11:36 | 12 სექტემბერი, 2013
არამკითხეთა დიქტატურამას შემდეგ, რაც ერში ჩაბუდებული არამკითხეების საერთო მოთხოვნითა და სურვილით, საქართველოში ფეხბურთის თამაში აიკრძალა და ფეხბურთის ხსენებისათვის დიდი ჯარიმები დაწესდა, ფეხბურთის მოყვარულმა ფანატიკოსებმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლეს. პოლიციელები ლამის ყოველდღე აპატიმრებდნენ ადამიანებს, რომლებიც ფეხბურთის ბუცებს, ბურთებსა და სხვადასხვა საფეხბურთო ამუნიციას მალავდნენ. ასევე კანონგარეშედ გამოცხადდა საფეხბურთო მწვრთნელის პროფესიაც და მწვრთნელებს წინადადება მიეცათ, რომ სხვა სფეროში ეცადათ ბედი.
10:54 | 05 სექტემბერი, 2013
11 რჩევა დამწყები ფეხბურთელებისათვისთუკი შენმა ხვეწნა-მუდარამ შედეგი გამოიღო და მშობლებმა მაინცა და მაინც ფეხბურთზე მიგიყვანეს (ამ დროს მშობლებს შესაძლებელია შენი მიყვანა რაგბიზე, კალათბურთზე ან სხვა სახეობაზე უფრო სურდათ) განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ იმ გუნდის სახელსა და ავტორიტეტს, სადაც უნდა ითამაშო. საქართველოში მუდმივად ძლიერი გუნდები არ არსებობს და ერთ დროს ძლიერი გუნდები მეორე წელს შესაძლებელია აუტსაიდერები გახდნენ. მწვრთნელს რასაკვირველია ყველაფერი უნდა დაუჯერო. მისგან დასჯაც უნდა აიტანო და შექებაც უნდა გაგიხარდეს. მაგრამ, თუკი მწვრთნელი დაიტრაბახებს და იტყვის, რომ თავის დროზე ნორჩ “ბარსელონას” ანდა რაიმე მსგავს დიდ კლუბს წვრთნიდა - ეს ტყუილი არ უნდა აპატიო და მსწრაფლივ ჩაეკითხე, თორემ მერე გულს გააწყალებს და ამ ტყუილზე უამარავ დიდ ტყუილს დააშენებს.
11:19 | 01 სექტემბერი, 2013
მინი სპექტაკლი ერთ მოქმედებადმოქმედი პირნი: თემურ ქეცბაია, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მეხაშე ავთო, ავჭალელი ქომაგი რევაზ ძოძუაშვილი, ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი მოქმედება ვითარდება ავჭალის სახაშეში. დილაა, თემური და რევაზი მაგიდას მისხდომიან და პურჩაყრილ მათლაფებში ხაშს ჭამენ. თემურ ქეცბაია: მოდი ჩემო რეზო, ამით ჩვენს შერიგებას გაუმარჯოს. მართალია, ფეხბურთს სტადიონები როცა წაართვეს, მაშინ შეყუჟულები იყავით საცხა, მაგრამ მაშინ მეც ცოტა მეტი მომივიდა. უფროსი კაცი ხარ და არ უნდა მეთქვა ისინი რაც ვთქვი.
13:29 | 29 აგვისტო, 2013
რამდენიმე რჩევა შვილის სტადიონზე წაყვანის მსურველთათვისუპირველეს ყოვლისა, მოდით შევთანხმდეთ, რომ, თუ საქართველოში ცხოვრობ და ფეხბურთი გიყვარს, სანამ ჩევნს ფეხბურთს საშველი დაადგება, წინასწარ უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ სტადიონზე შვილის წაყვანა დიდად სარისკო ამბავია. მაგრამ, რაკიღა ფეხბურთი გიყვარს, ე.ი. ცოტა ფანატიკოსიც იქნები და ფანატიკოს კაცს, მოდით, ნუ მოვთხოვთ ყველაფრის ლოგიკურად და გამართულად ახსნა-ჩამოწიკწიკებას. სანამ შვილს სტადიონზე მიიყვანდეთ და ჩვენი გუნდების უცხოურ კლუბებთან თუ ნაკრებებთან შეხვედრას აყურებინებდეთ, ჯერ საჭიროა, ბავშვის მორალურ-ფსიქოლოგიური დამუშავება. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ მარცხი, ფეხბურთისა და ზოგადად ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომ ქართულ ფეხბურთს უამრავი პრობლემა და სატკივარი სჭირს, რომ ესენი ჩვენი გუნები არიან და მაინც უნდა გვიყვარდეს და მისთანანი...
13:37 | 25 აგვისტო, 2013
გაუმარჯოს “დინამოს” ჭეშმარიტ ქომაგებს!ამის შემდეგ აღარავინ თქვას, ქართულ ფეხბურთს რაც სჭირს, სულ ქომაგობის არცოდნისა და ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმის ბრალიაო. “დინამო”-“ტოტენჰემის” მატჩზე თბილისური გუნდის ფან-კლუბის უკან მომიწია ტრიბუნაზე ჯდომა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოვიხიბლე ამ ბიჭების უდიდესი ჟინით, მონდომებითა და საყვარელი კლუბის ერთგულებით.
