ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

10:26 | 05 აგვისტო, 2017

ნეიმარი და ჩვენ

ევროპელ საფეხბურთო მიმომხილველებს ძალიან უყვართ ხოლმე შედარებები და პარალელების გავლება. ამიტომაც, მათგან ხშირად გაიგებთ ფრაზებს: „მსოფლიოში პირველად“, „უპრეცედენტო“, „აქამდე არნახული“ და სხვა... აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, ბრაზიბლიელი ნეიმარის კატალონიის „ბარსელონადან“ ფრანგულ პსჟ-ში გადაბარგებას და ამ ყველაფრის თანხებში ასახვას რა ამბავიც მოჰყვებოდა.

ლევან სეფისკვერაძე

19:26 | 30 ივლისი, 2017

ევროპა ელის “მილანს”

როგორც იტალიაში ამბობენ, საფეხბურთო კლუბ “მილანისათვის” ძველი დიდების დაბრუნება და ამ გუნდის ევროპის გრანდთა შორის წაწევა სრულიად აპენინის ღირსების საქმეა. პრინციპში ლაპარაკი არც უნდა იმ მარტივ და ცხად ჭეშმარიტებას, რომ როდესაც “მილანის” საქმეები უკან-უკან წავიდა, იტალიური კლუბების ევროტურნირებში წარმატებების ისტორიაც იქ დასრულდა და როგორც ჩანს, მიუხედავად ტურინის “იუვენტუსის” შიდაიტალიურ ასპარეზზე უკონკურენტობისა, იტალიიდან ევროპის სახელი შორს სწორედ “მილანს” გაჰქონდა და ასე გრძელდებოდა ათწლეულების მანძილზე.

ლევან სეფისკვერაძე

18:00 | 23 ივლისი, 2017

გრცხვენოდეთ!

ვიცი რომ არაფერს აზრი არა აქვს. რამდენიც გინდა წერე და იკითხე, იყვირე და იბღავლე, გაიარე და გამოიარე. ქართულ საკლუბო ფეხბურთში ყველაფერი მაინც ძველებურადაა და კიდევ უფრო უარესად - ვიდრე უწინ იყო. ეს ბოლო ორი წელი ხომ საერთოდ თავსლაფის პერიოდია და ასე ცუდად მგონი ქართულ კლუბებს ევროსარბიელზე არასოდეს უასპარეზიათ. მგონი კი არა, დარწმუნებით შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ეს ბოლო ორი წელი ყველაზე საშინელი და საძაგელია!

ლევან სეფისკვერაძე

17:15 | 17 ივლისი, 2017

ძველი და დაუვიწყარი ამბები

როდესაც 1990 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო მაშინ სულ პატარა ვიყავი და მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სადღაც ოკეანისგაღმა ცხოვროდა ჩემზე ოდნავ მაღალი კაცი სახელად დიეგო მარადონა, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეეძლო და ბურთსა და ფორთოხალს ერთნაერად კენწლიდა. გარდა ამისა ვიცოდი, რომ მარადონას ქვეყნის გვერდით არსებობდა უფრო დიდი ქვეყანა, სადაც ფეხბურთი უყვარდათ მარადონა კი არა.

ლევან სეფისკვერაძე

14:30 | 08 ივლისი, 2017

ცოტნე

გასულ ხუთშაბათს თბილისში კიდევ ერთი საუკეთესი ახალგაზრდა მივაბარეთ მიწას. 15 წლის ცოტნე ცქიტიშვილი თბილისის ზღვასთან ახლოს მდებარე წყალსაქაჩში დაიხრჩო. ცოტნე და მისი მეგობრები იმ საშინელ და დაწყევლილ ადგილზე მხოლოდ საბანაოდ არ იყვნენ მისულები. ეს ბიჭები სპორტის სულ ახალი სახეობით - პარკურით იყვნენ გატაცებულები და იმის გამო, რომ თბილისში ვარჯიშის საშუალებები არც ისე დიდია, თავად ეძებდნენ და პოულობდნენ ადგილებს, სადაც სპორტული ილეთების გაკეთებას შეძლებდნენ. ერთ-ერთი საბედისწერო ასეთი ადგილი თბილისის ზღვის ტერიტორია აღმოჩნდა.

