სხვა

20:34 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ემანუელ მაკრონი რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე გამოსვლის წინააღმდეგი არაა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მზადაა, რომ რუს სპორტსმენებს, რომლებიც სპორტული შეჯიბრებებიდან მოკვეთილნი არიან, პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება მისცეს.



მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური სახეობების წარმომადგენლებს რუსი და ბელარუსი სპორტსმენების არ დაშვების რეკომენდაცია შესთავაზა. როგორც ჩანს, ოლიმპიურმა კომიტეტმა ამჯერად სანქციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო და ამ ქმედებას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც ემხრობა:

,,სპორტი არ უნდა გავაპოლიტიზიროთ. ასეთი დიდი ტურნირები, როგორიც ოლიმპიადაა, უფლებას აძლევს ყველა ქვეყნის ათლეტებს, ხანდახან ომში მყოფებსაც, რომ თავიანთ ცხოვრებაში სპორტსაც გამოუყონ ადგილი." - განაცხადა ემანუელ მაკრონმა

პარიზი ზაფხულის ოლიმპიადას 2024 წელს, ზუსტად ქვეყანაში პირველი ოლიმპიადის ჩატარებიდან საუკუნის თავზე უმასპინძლებს. 2020 წელს ტოკიოში რუსი სპორტსმენები რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით იღებდნენ მონაწილეობას და დროშის და ჰიმნის გამოყენება არ შეეძლოთ.

0.120956