ფეხბურთი

18:43 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: “საქართველოსთან ახლოს ვარ და შემიძლია დღესვე წავიდე”

თურქეთის სუპერლიგის მე-19 ტურში “მერსინთან” სტუმრად 2:6 წაგების შემდეგ, “ქასიმფაშას” მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ჟურნალისტის კითხვაზე ხომ არ აპირებს გადადგომას, უპასუხა, რომ საქართველო შორს არაა და წასვლა დღესვე შეუძლია.

“რა ხდება გუნდიდან მიშვებთ? ვიღაცას სურს გუნდიდან წავიდე, ვიღაცას ქვეყნიდან. საქართვლოსთან ახლოს ვარ და შემიძლია დღესვე წავიდე” – იუწყება sporexpress.com-ი არველაძის სიტყვებს.

მანამდე, ქართველმა მწვრთნელმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

“არააგრესიულად ვითამაშეთ და “მერსინისგან” 6 გოლი გავუშვით. ცოტა არ იყოს მრცხვენია, რადგან ზედიზედ მესამე თამაში წავაგეთ”.

0.126287