოვებს, როდესაც ჩვენს ეროვნულ გუნდს საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ყოველგვარი შანსი ამოეწურება. ღმერთმა ქნას, ჩვენი ნაკრების სვე-ბედი ისე წარიმართოს, რომ ევროპის პირველობაზეც გავიდეთ და იმის იქითაც წავიდეთ, მაგრამ ალბათ ყველაზე ოპტიმისტ ქომაგსაც კი ნაკლებად სჯერა იმის, რომ ეროვნული გუნდი ასეთ ერთობ რთულ ბარიერებს დაძლევს და ევროპის ჩემპიონატზე გავა. თუმცა, ქეცბაიას რასაკვირველია წარმატებას ვუსურვებთ.

15:03 | 19 მაისი, 2013

ზესტაფონელი შვეტია

არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, ზესტაფონში ცხოვრობდა კაცი, მეტსახელად შვეტია, რომლის ნამდვილი სახელი მთელს ზესტაფონში ალბათ სულ რამდენიმე ადამიანს თუ ემახსოვრება და რაკი მის სახელს აქ პრინციპული მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, მოდითYჩვენც ის დავუძახოთ, რასაც მთელი ზესტაფონი ეძახდა.

16:56 | 16 მაისი, 2013

იცინიან ვარსკვლავები

ჩვენი საიტი საქართველოს გარდა უცხოეთშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამის მომსწრე თავადაც არაერთხელ ვყოფილვარ, მეტიც, საზღვარგარეთ მივლინებებში ყოფნისას worldsport ჩემი პატარა კომპიუტერის მუდმივად ჩართული ფანჯარაა და რაკიღა ვებგვერდის უფროსობამ ჩემი საკუთარი ბლოგი გამიხსნა, გადავწყვიტე ისეთი სტატიები დავწერო, მკითხველს აქაც რომ გაახალისებს და ცხრა მთას იქითაც, დანიაში თუ უკრაინაშიც. 

ლევან სეფისკვერაძე

10:56 | 16 მაისი, 2013

“ბორუსიას” ქომაგობის საიდუმლო

გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრები წელს განსაკუთრებულად გახარებულები არიან. მათ რასაკვირველია სიხარულის მიზეზიც აქვთ და მეტიც – გერმანული ფეხბურთის ქომაგებს შეუძლიათ მინიმუმ ერთი წელი წელში გამართულებმა იარონ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთბაშად ორი ერთი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდის გასვლა უბრალო ამბავი ნამდვილად არაა და “ბუნდესქვეყნელთა” წარმატების დაჩრდილვას ვინც ეცდება, დიდი შანსია, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდეს...

ლევან სეფისკვერაძე

11:23 | 12 მაისი, 2013

დიდი მადლობა სერ ალექს!

რთულია, სიტყვებს ერთად მოუყარო თავი, როდესაც შენი ბავშვობის კუმირი და ჭეშმარიტი ლეგენდა მიდის. ძნელია, ყველაფერი ზუსტად გადმოსცე, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონზე საუბრობ. ალბათ, არც ისაა ადვილი, შეეგუო, რომ მომავალ შემოდგომაზე დაიწყება პრემიერლიგის ახალი სეზონი და სამწვრთნელო სკამზე წითურ შოტლანდიელს ვეღარ ვნახავთ. სერ ალექსი ხომ რიგითი მწვრთნელი არასოდეს ყოფილა. “ფერგიმ” საკუთარი ეპოქა შექმნა. ეპოქა დიდი გამარჯვებებისა და ფიქრისა; ეპოქა, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება!

ლაშა გოდუაძე

13:26 | 10 მაისი, 2013

კარიერა ფრაზებში: ილია დათუნაშვილი

1964 წელს თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდი პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: დამატებით თამაშში, ტაშკენტში, 18 ნოემბერს მოსკოვის „ტორპედო“ 4:1 დაამარცხა. ის შეხვედრა გულშემატკივრებმა „ოქროს მატჩად“ მონათლეს, 1964 წლის „დინამო“ - „ოქროს გუნდად“, ფეხბურთელები კი „ოქროს ბიჭებად“.

