| | |
10:17 | 11.12.2022 სანდრო ბაზაძე ორლეანის გრან პრის ვერცხლის მედალოსანია
ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ კარიერაში პირველად, გრან პრიზე ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა. სანდრომ ამის გაკეთება ორლეანში, GRAND PRIX NUOMA 2022-ზე შეძლო.
| |
00:27 | 11.12.2022 ოდერმატი ვალ დიზერის გიგანტურ სლალომში დაუმარცხებელია
შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა საფრანგეთის ვალ დ’იზერში, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის გიგანტური სლალომის რბოლა მოიგო. მან წამზე მეტით აჯობა მეორეზე გასულ ავსტრიელ მანუელ ფელერს.
|
23:33 | 10.12.2022 იტალიელმა ბასინომ სესტრიერეში გიგანტური სლალომი მოიგო
იტალიის სესტრიერეში ქალ სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის გიგანტური სლალომის რბოლა გაიმართა, რომელიც იტალიელი მარტა ბასინოს გამარჯვებით დასრულდა. მან დაძაბულ პაექრობაში აჯობა შვედ სარა ექტორს.
| |
20:34 | 10.12.2022 ემანუელ მაკრონი რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე გამოსვლის წინააღმდეგი არაა
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მზადაა, რომ რუს სპორტსმენებს, რომლებიც სპორტული შეჯიბრებებიდან მოკვეთილნი არიან, პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება მისცეს.
|
15:58 | 10.12.2022 საბა ბუთხუზი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია (+VIDEO)
ინდონეზიაში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა უშუისტი - საბა ბუთხუზი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
| |
12:05 | 10.12.2022 Georgia Dragons სენიორთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
დუბაიში გუშინ დაწყებულ ღია ფორმატის ევროპის თასზე დრაკონის ნავებით ასპარეზობაში, ქართულმა გუნდმა, Georgia Dragons-მა 200 მ დისტანციაზე სენიორთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
|
01:27 | 10.12.2022 როჭოს წონის დაუმარცხებელი ჩემპიონი რუსეთის ავანესიანს შეხვდება
ამერიკელი დაუმარცხებელი მოკრივე, WBO-ის (კრივის მსოფლიო ორგანიზაცია) როჭოს წონის (67 კგ) ჩემპიონი ტერენს კრაუფორდი, თავისი ტიტულის დასაცავად შაბათს მშობლიურ ომაჰაში (შტატი ნებრასკა) რუსეთის დავიდ ავანესიანს ...
| |
01:40 | 09.12.2022 გიორბელიძის მე-9 ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე B ჯგუფში
ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 67 კგ. წონითი კატეგორიის B ჯგუფის შეჯიბრი გაიმართა, სადაც ატაცში გურამ გიორბელიძემ 125/ 129 კილოგრამი დაძლია და მე-7 ადგილზე გავიდა.
|
20:39 | 08.12.2022 სეოკ-ში წიგნის - ,, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები" პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა წიგნის - ,, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები" პრეზენტაცია.
| |
03:41 | 08.12.2022 შოთა მიშველიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის გარეშე დარჩა
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა ძალოსნობაში, რომელზეც პარიზის 2024 წლის სალიცენზიო ქულებისთვის ბრძოლა დაიწყო.
|