ჩოგბურთი

22:51 | 12.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ენდი მარიმ კარიერაში მე-700 გამარჯვება მოიპოვა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარიმ, ინდან ველსის პირველ წრეში, იაპონელ ტარო დანიელს 1-6, 6-2, 6-4 აჯობა და კარიერაში მე-700 გამარჯვება მოიპოვა. ამგვარად, ის მე-18 ჩოგბურთელია, ვინც პროფესიონალური ჩოგბურთის ეპოქაში, შვიდასიან ზღვარს მიაღწია.

„ეს მიზან მე შარშან დავისახე. ბევრი გამარჯვება დამიგროვდა და ამით ბედნიერი ვარ. ახლა 800-ის ჯერია“, - ამბობს მარი, ვისაც დანიელთან შეხვდრის დასაწყისი, კარგს არაფერს უქადდა.

იაპონელმა თამაში აგრესიულად დაიწყო და განსაკუთრებით მეტოქის გეიმებზე იყო შემტევი. მან პირველ სეტში მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო. ამის მიზეზი ის იყო, რომ მრის დასაწყისში კორტზე გადაადგილება უჭირდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თეძოს ტრავმის გამო, მას წინა სამ სეზონში დიდი დრო გაუცდა. ამის გამო, რეიტინგში დაქვეითდა და უაილდ ქარდი რომ არა, კალიფორნიის უდაბნოში თამაშს ვერც შეძლებდა.

ასე იყო თუ ისე, დიდი სლემის სამი ტიტულის მფლობელმა მარიმ, მეორე სეტიდან თამაში გამოასწორა და მეტოქის აგრესიაც გაანელა. და მან ეს სეტი ისევე იოლად მოიგო, როგორც პირველი წააგო.

მესამე სეტის დასაწყისში, დანიელმა ზედიზედ რვა ქულა მოიპოვა და 2-0 დაწინაურდა. მაგრამ მარი მაინც არ გატყდა. მან მეექვსე გეიმში შეძლო ანგარიშის გათანაბრება.

მეათე გეიმში დანიელმა ზედიზედ სამი უნებლიე შეცდომა დაუშვა და მეტოქეს სამი მატჩ პოინტი აჩუქა. მრიმ პირველი ორი უკან დაუბრუნა, მაგრამ მესამე შეირგო და შეხვედრაც თავის სასარგებლოდ დაასრულა.

0.115963