თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ბასკები “სარაგოსას” დაუხვდნენ და საპლეიოფო ბრძოლაში ერთ-ერთი უშუალო მეტოქე 73:45 გაანადგურეს.
თოკო მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 24:11 წუთი დაჰყო და 10 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. შენგელიამ 8-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 23-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. “ლაბორალ კუჩამ” 17 მოგება და 12 მარცხი მოაგროვა და “ვალენსიასთან” ერთად, მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებენ. 26 აპრილს, ბასკური კლუბი მადრიდში “ფუენლაბრადას” ესტუმრება.