ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

10:42 | 06 მარტი, 2017

უმადურობა

უმადურობა ადამიანების საშინელი სენია. იმაზე უფრო საშინელი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, რადგან უმადურობა როგორც წესი შეფარულია, მიჩქმალულია, კონკრეტული ადამიანების პირად ურთიერთიბებს მოიცავს და მის დასანახად დიდი ძალისხმევაა საჭირო.

ლევან სეფისკვერაძე

19:22 | 26 თებერვალი, 2017

ოცნებების ქვეყანა

საქართველო ზოგადად მეოცნებეთა ქვეყანაა და ჩვენი მეოცნებეობა სხვა მრავალ ასპექტთან ერთად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მომავლის იმედებშიც გამოიხატება. ჩავიხედოთ ყველამ გულში და ნამდვილად აღმოვაჩენთ, რომ ყველას გვგონია და გულისგულში გვჯერა სასწაულის ქმნის და ჩვენი ეროვნული ნაკრების მსოფოიოს ჩემპიონატზე გასვლის და საკუთარ თავსაც კი ვერ ვუტყდებით ამ ოცნების უსუსურობაში.

ილია ნანობაშვილი

18:08 | 18 თებერვალი, 2017

ვარსკვლავი, რომელიც არავის სძულდა

არიან ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან უყვართ, ან ძალიან სძულთ. ეს, როგორც წესი, ვარსკვლავებს უფრო ეხება, და რაღა ჩავუღრმავდეთ, ასე არ არის ბოლო ათწლეულის მარადიული თემა "მესი თუ რონალდუ"? მაგრამ იყვნენ და არიან ვარსკვლავები, რომლებიც არ სძულთ, ან თუ სძულთ, ძალიან ცოტას.

14:02 | 18 თებერვალი, 2017

ღირსეულთა ღირსეული გამარჯვება და ქართული ფიქრები

5 თებერვალს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული 6 ერის მატჩი, იტალია-უელსი ნამდვილად არ გახლდათ ისეთი სარაგბო შეხვედრა, რომელზეც შემდეგში ბევრს ლაპარაკობენ ხოლმე. ბრიტანელებმა ცხვირაწეულ აპენინელებს დინჯად, თავდაჯერებით და რაც მთავარია, მაღალპროფესიულად ”ახადეს სკალპი” და ეს ისე გააკეთეს, რომ სათქმელიც კი არ დატოვეს – ვის უნდა მოეგო და რატომ უნდამოეგო.

ლევან სეფისკვერაძე

13:30 | 10 თებერვალი, 2017

რომაული ამბები – სიყვარული, ზიზღი და გამარჯვება!

არ დაუჯეროთ თუკი ვინმე გეტყვით, რომ იტალიაში ფეხბურთის სიყვარული მინავლდა და იტალიური ფეხბურთის მზე ჩაესვენა. ამ ყველაფრის სრულიად საპირისპირო რეალობაში გასულ სამშაბათს დავრწმუნდი, როდესაც წილად მხვდა სიამე, “რომასა” და “ფიორენტინას” მატჩი დიდებულ “ოლიმპიკოზე” მეხილა. რასაკვირველია, არავინ მოელოდა, თუ რომაული გრანდი ფლორენციელებს ასე სასტიკად დაამარცხებდა, მაგრამ აქ კონკრეტულ შედეგებზე მეტად სულ სხვა რამაა მნიშვნელოვანი და ამ “სხვა რამეს” “რომას” გულშემატკივრები ჰქვია.

ლევან სეფისკვერაძე

12:07 | 30 იანვარი, 2017

თურქი, რომელიც დავკარგე

ზუსტად იქ, სადაც ახლა მშვენიერი სტადიონი “ალისამიიენია”, ზუსტად იქ, სადაც დღეს “გალათასარაის” გადარეული ქომაგობა გადი-გამოდის, შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც მე-15 საუკუნეში არამხოლოდ მაშინდელი ბიზანტიის, არამედ მთელი მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის ბედიც გადაწყდა.

