| | |
16:31 | 26.04.2015 შენგელიას “ლაბორალ კუჩას” მოულოდნელი მარცხი
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” აუტსაიდერ “ფუენლაბრადას” ესტუმრა და მოულოდნელი მარცხი განიცადა – 83:91.
| |
23:19 | 19.04.2015 შენგელიას 10 ქულა და მე-17 გამარჯვება
თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ბასკები “სარაგოსას” დაუხვდნენ და საპლეიოფო ბრძოლაში ერთ-ერთი უშუალო მეტოქე 73:45 გაანადგურეს.
|
12:46 | 12.04.2015 შენგელია ესპანეთის ჩემპიონატს 11 ქულით დაუბრუნდა
თორნიკე შენგელია, რომელსაც ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა, მოედანს “სევულიასთან” გასვლით მატჩში დაუბრუნდა და მორიგ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
| |
00:54 | 10.04.2015 შენგელია ევროლიგას გამოეთიშა, მარკოიშვილი პლეი-ოფში ითამაშებს
თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” ევროლიგას გამოეთიშა. ბასკურ კლუბს პლეი-ოფში გასვლის შანსი მას შემდეგ მიეცა, რაც “ანადოლუ ეფესმა” “ფენერბაჰჩესთან” სტამბოლური დერბი წააგო, თუმცა, “ლაბორალ კუჩა” მალაგაში ...
|
00:47 | 03.04.2015 შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” “ფენერბაჰჩე” გაანადგურა
თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის ტოპ-16-ში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ბასკურმა კლუბმა ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდ სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” ყველა ...
| |
02:07 | 27.03.2015 შენგელიას 14 ქულა და 6 მოხსნა მილანში
თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის ტოპ-16-ის მორიგ ტურში მილანში “ემპორიო არმანისთან” ითამაშა და მართალია, პირველ ტაიმში 15 ქულის სხვაობით იგებდა, საბოლოოდ, 85:99 დამარცხდა.
|
02:27 | 21.03.2015 “ოლიმპიაკოსი” დამარცხებულია!
თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის ტოპ-16-ში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო. ბასკური კლუბი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ პირეოსის “ოლიმპიაკოსს” დაუხვდა და 74:73 დაამარცხა.
| |
23:49 | 12.03.2015 შენგელიას “ლაბორალ კუჩას” დასანანი მარცხი
თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” ევროლიგის ტოპ-16-ის მორიგ ტურში სტუმრად “ნიჟნი ნოვგოროდს” ლამის პირველიდან ბოლო წუთამდე უგებდა, თუმცა, დასკვნით წამებზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა – 85:89.
|
01:39 | 12.03.2015 შენგელია 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ესპანური საკალათბურთო ლიგის (ACB) სადისციპლინო კომიტეტმა “ლაბორალ კუჩას” ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
| |
10:56 | 08.03.2015 “ლაბორალ კუჩამ” შენგელიას არყოფნაში იმარჯვა
ესპანეთის საკალათბურთო ლიგის (ACB) ხელმძღვანელობამ ქართველ ფორვარდ თორნიკე შენგელიას, რომელმაც ამასწინათ “ბილბაოს” კალათბურთელ დეიან ტოდოროვიჩთან იჩხუბა, დროებით თამაში აუკრძალა (ინციდენტის საბოლოო გამოძიებამდე), ...
|