კალათბურთი

14:43 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის ცამეტმა ქულამ კანტუელები მარცხისგან ვერ იხსნა

საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ნელ-ნელა ძველ ფორმას იბრუნებს. იტალიური კანტუში დაბრუნების კვალად, ქართველმა კალათბურთელმა საუკეთესო თამაში “ენელ ბრინდისისთან” ჩაატარა.

სერია ა-ს მე-8 ტურში კანტუელები 63:73 დამარცხდნენ, შერმადინმა კი 23 წუთში 13 ქულა და 7 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) მოაგროვა.

შერმადინმა 8-დან 5 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

კანტუელებს 4 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდათ და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე მე-8 ადგილზე იმყოფებიან. გიორგის კლუბი იტალიის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს “პისტოიას” წინააღმდეგ ჩაატარებს, 3-ში კი, ევროთასის ეგიდით ფრანგულ “ვილერბანს” დაუხვდება.

0.116212