მოსკოვის ცსკა VTB ლიგის მეექვსე ტურში „ხიმკის“ დაუპირისპირდა და 78:86 წააგო. შეხვედრა ძირითადად გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, გადამწყვეტ მომენტში სტუმრებმა მასპინძლებს ვერაფერი დაუპირისპირეს.
მეოთხე პერიოდი ცსკა-მ 23:30 დათმო, რამაც საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 25:28 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 4-ჯერ სამქულიანის წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა. შედეგად, შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 9-ს გაუტოლდა.
ცსკა-ს VTB ლიგაში 4 მოგებით და 2 წაგებით მხოლოდ მეექვსე პოზიცია უკავია. მომდევნო ტურში კი მოსკოველები 22 ნოემბერს, პერმში, „პარმას“ ესტუმრებიან.