ევროპული ორგანიზაციის OKTAGON MMA-ს უმსუბუქეს წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს. ბენო ადამიამ ბრიტანელ მოქმედ ჩემპიონ სემ კრისს მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით აჯობა. ქართველმა მებრძოლმა აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით ზედიზედ მესამე ბრძოლა მოიგო და საჩემპიონო ქამარსაც დაეუფლა.
ასევე ქართველის გამარჯვებით დასრულდა იკო სამსონიძისა და ედგარ დელგადო ხიმენესის დაპირისპირება. სამსონიძემ მეტოქე მძიმე ბრძოლაში, მესამე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. მან ამ გამარჯვებით OKTAGON MMA-ის ქვემსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლა გაინაღდა.