| | |
18:43 | 09.02.2015 შოთა არველაძე: “საქართველოსთან ახლოს ვარ და შემიძლია დღესვე წავიდე”
თურქეთის სუპერლიგის მე-19 ტურში “მერსინთან” სტუმრად 2:6 წაგების შემდეგ, “ქასიმფაშას” მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ჟურნალისტის კითხვაზე ხომ არ აპირებს გადადგომას, უპასუხა, რომ საქართველო შორს არაა ...
| |
18:00 | 09.02.2015 ცხადაძეს მსოფლიო ჩემპიონატი ან მინიმუმ პლეი ოფი დაუსახეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე ოფიციალურად დაამტკიცა. მასთან 6 თვეს პლუს 2-წლიანნი კონტრაქტი გაფორმდა.
|
17:33 | 09.02.2015 ქართულ-უკრაინული ძმობა
მარტვილის “მერანისა” და ოდესის “ჩერნომორეცის” ამხანაგური მატჩის დაწყებამდე, ქართული კლუბის წარმომადგენლებმა ოდესელებს ერთად ფოტოს გადაღებას შესთავაზეს.
| |
16:28 | 09.02.2015 კანკავა ვარჯიშს თურქეთში შეკრებაზე განაახლებს
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა თურქულ შეკრებაზე დნეპროპეტროვსკის “დნიპროში” სრული დატვირთვით ივარჯიშებს. ამის შესახებ ფცდნიპრო.ცომ-ი იუწყება.
|
15:40 | 09.02.2015 “დინამო” და “ილიჩევეცი” უგოლოდ გაიყარნენ (+VIDEO)
თბილისის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი უკრაინის პრემიერლიგი მარიუპოლის “ილიჩევეცთან” ჩაატარა, რომელიც 0:0 დასრულდა.
| |
15:20 | 09.02.2015 გრიგალავას ყოფილი თანაგუნდელი გამოექომაგა
ფორვარდ ალექსეი საპოგოვს, რომელსაც გია გრიგალავასთან ერთად ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგაში” უთამაშია, არ სჯერა, რომ ქართველი მცველი აკრძალულ ნივთიერებებს ხმარობდა.
|
15:04 | 09.02.2015 მხოლოდ დვალიშვილმა ითამაშა
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა დანიის “ოდენსემ”, რომელშიც ლადო დვალიშვილი გამოდის, პირველი ამხანაგური მატჩი სერბეთის “ვოივოდინასთან” ჩაატარა და 0:1 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი დანიელთა სასტარტო შემადგენლობაში ...
| |
14:02 | 09.02.2015 “შუქურამ” “ზენიტის” დუბლებს კოპალიანის ჰეთ თრიქით მოუგო
ქობულეთის “შუქურამ”, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრისთვის თურქეთში ემზადება, მორიგი ტესტ-მატჩი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” დუბლშემადგენლობასთან ჩაატარა და 3:2 მოიგო.
|
13:47 | 09.02.2015 ბათუმის “დინამო” “ოცელულს” დაუზავდა
ბათუმის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე ამხანაგური თამაში რუმინეთის “ოცელულთან” ჩაატარა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
| |
12:39 | 09.02.2015 “მეტალურგმა” მარნეულის “ალგეთს” აჯობა
რუსთავის “მეტალურგმა” საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის სამზადისის პერიოდში, კიდევ ერთი თამაში პირველი ლიგის მარნეულის “ალგეთთან” გამართა და 3:0 მოიგო.
|