ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

11:50 | 23 თებერვალი, 2020

გაუმარჯოს “ხეტაფეს“

გსმენიათ რამე ჭეშმარიტი ფეხბურთის შესახებ? გვსურთ ვისაუბროთ ჭეშმარიტ “ხეტაფეზე?“... თუმცა ბევრი საუბარი არც უნდა იმას, რომ ხოსე ბორდალასის ხელში ეს პატარა, მაგრამ შეუპოვარი კლუბი წელს არათუ მხოლოდ ესპანური, არანედ სრულიადევროპული მასშტაბით შეუდარებლად ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა და ყველა აღიარებს, რომ შესანიშნავად ირჯება.

ლევან სეფისკვერაძე

14:05 | 16 თებერვალი, 2020

რატომ არ მიყვარს რუსეთის ჩემპიონატი

არ მიყვარს რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი, მაგრამ როდესაც რუსეთში მობურთალი ქართველი ფეხბურთელი იქაურებსსისხლს უშრობს და დარტყმულ ბურთებს მატროსოვივით ეფარება, რაც არ უნდა რუსებზე გამწყრალი კაცი იყო, მაინც გიხარია. ბოლოს და ბოლოს, ასეთი კარგი ამბები ქართველი ფეხბურთელების თავს იმდენად იშვიათად ხდება, რომ დიდი კი არა, სულ პატარა სასიხარულო ინფორმაციასაც კი ერთი ამბით ვხვდებით ხოლმე.

ლევან სეფისკვერაძე

16:58 | 09 თებერვალი, 2020

“იუვე” თუ ვიღაც სხვა?

სამყაროში მრავალი რამ იცვლება და გადაფასებას ექვემდებარება. გამორჩეული გახლავთ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც უკვე მე-8 წელია “იუვენტუსის” ჰეგემონიაა დამკვიდრებული და ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს კლუბი წელსაც უკონკურენტო იქნება.

ლევან სეფისკვერაძე

15:58 | 02 თებერვალი, 2020

რას იზამს “სკუადრა აძურა“ ევროპის ჩემპიონატზე?

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ბოლოდროინდელი “მკვდრეთით აღდგომა“ მთელს მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო ექსპერტების მუდმივ განხილვის საგნადაა ქცეული. იტალია დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყანაა და ზოგადად არაფერია გასაკვირი იმაში, რომ წლების მანძილზე არსებული კრიზისი როგორც ჩანს დასრულდა და “სკუადრა აძურა“ აღმავლობის გზასაც დაადგა. მაგრამ, რამდენად აისახება ეს ყველაფერი მიღწევებში და ხელშესახებ წარმატებებში - ამას ყველაზე ნათლად მოახლოვებული ევროპის ჩემპიონატი გვაჩვენებს.

ლევან სეფისკვერაძე

14:42 | 26 იანვარი, 2020

ნუნუ გომეში - შეხვედრა წარსულთან

გასულ კვირას, ტრადიციად ქცეულ ვეტერან ფეხბურთელთა ტურნირზე - “ზამთრის თასზე“ (რომელსაც წელს ბათუმმა უმასპინძლა) მოლოდინასამებრ ბევრ ახლო წარსულში ლეგენდარულ ფეხბურთელს შევხვდი. რაკი ამ ტურნირს თითქმის არასოდეს ვაცდენ, ეს ჩემთვის ყოველი წლის იანვრის მთავარი სიამეა ხოლმე.

12:15 | 12 იანვარი, 2020

გენიალური მაფიოზი

როგორი უცნაური მმართველი არ ახსოვს იტალიის მრავლისმნახველ მიწას. ყოვლისმპყრობელი კეისრები თუ, სისხლისმსმელი დიქტარორები. რომის გადამწველი ნერონი თუ, იტალიის გაერთიანებაზე მეოცნებე გარიბალდი, მაგრამ ისეთი უცნაური და არასტანდარტული კაცი, როგორიც იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საფეხბურთო კლუბ “მილანის” მფლობელი – სილვიო ბერლუსკონია, ათასი უცნაურობის მხილველ იტალიელებსაც კი იშვიათად უნახავთ.

