| | |
02:44 | 18.12.2014 შერმადინის “კანტუმ” მე-2 ეტაპზე მარცხის მიუხედავად გააღწია
გიორგი შერმადინის “კანტუმ” ევროთასის საწყისი ეტაპის დასკვნით მე-10 ტურში ბელგიაში “ტელენეტ ოსტენდესთან” 77:83 წააგო, თუმცა, B ჯგუფში მე-4 ადგილი შეინარჩუნა და მე-2 ჯგუფურ რაუნდში მაინც გადავიდა.
| |
00:34 | 15.12.2014 შერმადინმა 12 ქულა მოაგროვა, პულენი საუკეთესოა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურში გიორგი შერმადინის “კანტუ” “უპეა კაპო დ’ორლანდოს” ესტუმრა და 71:79 წააგო, ქართველი ცენტრი კი გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და კარგადაც ითამაშა.
|
02:43 | 11.12.2014 შერმადინის სასტარტო და საჯარიმოები
გიორგი შერმადინის “ფოქსთაუნ კანთუმ” ევროთასზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. იტალიურმა კლუბმა ფრანგულ “დიჟონს” უმასპინძლა და მეტოქე 89:63 გაანადგურა.
| |
02:34 | 08.12.2014 შერმადინის “კანტუმ” 13-ქულიანი უპირატესობა გაანიავა
იტალიის ჩემპიონატის მე-9 ტურში გიორგი შერმადინის “კანტუ” “პისტოიას” დაუხვდა და მართალია, პირველი ტაიმის შემდეგ 13 ქულით იგებდა, საბოლოოდ კი, ოვერტაიმში 76:80 დამარცხდა.
|
01:36 | 04.12.2014 შერმადინის უშეცდომო მატჩი
გიორგი შერმადინის “ფოქსთაუნ კანტუმ” ევროთასის მე-8 ტურში ფრანგული “ვილერბანი” მიიღო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება (79:69) იზეიმა, ქართველმა ცენტრმა კი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი დაიდო.
| |
14:43 | 30.11.2014 შერმადინის ცამეტმა ქულამ კანტუელები მარცხისგან ვერ იხსნა
საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ნელ-ნელა ძველ ფორმას იბრუნებს. იტალიური კანტუში დაბრუნების კვალად, ქართველმა კალათბურთელმა საუკეთესო თამაში “ენელ ბრინდისისთან” ჩაატარა.
|
01:07 | 26.11.2014 შერმადინის “კანტუმ” ბოლო წამზე იმარჯვა
გიორგი შერმადინის “კანტუმ” ევროთასის მორიგ ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა და მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი გაიუმჯობესა.
| |
14:22 | 23.11.2014 შერმადინი იტალიის ჩემპიონატს 11 ქულით დაუბრუნდა
ქართველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ტრავმის მოშუშების შემდეგ, იტალიის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა და “კანტუს” გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
|
01:30 | 20.11.2014 შერმადინის პირველი მატჩი “კანტუში”
იტალიურ “კანტუში” დაბრუნების შემდეგ, პირველი მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა. ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროთასის ეგიდით ესპანურ “გრან კანარიას” დაუხვდა და 63:80 დამარცხდა.
| |
01:51 | 18.11.2014 შერმადინის დებიუტი ოთხშაბათს შედგება
ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელიც მცირე ხნის წინ იტალიურ “კანტუს” დაუბრუნდა, უკვე კლუბთან ერთადაა და ჩემპიონატის გასულ ტურში, კანტუელთა მატჩსაც დაესწრო.
|