ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

15:00 | 09 ივნისი, 2019

ფეხბურთი და ლუდის ბოკლების წკრიალი

გასულ პარასკევს საქართველოსა და გიბრალტარის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩის შემდეგ, წერეთლის გამზირის მიმდებარე რესტორან-დუქნები პირთამდე გადაძეძგილი როს ვიხილე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ევროპელ ქომაგთა დარად, ქართველებსაც უკვე ჩვევაში აქვთ სპორტული გამარჯვებების მოლხენით აღნიშვნა და ლუდი ამ კუთხით ათწლეულების მანძილზე შეუცვლელი სასმელია.

ლევან სეფისკვერაძე

11:17 | 02 ივნისი, 2019

ჩვენი თბილისური ოცნება

ევროპის ორი მთავარი საფეხბურთო საკლუბო ტურნირის ფინალში ოთხი ინგლისური კლუბი გავიდა. ეს თავისთავად დიდი მიღწევაა, მაგრამ როდესაც გავიაზრებთ იმასაც, რომ ამ ოთხი გუნდიდან სამი მათგანი ერთ ქალაქს - ლონდონს წარმოადგენს, მივხვდებით თუ რაოდენ დიდი ფასი და მნიშვნელობა აქვს ერთი ქალაქის დერბებს და სულ სხვა ხიბლია, როცა ეს დერბები ევროპული თასების ფინალის ეგიდით იმართება.

ლევან სეფისკვერაძე

08:25 | 26 მაისი, 2019

თავისუფლება შეუფასებელია!

ალბათ არაფერია თავისუფლებაზე ამაღლებული და ფასეული. როგორც არ უნდა მოვინდომოთ და ვისიტყვაუხვოთ, მაინც ვერ ვიტყვით სამ მნიშვნელოვან სიტყვაზე მეტსა და ტევადს - “დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს! ეს გახლავთ მარადიული და უცვეთი სიტყვები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში ჩურჩულით ითქმებოდა.

10:28 | 19 მაისი, 2019

რა გვეზეიმება?

თბილისის “დინამოს“ მიერ თასების თასის მოპოვებიდან უკვე 38 წელი გავიდა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსები და საფეხბურთო საზოგადოება კვლავ ძველებურად აღნიშნავს 13 მაისს.

ლევან სეფისკვერაძე

20:15 | 12 მაისი, 2019

უეფას ნოვაციები ბეჩავთათვის

წელიწადი ისე არ გავა, უეფამ საზოგადოების წინაშე ახალი უცნაური იდეა რომ არ წამოაყენოს და შემდეგ უკვე მიდის ამ ეპატაჟური იდეების განსჯა და განხილვა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მას შემდეგ მოძლიერდა, რაც ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში კორუფციული სკანდალები ჩაცხრა და ახალი მენეჯმენტი დღენიადაგ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ ნოვაციების მოფიქრებითა და ევროფეხბურთის პროგრესის გზაზე შეყენებითაა დაკავებული.

ლევან სეფისკვერაძე

16:52 | 05 მაისი, 2019

დიდი ოთხეული

ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალში ამბები იმდენად უცნაურად წაეწყობოდა, რომ უპირობო ფავორიტის - კატალონიის “ბარსელონას“ გარდა, “ტოტენჰემი“, “აიაქსი“და შარშანდელი ფინალისტი “ლივერპული“ გავიდოდნენ.

ლევან სეფისკვერაძე

12:45 | 21 აპრილი, 2019

ყირიმული კლუბების მძიმე აწმყო და მომავალი

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და ყირიმის ნახევარკუნძული პირდაპირ მიიერთა, საფეხბურთო საზოგადოებაში დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ რა ბედი ელოდათ ცნობილ საფეხბურთო კლუბებს - სიმფეროპოლის “ტავრიასა“ და სევასტოპოლის “სევასტოპოლს“. ამ საკითხზე ჩვენს პორტალზეც არაერთხელ დაიწერა და ეს პრობლემური საკითხი პირდაპირ ებმის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საფეხბურთო კლუბების პრობლემას და როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, აქაც საქართველოში არსებული ვითარება უკრაინის იდენტურია.

ლევან სეფისკვერაძე

18:40 | 14 აპრილი, 2019

გეგეშიძის დილემა

არა აქვს მნიშვნელობა სპორტი და სახელდობრ ჭიდაობა გიყვარს თუ არა. მთავარია გქონდეს უსამართლობისა და სამართლიანობის თუნდაც მცირეოდენი შეგრძნება და სულ ადვილად მიხვდები, რომ ის რაც მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის თავს ხდება არის დიდი შეთქმულების ნაწილი, რომელიც შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენის კარიერის ნაადრევად დამთავრებით დასრულდეს.

ლევან სეფისკვერაძე

14:33 | 07 აპრილი, 2019

არგენტინელი შეშლილი ფანის ამბავი

როგორც .. ერთი მწერალი წერდა - არგენტინა ის ქვეყანაა, სადაც გაოცება დიდი ხნის წინ დაივიწყეს და იქ უცნაური სწორედ ისაა, როდესაც უცნაურობა არ ხდება. თუმცა, რაც გასულ კვირას ბუენოს აირესში მოხდა, არგენტინის უცნაურობათა მრავალწლიან ისტორიასაც კი გვარიანად სცილდება და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭეშმარიტ სიგიჟეში გადადის.

ლევან სეფისკვერაძე

20:19 | 31 მარტი, 2019

რა მოხდება საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს...

ალბათ ყველას ძალიან გვიჭირს იმის წარმოდგენა თუ რა მოხდება საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს. ასეთ დროს მხოლოდ ფანტაზიის მოხმობით თუ გავალთ ფონს და ისიც იმ შემთხვევაში, საამისო განწყობა თუ გვექნება. არადა, ეს ის ოცნებაა, რომელსაც ყველა ჩვენებური ქომაგი აგერ უკვე ორ ათწლეულზე მეტია გულით დატარებს.

ლევან სეფისკვერაძე

20:43 | 24 მარტი, 2019

აზიური ფეხბურთის პარადოქსი

მიუხედავად იმისა, რომ აზია სპორტის მრავალი სახეობის სამშობლოა, ფეხბურთი აზიის ქვეყნებში საკმაოდ გვიან შევიდა (თუმცა არსეობს ლეგენდა იმაზე, რომ ფეხბურთი საერთოდ ძველ ჩინეთში შეიქმნა) და განვითარების კუთხითაც მიუხედავად გაცემული ავანსებისა, ხარისხობრივად ნამდვილად არაა რასაც აზიური ფეხბურთის მესვეურები ისურვებდნენ ან ვთქვათ 30 წლის წინ წარმოიდგენდნენ.

<< პირველი<< წინა1415161718192021222324შემდეგი >>
0.4226