| | |
03:16 | 01.03.2022 სვიტოლინა თავის საპრიზო შემოსავალს უკრაინის არმიას გადაურიცხავს
„ევროსპორტთან“ საუბრისას, უკრაინელმა ჩოგბურთელმა ელინა სვიტოლინამ განაცხადა, რომ მთელ ფულს, რასაც WTA-ს ტურნირებზე გამოიმუშავებს, უკრაინის ჯარისა და ჰუმანტარული დანიშნულებით გამოიყენებს. უკრაინელი ჩოგბურთელის ...
| |
19:22 | 28.02.2022 მედვედევი: "მინდა, ბავშვების სახელით მშვიდობა ვითხოვო, ყველამ ბავშვს უნდა ჰქონდეს ოცნების უფლება"
რუსმა ჩოგბურთელმა დანიილ მედვედევმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ბავშვებს ოცნებები არ უნდა წაართვან. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნებს შორის მშვიდობას ითხოვს.
|
03:43 | 28.02.2022 სვიატეკმა დოჰაში გამარჯვება უკრაინას მიუძღვნა
პოლონელმა იგა სვიატეკმა ქატარის ღია პირველობის ფინალში, ესტონელ ანეტ კონტავეიტს 6-2, 6-0 მოუგო და უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა კორტზევე გამოხატა.
| |
02:24 | 28.02.2022 ნადალმა აკაპულკოს ტურნირი მოიგო
ავსტრალიის ღია პირველობის ესპანელმა ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა, აკაპულკოს (მექსიკა) ტურნირის ფინალში, ბრიტანელ კამერონ ნორიეს 6-4, 6-4 მოუგო და მეოთხედ გახდა ამ ATP 500-ის ტურნირის ჩემპიონი.
|
03:03 | 25.02.2022 ჯოკოვიჩი რეიტინგში პირველ ადგილს კარგავს
ნოვაკ ჯოკოვიჩი დუბაის ტურნირს გამოეთიშა. მეოთხედფინალში ის ჩეხ კვალიფიცირებულ ირჟი ვესელისთან 6-4, 7-6(4) დამარცხდა და ახალ რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, პირველ პოზიციას დაკარგავს.
| |
02:59 | 24.02.2022 რადუკანუ ტრავმის გამო გვადალახარას ტურნირს გამოეთიშა
აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი, ბრიტანელი ემა რადუკანუ იძულებული გახდა, გვადალახარას WTA 250 სერიის ტურნირი დაეტოვებინა. ამის მიზეზი გახდა ბარძაყის ტრავმა, რომელიც მან ავსტრალიელ დარია სავილთან შეხვედრისას ...
|
13:54 | 23.02.2022 მარიამ ბოლქვაძე ყაზახური ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ნურ-სულთანის ტურნირის 1/16 ფინალში მასპინძელი გოზალ აინიტდინოვა დაამარცხა და მომდევნო წრეში გავიდა.
| |
02:08 | 23.02.2022 ჯოკოვიჩი ვერც ინდიან ველსზე გამოსვლას შეძლებს
მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ამბობს, რომ ის ვერც შეერთებულ შტატებში შესვლას შეძლებს და შესაბამისად, მასტერსის სერიის პრესტიჟულ, ინდიან ველსის ტურნირზეც ვერ ითამაშებს, რომელიც მარტში გაიმართება. ...
|
20:47 | 22.02.2022 ბასილაშვილი: "ეს იყო მეხუთე შემთხვევა წელს, როცა თამაშისთვის 100%-ით მზად არ ვიყავი"
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირის 1/16 ფინალში ავსტრალიელ ალექსეი პოპირინთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ თამაშისთვის 100%-ით მზად არ იყო.
| |
19:38 | 22.02.2022 ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირს გამოეთიშა
საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირს პირველივე წრეში, 1/16 ფინალში გამოეთიშა.
|