ლევან სეფისკვერაძე

20:30 | 02 ივლისი, 2017

საქართველო თბილისი-ბათუმის  ავტობუსიდან

თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალ ავტობუსში ჯდომა მთელი თავგადასავალია. მით უმეტეს, თუკი ლაპარაკის მოყვარულ ხალხთან მოხვდი და ამ ხალხს ფეხბურთი უყვარს. სულ რომ არ გაინტერესებდეს მწვანე მინდორზე ბურთის გორება - ასეთი ადამიანები ენას მაინც ამოგადგმევინებენ. ხოლო თუ თავად გიჟდები ლაპარაკზე, სხვების მიერ მოცემული სტიმულიც არ გინდა.

ლევან სეფისკვერაძე

11:59 | 25 ივნისი, 2017

რაგბის მსოფლიო თასის ავჭალური მოგონებები

ამ სამი კვირის წინ, თბილისში ჩატარებული რაგბის ახალგაზრდული მსოფლიოს თასის გარშემო არსებულ პრობლემებზე ვისაუბრეთ. არც სტადიონზე შუქის ჩაქრობის სამარცხვინო ფაქტი გამოგვრჩენია და არც ის, რომ მთელმა ტურნირმა ფაქტობრივად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაიარა, რაც რა თქმა უნდა არც მოსაწონია და როგორც ქართველებს – გულიც გვარიანად გვატკინა.

ლევან სეფისკვერაძე

10:58 | 17 ივნისი, 2017

ზაზა ფაჩულიამ საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გაუთქვა!

ეს სათაური შემთხვევით და მხოლოდ ხატოვნებისთვის ნამდვილად არ შემირჩევია. დიახ, გასულ სამშაბათს ჩვენი საკალათბურთო ნაკრების აწ უკვე ლეგენდარულმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ არა მხოლოდ პირადად მოიპოვა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონის წოდება,

ლევან სეფისკვერაძე

15:05 | 11 ივნისი, 2017

საოცარი სპექტაკლი

დღეს ალბათ ძალიან ბანალურად ჟღერს ანტიკურ ეპოქაში გააზრებული ფრაზა: "ყოველ მესამე ადამიანში დიდი სპორტსმენია, ყველაში კი ათლეტი”. ესეც ძალიან მოძველებული უნდა იყოს: “ჩვენ, ქართველები ყველაზე ნიჭიერი ხალხი ვართ და სხვებიც ჩვენ უნდა გვბაძავდნენ”. მაგრამ თანდათან ისეთი საინტერესო და უცნაური ფენომენების გამომჟღავნების მოწმეები ვხდებით, რომ ყოველგვარი ბანალურობა უკანა პლანზე იწევს და არის მომენეტები როცა მეც კი ვეჭვობ _ იქნებ და მართლაც ძალიან მაგარი ხალხი ვართ და სულაც არა არის ეს ყველაფერი ზეპატრიოტიზმით გამსჭვალული ადამიანების მოგონილი-მეთქი.

ლევან სეფისკვერაძე

11:29 | 05 ივნისი, 2017

შუქჩამქრალი მსოფლიო თასი ცარიელი ტრიბუნების თანხლებით

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართული სპორტის ქომაგები ნამდვილად არ არიან განებივრებულნი ჩვენს ქვეყანაში დიდი და მსოფლიო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიებების სიმრავლით და ახალგაზრდებს შორის რაგბის მსოფლიო თასი ნამდვილად დიდი და მნიშვნელივანი გამონათება გახლდათ ამ კუთხით.

ლევან სეფისკვერაძე

20:00 | 28 მაისი, 2017

კარდიფის ფინალამდე სათქმელი

მგონი მთელი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რას იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თქვენც კარგად იცით, რომ ეს ბოლოს 2010 წელს სეუ ჟოზე მოურინიომ მილანის “ინტერთან” ერთად გააკეთა და დღესაც მსჯელობენ - მილანელების წარმატება გუნდის განუმეორებლობის შედეგი იყო თუ მოურინიოს გამჭრიახობის ნაყოფი.

<< პირველი<< წინა2425262728293031323334შემდეგი >>
0.268378