ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

11:49 | 01 სექტემბერი, 2019

კორუფცია სპორტში და ქვეყანაში

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ქართულ სპორტში და განსაკუთრებით კი ქართულ ფეხბურთში კორუფციის პრობლემაზე. ამ სენის დასაძლევად ათასგვარი პროგრამა თუ დებულება იქმნება. თუმცა ძალიან ცოტა ვინმემ თუ ისიც, ჩვენს ქვეყანაში კორუფცია საიდან იღებს სათავეს და რამ შეუწყო ხელი ჩვენს ქვეყანაში და სპორტში კორუფციული აზროვნების ჩამოყალიბებას.

ლევან სეფისკვერაძე

19:24 | 18 აგვისტო, 2019

დიდი სირცხვილის ოთხშაბათი

არავის გვსიამოვნებს ქართული კლუბების დამარცხების შემდეგ წერა. ან რატომ უნდა გვსიამოვნებდეს, რომდესაც დაღმასვლა ასეთი თვალშისაცემია და ამის იქით მხოლოდ უიმედობა იწყება. გასული ოთხშაბათი დიდი სირცხვილის დღე იყო. ჩვენ წავაგეთ. წავაგეთ ერევნის “არარატ არმენიასთან“. წავაგეთ საკუთარ კედლებში და ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ვიფიქროთ, რატომ და ვისი თუ რისი მიზეზით ვართ ტუჩების კვნეტის ხასიათზე.

ლევან სეფისკვერაძე

18:15 | 11 აგვისტო, 2019

რუსული პრობლემები

ნამდვილად არ ვიცი რა არის ზუსტი მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ საფეხბურთო ევროპაში რუსული “თოფი“ ძველებურად ვეღარ ქუხს და ნეიტრალურ კაცს (არადა, როგორ გინდა რუსებთან ნეიტრალური იყო?...) ამით ბევრი არც არაფერი დაუკარგავს. ქართველები რომ ვართ და რუსული კლუბები რომ არ გვეპიტნავება, ამის დამალვას არც აზრი აქვს და არც ამის საჭიროებაა, მაგრამ როდესაც საფეხბურთო სამყაროში ისედაც უამრავი საეჭვო მოვლენა ხდება, განა ასეთი “საკბილოს” ხელიდან გაშვება იქნება?

ლევან სეფისკვერაძე

17:45 | 04 აგვისტო, 2019

ფული, პოლიტიკა და საფეხბურთო კლუბების პრეზიდენტების ახალი კასტა

საფეხბურთო იდეალისტები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ფეხბურთი ბიზნესად იქცა, სპორტულ მხარეს ეკონომიკური ფაქტორები ჩაენაცვლა და ასეთი მიდგომები გულშემატკივრისათვის მიუღებელია, მაგრამ ერთია მოთქმა-გოდება და მეორეა რეალობა, რომლისაგან გაქცევა უბრალიდ არასწორი იქნება.

ლევან სეფისკვერაძე

13:15 | 28 ივლისი, 2019

“დინამო–“ფეინოორდი“ – ისტორია განმეორდება?

ქართული კლუბებისთვის წლევანდელი ევროტურნირები ტრადიციულად დაიწყო, “ტრადიციულადო“ ვამბობ იმიტომ, რომ უკვე წლებია ქართული კლუბები ევროპის ყველაზე ბეჩავ კლუბებს ასე თუ ისე, წვალებითა თუ ოფლისდენით ამარცხებენ, ხანდახან ფლეო–ოფებამდეც კი აღწევენ, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ისე ხდება “როგორც უნდა იყოს“. ანუ, ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები კვლავ ქართული კლუბების გარეშე კომპლექტდება.

ლევან სეფისკვერაძე

17:25 | 21 ივლისი, 2019

სპორტი და ცრურწმენები

სპორტის მოჰყვარულ ხალხს ხშირად გვინახავს სხვადასხვა ასპარეზობის დაწყებისას ან მიმდინარეობის დროს მწვრთნელები და ფეხბურთელები როგორ მიმართავენ ათასგვარ ცრურწმენით “რიტუალს“ და ბევრს სჯერა, რომ თუკი მატჩის წინ თავს მუხლებში ჩარგავს, სამჯერ შემობზრიალდება ან ტაშს ზურგსუკან დაუკრავს, ეს დღე მისი გამარჯვებით დასრულდება.

