კალათბურთი

16:31 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას “ლაბორალ კუჩას” მოულოდნელი მარცხი

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” აუტსაიდერ “ფუენლაბრადას” ესტუმრა და მოულოდნელი მარცხი განიცადა – 83:91.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 31 წუთი დაჰყო და 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. თორნიკემ 11-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ლაბორალ კუჩამ” 17 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და მე-6 ადგილზე იმყოფება და საპლეიოფო 8 გუნდს შორის გასვლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

0.122034