ფეხბურთი

16:28 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა ვარჯიშს თურქეთში შეკრებაზე განაახლებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა თურქულ შეკრებაზე დნეპროპეტროვსკის “დნიპროში” სრული დატვირთვით ივარჯიშებს. ამის შესახებ fcdnipro.com-ი იუწყება.

კანკავა გუნდთან ერთად ესპანეთში იმყოფებოდა და საზარდულმა შეაწუხა, რის გამო, ამხანაგური მატჩებიც გაუცდა.

ცოტა ხნის წინ, “დნიპროს” მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა მის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა:

“კანკავასთან დაკავშირებით გაურკვეველი სიტუაციაა. მას მუდმივად კუნთი აწუხებს. თუმცა, იმედია ის უახლოეს პერიოდში გამოჯანმრთელდება”.

0.131249