სხვა

1:27 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

როჭოს წონის დაუმარცხებელი ჩემპიონი რუსეთის ავანესიანს შეხვდება

ამერიკელი დაუმარცხებელი მოკრივე, WBO-ის (კრივის მსოფლიო ორგანიზაცია) როჭოს წონის (67 კგ) ჩემპიონი ტერენს კრაუფორდი, თავისი ტიტულის დასაცავად შაბათს მშობლიურ ომაჰაში (შტატი ნებრასკა) რუსეთის დავიდ ავანესიანს დაუპირისპირდება.

35 წლის კრაუფორდი ქვე როჭოს წონაში (63.5 კგ) ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონია. მას პროფესიონალურ რინგზე 38 ბრძოლა აქვს გამართული და ყველა მოგებით დაასრულა. მათგან 29 ნოკაუტით. ავანესიანი ევროპის მოქმედი ჩემპიონია როჭოს წონაში. მას 29 მოგება (17 ნოკაუტით) და 3 წაგება აქვს.

„ჩემი მიზანი ისაა, რომ მსოფლიოს შევახსენო - პლანეტაზე საუკეთესო მებრძოლი ვარ“, - ამბობს კრაუფორდი, ვინც თავის ტიტულს მეექვსედ დაიცავს. მან ტიტული 2018 წელს, ავსტრალიელი ჯეფ ჰორნის ნოკაუტით (მეცხრე რაუნდში) დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ბოლო ბრძოლა კი შარშან ნოემბერში, ამერიკელ შონ პორტერთან გამართა, ვინც მე-10 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

ავანესიანს თავისი ბოლო ექვსი ბრძოლა მოგებული აქვს (2019 წლის შემდეგ). ბოლოს ფინელ ოსკარი მეტცს შეხვდა და პირველივე რაუნდში დაამარცხა.

„ეს დიდი ბრძოლაა. ყველა ტერენსზე ლაპარაკობს. მე აქ უბრალოდ მოსაგებად არ გამოვალ. მე მსოფლიოს შოკში ჩავაგდებ“, - იქადნის ავანესიანი.

მოგების შემთხვევაში, კრაუფორდს როჭოს წონში ყველა პრესტიჟული ტიტულის გაერთიანების შანსი მიეცემა. ამისთვის კი ამერიკელი ეროლ სპენს უმცროსის დამარცხება მოუწევს, რაც იოლი არ იქნება.

0.121191