ლევან სეფისკვერაძე

12:46 | 05 იანვარი, 2020

ახალი წელი ბრიტანულად

როგორც ერთი ჭკვიანი კაცი ამბობს, ფეხბურთი ორ ნაწილად იყოფა - ბრიტანელებად და დანარჩენებად. ბრიტანელებში იგულისხმებიან ფეხბურთელები, საფეხბურთო მენეჯერები, ქომაგები და ზოგადად ყველა ის ხალხი, რომლებიც კუნძულოვან ფეხბურთში რუზრუზებს. სიმართლე კი ისაა, რომ ეს ხალხი მართლაც არაფრით გვანან სხვებს და ეს განსაკუთრებით ნათლად და სანიმუშოდ ახალი წლის დღეებში მოსჩანს.

ლევან სეფისკვერაძე

11:24 | 29 დეკემბერი, 2019

ძველი, ნამდვილი, თოვლიანი ახალი წელი...

სულ მალე ახალი წელი შემოაჭრიალებს ჩვენი სახლების, ქალაქების, დაბებისა თუ სოფლების კარს. ახალი წლის მოგონებები ყველას ბავშვობასთან გვაბრუნებს და თუკი რაიმე ნათელი და ლამაზი გვახსენდება, ყოველივე “რატომღაც“ სწორედ ჩვენი ბავშვობის წლებში იყო. ეს ცხადია ხდება არა იმიტომ, რომ მხოლოდ ბავშვობაში ხდებოდა კარგი ამბები, არამედ პირველყოვლისა იმის გამო, რომ ბავშვი ყველაფერს მაინც ნათელი თვალებით უყურებს (თუნდაც ეს ყოველივე საშინელ ეპოქაში ხდებოდეს) და ასე დანახული ამბები ბუნებრივია არასოდეს გავიწყდება.

ლევან სეფისკვერაძე

11:40 | 22 დეკემბერი, 2019

მრავლისმეტყველი ბოთლი

ამ ცოტა ხნის წინ იტალიაში გამართულ მატჩზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რაოდენ გადაჯაჭვულია ერთმანეთთან ბოთლი და ფეხბურთი. ფსევდოგულშემატკივრის “ხელთა ნაჭერი“ ბოთლი ლამის უკვე სიზმარშიც კი გვაშფოთებს და ჯერ კიდევ ვერ გაგვიცია კითხვაზე პასუხი: ბოთლი უფრო ადრე გაჩნდა თუ ფეხბურთი? თუმცა თუ კარგად დავუკვირდებით, ამ კითხვაზე პასუხი ერთი შეხედვითაც ცხადზე ცხადია – ბოთლი!

ლევან სეფისკვერაძე

13:07 | 16 დეკემბერი, 2019

“ატალანტამ“ ისტორიის ლამაზი ფურცელი დაწერა!

მადლობა ღმერთს, რომ დუნიაზე ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომელთათვისაც ფეხბურთი მხოლოდ მოპოვებული ტიტულები, დახარჯული მილიონები და გაზულუქებულთა საყვარელი საკვირაო გართობა არაა. ეს ხალხი ფეხბურთში მუდამ ეძებს იმ დეტალებს, ამბებსა თუ მოვლენებს, რაც ესეოდენ ალამაზებს სპორტის ამ სახეობას. ამ ადამინების მეხსიერებაში არასოდეს გაქრება მოგონებები ძლევამოსილ “პარმაზე“, პატარა და უფულო, მაგრამ მრავლისშემძლე “ლიდსზე“, ქარიშხალივით მოვარდნილ და მოულოდნელად გაჩემპიონებულ “კაიზერსლაუტერნზე“, ყოვლად უცნაურ “ფიორენტინაზე“ და სხვა მრავალი მსგავსი...

ლევან სეფისკვერაძე

11:32 | 01 დეკემბერი, 2019

რუსული სპორტი საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა

როგორც ერთი ძველი, მაგრამ არცთუ საამო ქართული გამოთქმა გვეუბნება: “სამართალი ურმით მოდის, მაგრამ ნამდვილად მოვაო“ და ალბათ ასეა რუსული სპორტის მომავლის საქმეც. სპორტზე და სპორტულ მაქინაციებზე კარგად დამწერი ხალხი ჯერ კიდევ 10 წლის წინ ითხოვდა რუსული სპორტის არასამართლიანი წესებთ თამაშის გამო დასჯას, მაგრამ მაშინ მსოფლიოში სხვა კონიუნქტურა იყო და რუსი სპორტის მესვეურების დასჯას კი არა, საქართველოსთან დაწყებული ომის გამოც კი არ აპირებდნენ რუსეთისთვის საკადრისი პასუხის გაცემას. არ აპირებდნენ და სამწუხაროდ დღესაც არ გაუციათ. თუმცა...

<< პირველი<< წინა1112131415161718192021შემდეგი >>
0.260929