დღესა ერთსა, ოდეს სპორტსმენნი ჩვენნი შემოსილ იქნენ სამოსად ოლიმპიადისად, არათუ სიხარულითა აღვივსეთ, არამედ დარდით დამძიმდა გულნი ჩვენნი. და შვილნი მიწისა ივერთა და კოლხთა, მესხთა და სვანთა, იმერთა და თუშთა და კიდეც სხვაი მრავალნი, კითხვითა დიდითა შევიმოსენით ოლიმპიელთა მათთა მიმართ. გარნა ეს გვინდოდა ჩვენ? გარნა ესაა სახეი დიდებული და წარსული ჩვენი შვენიერი? კაცმან ცრუ რაინდმან და აღვსილმან ფულითა დიდთა, რომელსაცა აგრეგრიგ უყვარს ქუეყანა მომტერნე ჩვენი, ბოროტი და ზიზღიმთესველი, რუსთა მიწად სახელდებული, დღესა ერთსა, აღიღო ხელში საჭრეთელი, ნაჭერი შვენიერ და ჰყო კერვად სამოსისა ოლიმპიელთა ჩვენისადა. ტანსაცმელი იგი იქმნა მარტივად და არცა ფიქრნი და არცნა გონნი არა დასჭირვებიან ქმნასა ტანისამოსსა ესე, რამეთუ სამოსი იგი არს სამოსი მონღოლთა, ოდეს იგინი მოსახლეობდნენ კარვებსა შინა და ქალნი მათნი არრა იყვნენ და არცა დღეს არიან გამომჩენნი წვივთა და კოჭთა ლამაზთა და შვენიერთა.
კაცნი მოყვარულნი სპორტისა მრავლისა, მოყვარულნი ესე ოლიმპიადისად და სიცქვიტისად სპორტულისად იტყვიან: „ქართველნი, რომელნიც არრა ყოფილან იწროებასა და შეჭირვებაში ეგრერიგ, რომ ქალნი მათნი გახდნენ მხევალნი ალაჰისად დამონებულნი და კაცნი მათნი დაემსგავსნონ პრეზიდენტსა ირანისასა, მაშ რატომ ქმნა ხალხმან მათ უცნაურმან სამოსი ესე ტანსა ოლიმპიელთაისა?“ - კითხვა ესე არს დაუჯერებ და უკეთი.
არცა სიტყვითა ბოროტითა, არცა სიტყვითა ოპოზიციურითა და გრძნობითა ცუდისმნახველითა, არცა ჩასაფრებითა და მოკირკიტითა, არამედ სიყვარულითა და კეთილგანწყობთა დიდითა გეტყვით ყოველნი ქომაგნი სპორტსმენთა ჩვენითა, რომ სამოსელი ესე არს სამარცხვინო ფრიადი და ჩაცმა სამოსისა ესე არრა არს კეთილგონიერი სპორტსმენთა ჩვენთა. ხოლო უკეთუ არრა გაქვთ რწმენაი სიტყვისა ჩვეინისა, მაშინ დაიჯერეთ ნათქვამი საგარეჯოელი ავთანდილისა, რომელმაც მრავალნი სიტყვანი იხმარა შესამკობად მომფიქრებლისა საქმისა ესე. და რაი თქვა საგარეჯოელმან ავთანდილმან? ისმინეთ ესე: „მე ავთომან საგარეჯოელმან, მეღვინემამ ძველმან და შვილმან მურთაზისა ასევე მეღვინისამ, შვილიშვილმან ალექსანდრესამ და გენეტიკითა მოჭიდავემან, რომელსაცა მრავალნი ყავს დამარცხებული, ხოლო პაპამან ჩემმან ქმნა მრავალი სასწაული მოგვერდითა და კისრულითა, ვიხილე რა სამოსი ესე ოლიმპიელთა ჩვენისაითა, გულმან ჩემმან დარდითა დიდითა მამძიმა და აზრმან ჩემმან კახურმან მომაწოდა სათქმელი მრავალნი კახურნი და ქართლურნი, იმერულნი და მესხურნი და ყოველნი ესე სათქმელნი არს უხამს და გარდიგარდმო. ამიტომ სათქმელსა ესე ვიტყვი ოდენ მორიდებითა და ჩურჩულითა, ვითარმედ სამოსი ესე სამარცხვინო, შეიმოსეთ ადამიანურად, თორემ ყოველმან მოკეთემან ჩემმან, მეზობელმან, ნათესავმან, ახლობელმან და მოსახლემან სრულიად საქართველოსამან, უკვე თქვა დიაგნოზი ესე: თქვენ ხომ არ აჯანჯღარებთ მომავალსა ჩვენსა?!...“.
ხოლო კაცო რაინდო ლევანიუს დე გადარეულიუს, დუშ მონდომებიუს და კრემლიუს გეტყვით სიტყვასა მართალსა და მრავლსიგან მოსმენილსა. გარნა სხვანი არრა გვყოლია უცნაური და გადარეულნი, გარნა ოდესმე გვაკლდნენ ხალხნი ტყუილმოქმედნი, მაგრამ შენ მაინც სულ სხვაი ხარ და საქმენი შენნი არს შემზარავ ვითარცა მაჯლაჯუნ. სამშობლოი ჩვენი ბეჩავი, არრა არს დასაცინი სხვა ქუეყნებისა და არრა იმსახურებს ქუეყანაი ჩვენი ხითხითსა მრავალთა.
განსდექ ჩვენგან რაინდო! განსდექ და არღარა გიხილოს თვალმან სპორტის მოყვარულთა უკუნისამდე!