ლევან სეფისკვერაძე

13:23 | 09 მაისი, 2013

“პენსიონერ ფანთა კლუბი”

ეს კლუბი ერთი შეხედვით თავიდანვე პალანიკის “მებრძოლთა კლუბს” მოგაგონებდათ, რადგან ჭეშმარიტად სექტანტური განწყობები სუფევდა და ხალხიც ერთობ გადარეული და მრავალდაღდასმული იყო. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებოდით, მიხდებოდით, რომ “პენსიონერ ფანთა კლუბი” სხვა არაფერი იყო თუ არა ადგილი, სადაც სისხლისა და ემოციებისგან დაცლილი ადამიანები დარდით იხსენებდნენ ახალგაზრდობას.

12:41 | 09 მაისი, 2013

ალექსანდრე იაშვილი - თბილისის „დინამოს“ დებიუტანტი

„ქართული ფეხბურთი“, 1-15 მარტი, 1994 წელი დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი - ალექსანდრე იაშვილი. იგი დაიბადა 1977 წლის 23 ოქტომბერს. ეროვნულ ჩემპიონატში ჩაატარა 11 შეხვედრა (აქედან 4 ძირითად შემადგენლობაში) და 10 გოლი გაიტანა. ბოლო დროს მის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით და მას ფეხბურთის სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ლევან სეფისკვერაძე

10:37 | 06 მაისი, 2013

ინფარქტი

უცებ ჩამობნელდა. ამას თითქოს ველოდი კიდეც და არ გამკვირვებია. მაგრამ გრძელ და უცნაურ გვირაბში რომ დავიწყე ქროლვა, მერეღა მივხვდი, რომ ჩემი საქმე იმაზე უფრო ცუდად იყო, ვიდრე მეგონა. ღმერთია მოწამე, იმ დღეს განსაკუთრებული არაფერი მქონდა დაგეგმილი და ჩაფიქრებული. ყველაფერი თითქოს თავისით და თითქოს ერთ წამში მოხდა.

ლაშა გოდუაძე

09:45 | 03 მაისი, 2013

კარიერა ფრაზებში: მურთაზ ხურცილავა

საბჭოთა კავშირის ნაკრების ისტორიაში მხოლოდ ორმა ქართველმა მოირგო კაპიტნის სამკლაური. პირველი, ვისაც ეს პატივი ხვდა წილად, მურთაზ ხურცილავა იყო. ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სხვა მხრივაც გამორჩეულია: ერთადერთია ქართველთაგან, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების და ოლიმპიური თამაშების მედლებს რომ ფლობს: 1966 წელს, ინგლისში გამართულ უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ბრინჯაოთი დაიმშვენა მკერდი, 1972 წელს კი ჯერ ევროპირველობის, შემდეგ კი ოლიმპიური თამაშების ვერცხლს დაეუფლა.

11:03 | 02 მაისი, 2013

ალესანდრო დელ პიერო - „იუვენტუსის“ მომავალი ვარსკვლავი

„სარბიელი“, 24 თებერვალი, 1995 წელი „არ მესმის, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელის შეგირდობა სამარცხვინო რად არის. მე დრო მჭირდება. ვნახოთ, ერთი წელი მეყოფა, ორი თუ ხუთი. ხუთიც რომ იყოს, არაფერია. მთავარია, დაუზარლად ვიშრომო, ხოლო რამდენად შორს წავალ, გამოჩნდება“ - თქვა ალესანდრო დელ პიერომ, რომელსაც ხშირად ბაჯოს, როსის და პლატინის ადარებენ.

<< პირველი<< წინა5253545556575859606162შემდეგი >>
0.317488