ლევან სეფისკვერაძე

15:15 | 14 ივლისი, 2019

დომინო, ნარდი და თბილისური ზაფხულის ხიბლი

ახლა ზაფხულია და თბილისურ ეზოებში კვლავინდებურად ისმის დომინოს ჭახუნისა და ნარდის კამათლის გორების ხმა. დომინოს თამაშის ტრადიციამ მასიური სახე თბილისში 20-ე საუკუნის ოციანი წლებიდან მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში ადრეც იცოდნენ საქართველოში და ე.წ. მაღალი წრის საზოგადოების საყვარელ თამაშადაც ითვლებოდა. დღეს, თბილისში, დომინოს ყველაზე სტაჟიან მოთამაშეებს წააწყდებით. მიუხედავად ამ ხალხის მხრცოვანი ასაკისა, შეუძლებელია არ გაგაოცოთ თამაშის მათმა უცნაურმა და, მე ვიტყოდი პროფესიონალურმა მანერამ.

ლევან სეფისკვერაძე

13:19 | 07 ივლისი, 2019

არგენტინის მორიგი აბდაუბდა

ბრაზილია, პერუ, არგენტინა, ჩილე... კოპა ამერიკის გათამაშებაში სავარაუდოდ დაფიქსირებული ასეთი განლაგება, მავანი არგენტინელი ქომაგისათვის სავარაუდოდ ბოლომდე არ გამოხატავს გუნდების რეალურ ძალებსა და შესაძლებლობებს, მაგრამ თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არგენტინის ეროვნულის გუნდის წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის საკითხი მე-18-ე, ანუ ბოლო ტურამდე ბურუსით იყო მოცული, მესისა და მის საწყმსოს იღბალთან საპრეტენზიო ამ კოპა ამერიკაზეც არაფერი უნდა ჰქონდეთ.

ლევან სეფისკვერაძე

10:58 | 30 ივნისი, 2019

3 ივლისს, გამთენიისას...

მიმდინარე კოპა ამერიკას ერთი უმთავრესი ფავორიტი ყავს და ეს ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებია. ბრაზილია როდესაც ტურნირს საშინაო არენებზე ატარებს განსაკუთრებულად სახიფათოა და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ ხუთი წლის წინ ბრაზილაში გამართული მუნდიალის მიერ მიყენებული ჭრილობები შეხორცებას საჭიროებს და ეს მხოლოდ რაიმე მნიშვნელოვანი გამარჯვებით შეიძლება მოხდეს.

ლევან სეფისკვერაძე

20:20 | 23 ივნისი, 2019

წვეროსნები

თავშივე გეტყვით, რომ რასაც ქვემოთ წაიკითხავთ მხოლოდ ხუმრობაა ცოტა ირონიაა და არაფერი ხუმრობისა და ირონიის გარდა! შესაბამისად, იმედია არც ჩემს წვერაბუჩქულ მეგობრებს გავაბრაზებ და სხვანიც არ გამინაწყენდებიან. ეს ბლოგი კი ეხება არც მეტი არც ნაკლები - წვერს, წვერმოშვებულ სპორტსმენებს და იმ ბოლოდროინდელ ტენდენციებს, რასაც ზოგი ლამბერსექსუალიზმს ეძახის, ზოგი კი უბრალოდ მოდას აყოლად რაცხს.

ლევან სეფისკვერაძე

19:45 | 16 ივნისი, 2019

უფულობა ყველაფერი ცუდის სათავეა!

კარგია თუ ცუდი აღნიშნული ტენდენცია, ეს მკითხველმა განსაჯოს, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე გულსატკენი ის გახლავთ, რომ ქართულ ფეხბურთში ფულს აბრამოვიჩის მსგავსი საეჭვო გზებით ნაშოვნი ქონების მფლობელი მილიარდელებიც კი არ დებენ და რომ ჩადონ, ახლო მომავალში რა გამოვა ამ საქმიდან, ძნელად სავარაუდოა.

<< პირველი<< წინა1314151617181920212223შემდეგი >>
0.820402