VTB ლიგის მეოთხე ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა „ავტოდორს“ დაუპირისპირდა და ძალიან ადვილად, 100:66 იმარჯვა. ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ მოსკოველები უდიდესი უპირატესობას ფლობდნენ.
შენგელიამ პარკეტზე 18:43 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9-ს გაუტოლდა.
ცსკა-ს VTB ლიგაში ოთხი ტურის თავზე სამი მოგების წილ 1 წაგება აქვს და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 19 ოქტომბერს, ლიდერ „ზენიტს“ უმასპინძლებს.