ლევან სეფისკვერაძე

18:42 | 22 იანვარი, 2017

ფლორენციაში სიხარული და მომავლის იმედები დაბრუნდა

დიდი ზეიმი იყო გასულ კვირას ფლორენციაში. “იუვენტუსთან” გამარჯვება” ნებისმიერი კლუბისათვის ფასეული და მნიშვნელოვანია, მაგრამ ტურინული გუნდი ტოსკანაში რომ ეზიზღებათ – ეგეთი უნდა და ერთ რამედ ღირდა იმ ფოტოების ტკბილად თვალიერება, იტალიაში ჩამომდგარი საკმაოდ სუსხიანი ზამთრის მიუხედავად, საამო საცქერი იყო როგორ ზეიმობდა მთელი ფლორენცია და როგორ იქნევდნენ იისფერ დროშებს თმებაფუჩფუჩებული ბებიები.

ლევან სეფისკვერაძე

17:40 | 15 იანვარი, 2017

მანიაკები

კარგად თუ დააკვირდებით, ამ ქვეყანაში იმდენი მანიაკი დადის, შეიძლება ქუჩაში ფეხი ვერ აუქციოთ. სხვადასხვა გადახრების მქონე ფარული მანია ადამიანს ძალიან უცნაურ ვითარებაში შეიძლება აღმოაჩნდეს. მაგალითად ზიხარ ავტობუსში და ხედავ, რომ ავტობუსის სკამების დიდი ნაწილი მავანი მანიაკის მიერ დაჭრილ-დაჩეხილია. ამ დროს შეიძლება სულაც არ იფიქრო, რომ ამის გამკეთებელი ჩამოყალიბებული მანიაკია, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით, ძალიან ადვილად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც საკუთარ განუხორციელებლობას ავტობუსის საზურგეზე დანის გასმა-გამოსმით ერთგვარად აბათილებს.

ლევან სეფისკვერაძე

10:55 | 08 იანვარი, 2017

თამაში, რომელიც ჩვენში არ უყვართ

სპორტის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს, რომელიც ქართული მენტალიტეტისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. სპორტის კონკრეტული სახობისადმი სიყვარულს ამა თუ იმ ხალხის მენტალიტეტი განსაზღვრავს და როგორც ჩანს, ბრიტანეთში უზომოდ პოპულარულის სპორტი – კრიკეტი სწორედ იმ სახეობათაგანია, რომელსაც ქართველები სერიოზულად არასოდეს არ ითამაშებენ.

ლევან სეფისკვერაძე

10:52 | 25 დეკემბერი, 2016

ახალი წელი და პრემიერლიგა

რომ არა პრემიერლიგა და ინგლისელთა ფეხბურთისადმი ფანატიური სიყვარული, ქართველ ფეხბურთზე გულშევარდნილ კაცს ახალი წლის დღეებში რა ეშველებოდა? და განა მხოლოდ ქართველებს? ჩვენი პლანეტის კიდით-კიდემდე ყველა ქომაგი იმ ბრძენ ბრიტანელს ლოცავს, ვინც პირველად გადაწყვიტა, რომ ახალი წლის დღეებში ჩემპიონატის მატჩების ჩატარება შესაძლებელია და ეს საზეიმო განწყობას ნამდვილად არ აკნინებს - პირიქით!

ლევან სეფისკვერაძე

13:25 | 18 დეკემბერი, 2016

ნაგავი და “კაიბიჭობა”

წინა თვეში ორჯერ მომიწია “ლოკომოტივის” სტადიონზე მისვლა და ორივეგან რაც თვალი მომხვდა, ის იყო, რომ სტადიონის ტრიბუნები ნაგვით იყო სავსე და სკამზე ჩამოჯდომა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სკამები იყო ტალახიანი და სველი და მათ გაწმენდას მოხერხების გარდა მთელი რიგი სადეზინფექციო საშუალებები ჭირდებოდა. ერთი სიტყვით, ამ სტადიონზე საშინელი ანტისანიტარია სუფევდა და ეს ბევრისთვის სამწუხაროდ ბუნებრივი ამბავი გახდა.

<< პირველი<< წინა2627282930313233343536შემდეგი >>
0.345615