19:25 | 29.12.2020 თორნიკე შენგელია VTB ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში
მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელია VTB ლიგის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველ მძიმე ფორვარდს ყაზანის „უნიქსთან“ (83:76) შესანიშნავი თამაში ჰქონდა და მატჩის MVP გახდა.
| |
19:28 | 26.12.2020 თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული VTB ლიგაში
VTB ლიგის მორიგ ტურში მოსკოვის ცსკა ყაზანის „უნიქსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 83:76 დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც მოსკოველებმა 6 ქულით მოიგეს და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმეს. ...
|
19:28 | 22.11.2020 შენგელიას 4 ქულა და ცსკა-ს გამარჯვება VTB ლიგაში
VTB ლიგის მეშვიდე ტურში მოსკოვის ცსკა პერმში, „პარმას“ ესტუმრა და ძალიან ადვილად, 95:61 მოიგო. არმიელები მთელი თამაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულად იმარჯვეს.
| |
23:25 | 09.11.2020 შენგელიას 10 ქულა და ცსკა-ს მარცხი VTB ლიგაში
მოსკოვის ცსკა VTB ლიგის მეექვსე ტურში „ხიმკის“ დაუპირისპირდა და 78:86 წააგო. შეხვედრა ძირითადად გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, გადამწყვეტ მომენტში სტუმრებმა მასპინძლებს ვერაფერი დაუპირისპირეს. ...
|