12:40 | 24 სექტემბერი, 2016
შემოდგომა მარანში- მოდი, ყურძნის ეს ნაწილიც ჩავწუროთ და მერე დავისვენოთ. სიზარმაცე არ გვინდა ახლა. მწვადი და კარგი რამეები საღამოს იქნება. მანამდე უნდა მოვრჩეთ.
20:35 | 18 სექტემბერი, 2016
ჟოზეს მანჩესტერული ოდისეაგამორჩეული და საინტერესო ჟამი დგას ინგლისის პრემიერლიგაში. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი პრემიერლიგა წელს რომ გველოდება, კარგა ხანია არ ყოფილა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აგერ რამდენიმე დღის წინ გამართული მანჩესტერული დერბი მარტო რად ღირს – დიადი მწვრთნელების დაპირისპირება, სადაც კატალონიელმა იმარჯვა და იმდენი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა – თავგზა აერევა ადამიანს.
16:38 | 11 სექტემბერი, 2016
თორნიკე ოქრიაშვილის ფენომენითორნიკე ოქრიაშვილი არ არის და სამწუხაროდ ალბათ უკვე ვეღარც იქნება კარიერის მქონე ფეხბურთელი, რომელზეც მომავალში ბევრს ისაუბრებენ და სამწუხაროდ ისიც მჯერა, რომ ოქრიაშვილის ”ფენომენი” (თუკი ასე შეიძლება ვთქვათ) ძირითადად მხოლოდ მათ გაახსენდებათ, რომლებიც ქართველი ფეხბურთელების უცნაურობაზე დაიწყებენ საუბარსა და მსჯელობას. უცნაურობები კი ამ ბიჭს მართლაც რომ ზომაზე მეტად სდევს თან.
13:10 | 05 სექტემბერი, 2016
რა დგას მესის შეცვლილი იმიჯის უკან?ჩვენს დროში თმის ყვითლად შეღებვა აბა ვის უკვირს? მით უმეტეს, მავანნი იძახიან, გარეგნობის რადიკალური და მკვეთრი შეცვლა სტრესებს ხსნისო და ჩვენც ისღა დაგვრჩენია ვირწმუნოთ, რომ თმის შეღებვაში რაღაც მართლაც ყრია, მაგრამ ლეო მესისთანა ბუნების ადამიანისაგან ასეთი ნაბიჯი ცოტა არ იყოს უცნაური და უფრო მეტიც – დაუჯერებელია!
18:53 | 28 აგვისტო, 2016
სიცილიელი ტრიბუნაზეის შავგვრემანი იყო, საშუალო ტანის, ჩაფსკვნილი და ხმაჩახლეჩვით მოლაპარაკე. თავიდანვე აშკარა იყო, რომ იტალიის სამხრეთიდან გახლდათ და მიუხედავად იქაური ხალხის შესახებ არსებული წარმოდგენისა მხიარულებასთან დაკავშირებით, ამას ერთი ღიმილიც კი არ ეტყობოდა სახეზე.
11:16 | 17 აგვისტო, 2016
17 აგვისტოს, გარიჟრაჟისას...ტელეეკრანზე ლაშა ტალახაძე ხელებზეაღმართული იდგა და ქალაქიდან შემომავალი ხმები ერთმანეთში ირეოდა. ეს იყო სიხარულის ყიჟინა იმ ხალხისა, რომლებსაც ბოლომდე ჰქონდათ ჩვენი ოლიმპიელების იმედი...
11:02 | 11 აგვისტო, 2016
“ლიპოს” ცრემლებიარის ცრემლები, რომელიც ნამდვილად დარჩება და თაობებსაც გადაეცემა, რადგან ეს ის ცრემლებია, რაც არც უსუსურობას გამოხატავს, არც ზედმეტ გულჩვილობას და უფრო მეტია, ვიდრე ერთი ადამიანის გულიდან ამოხეთქილი დარდების გროვა.
16:28 | 07 აგვისტო, 2016
ბირთვისის უკანასკნელი მეციხოვნეებიბოლოს მხოლოდ თხუთმეტნიღა დარჩნენ. მტერი კი უთვალავი იყო. მესამე თვე სრულდებოდა, მტერი მათ ციხეს გარს ერტყა და ლოდსატყორცნების საშინელი ხმაური არ აძინებდათ ციხის დამცველებს. ალაგ-ალაგ მონგრეული ციხის კედლები კი აშკარად ნათელყოფდა, რომ ციხის დამცველებს ბევრი დრო აღარ დარჩენოდათ და ისინიც მათი დაღუპული თანამოძმეების მსგავსად ციხის კედლებში დაიმარხებოდნენ. ლოდსატყორცნებიდან ნასროლი ლოდები საზარელი გრუხუნით ეხეთქებოდა ცისის სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებს.
12:36 | 31 ივლისი, 2016
რატომ ჭირდება რაჭას “ხვანჭკარის თასი“საქართველო ის ქვეყანააა, სადაც კარგ საქმესაც კი ხშირად პოლიტიკური სარჩული უდევს და კაცი ვერ გაიგებს ვის რა ინტერესი ამოძრავებს. სწორედ ამიტომაც, ძალიან დასაფასებელი და გამოსარჩევია ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც რეგიონებში სპორტის თემის წინ წამოიწევას ეხება. მით უმეტეს ისეთ რეგიონში, როგორიც ხალხისაგან და მომავლის იმედისგან დაცლილი რაჭის მხარეა.
23:04 | 23 ივლისი, 2016
განსდექ რაინდო!დღესა ერთსა, ოდეს სპორტსმენნი ჩვენნი შემოსილ იქნენ სამოსად ოლიმპიადისად, არათუ სიხარულითა აღვივსეთ, არამედ დარდით დამძიმდა გულნი ჩვენნი.
16:35 | 17 ივლისი, 2016
ჩვენ აღარ გავჩუმდებით!მინიმუმ არაგულრწფელი და ანგაჟირებულია ის, ვინ იტყვის, რომ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ ეტაპზე სამი ქართული კლუბის ერთად გამოვარდნა დამთხვევის, შემთხვევითობის ბრალია და მას არაინაირი კავშირი არა აქვს იმ პროცესებთან რაც ზოგადად ქართულ ფეხბურთში ბოლო პერიოდში ვითარდება. ასეთ სამარცხვინო გამართლებას მხოლოდ ის ადამიანები მოიფიქრებენ, რომლებიც პირადი დაინტერესების გამო ყველაფერზე არიან წამსვლელები და რომლებსაც დიდი ხანია რეალობის აღქმა აქვთ დაკარგული.