ფეხბურთი

14:02 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შუქურამ” “ზენიტის” დუბლებს კოპალიანის ჰეთ თრიქით მოუგო

ქობულეთის “შუქურამ”, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრისთვის თურქეთში ემზადება, მორიგი ტესტ-მატჩი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” დუბლშემადგენლობასთან ჩაატარა და 3:2 მოიგო.

“შუქურადან” ჰეთ-თრიქი მერაბ კოპალიანმა შეასრულა, რომელმაც თავი მე-13, 33-ე და 65-ე წუთებზე გამოიჩინა.

ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში “შუქურას” მთავარი მწვრთნელი შეეცვალა და უკრაინელი კონსტანტინ ფროლოვის მაგივრად, ქობულეთელებს გელა სანაია უთავკაცებს.

0.115814