10:41 | 22 აგვისტო, 2013
კითხვა-პასუხიკითხვა: იცის თუ არა მსოფლიოს მაცხოვრებელთა თუნდაც 15-მა პროცენტმა სად არის ქალაქის ყარაგანდა? პასუხი: ყარაგანდა კი არა, შეიძლება ყაზახეთიც კი არ იცოდნენ სადაა. სამაგიეროდ უკვე იციან საფეხბურთო კლუბ “შახტიორის” არსებობა.
10:43 | 18 აგვისტო, 2013
შეცდომა, როგორც ცხოვრების წესიმსოფლიოს ჩემპიონატის ჩასატარებლად რთულია დაასახელო ბრაზილიაზე კარგი ქვეყნის კანდიდატურა. ბრაზილია ხომ ის ქვეყანაა, სადაც ფეხბურთი ცხოვრების წესადაა ქცეული და სადაც მსოფლიოს ჩემპიონატი შესაძლებელია საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცეს. ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთ წელზე ცოტა დროა დარჩენილი და რაც უფრო ახლოვდება დიდი საფეხბურთო ციებ-ცხელება, მით უფრო მეტად გვიჭირს წინ, ანუ შედარებით უფრო შორეულ მომავალში გადახედვა. არადა, მომავალში გადახედვის მიზეზები ფეხბურთის გულშემატკივრებს მართლაც რომ ბევრი გვაქვს. ეს უპირველესად ეხება 2018 წელს, როდესაც მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი რუსეთში უნდა გაიმართოს.
16:09 | 15 აგვისტო, 2013
გელაძალიან რთულია წერო ადამიანზე, რომელიც უკვე აღარ არის ჩვენს შორის და წერო ისე, თითქოს მასთან დაკავშირებული ამბები გუშინ მომხდარიყოს. კიდევ უფრო რთულია წერო კაცზე, რომელთანაც ბავშვობის მრავალი წელი და მოგონება გაკავშირებს. გელა ბანძელაძე - უზომოდ ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, ამ სამაშაბათს მიაბარეს მიწას. გელა იყო ადამიანი, რომელსაც მრავალი რამ აინტერესებდა და უყვარდა - ფილოსოფიით დაწყებული და ისტორიით დამთავრებული. მაგრამ, რაკი ეს ჩვენი ბლოგ-სვეტი სპორტული შინაარსისაა, გელასთან დაკავშირებული ფეხბურთის ამბები მინდა გიამბოთ.
10:53 | 11 აგვისტო, 2013
ფეხბურთელები და წიგნის გმირებიფეხბურთელებისა და მწვრთნელების ლიტერატურულ გმირებად წარმოჩენა ჩვენი მოგონილი ამბავი ნამდვილად არაა. ყველას გვახსოვს ვინც არიან ფეხბურთელები მეტსახელად: “ჰალკი”, “პიტერ პენი”. “რობინ ჰუდი” და სხვა... თუმცა, იმის გამო, რომ ქართული მწერლობა, ისევე როგორც მთლიანად ჩვენი ქვეყანა, ასწლეულების განმავლობაში დანარჩენ სამყაროსგან იზოლაციაში იყო, ბუნებრივია პლანეტის უდიდეს ნაწილში არათუ ჩვენი მწერლობის, არამედ ქართველთა სახსენებელიც კი არ იყო. ჰოდა, წესით ნამეტანი საინტერესო უნდა იყოს ქართული ლიტერატურის გმირებისა და თანამედროვე ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ერთგვარი შეთანასწორება...
11:10 | 08 აგვისტო, 2013
ისტორიის დაბადებაახლა ტელევიზორებსა და კომპიუტერებს მიმსხდრებს რომ გიყურებთ, სულ ძველი დრო მახსენდება. სად იყო მაშინ იმის შესაძლებლობა, რომ სავარძელში მოკალათებულიყავი და მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან გადმოცემული საფეხბურთო რეპორტაჟისთვის გეცქირა. ფეხბურთის ცქერა თუ გინდოდა, სტადიონზე უნდა წასულიყავი. ცოტა ფულიც თუ გქონდა, სხვა ქალაქშიც წაყვებოდი შენს გუნდს და ეს იყო. ხანდახან მინდა ხოლმე, რომ მეც თქვენს გვერდით დავჯდე კომპიუტერის წინ და მეც თქვენსავით ვუყურო თამაშებს მთელი მსოფლიოდან, მაგრამ გული რაღაცნაირად არ მიშვებს. ვერ შევეჩვიე ასეთ რამეებს და რა ვქნა...
11:46 | 04 აგვისტო, 2013
მე ბურთი მქვიამე ბურთი მქვია. ზუსტად არავინ იცის, პირველად სად მომამრგვალეს და სად ამომარტყეს ჭიტლაყი. ხან რომაელ ლეგიონერთა ფეხქვეშ ვგორავდი და ხან ხალათმოსხმული ჩინელები დამატარებდნენ წაღმა-უკუღმა. მერე ბრიტთა მიწაზე კოპლები გამიკეთეს და მეზღვაურებისა და მეშახტეების მთავარი გასართობი ვიყავი. ბრიტანელებმავე მომცეს სრულყოფილი ფორმა და მათვე შემიყვარეს როგორც ძმა და მოკეთე.