ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მასტერსის 1/16 ფინალში უთამაშებლად გავიდა.
ბასილაშვილი პირველ წრეში ფაბიო ფონინის უნდა შეხვედროდა, მაგრამ იტალიელმა ტრავმის გამო თამაში ვერ მოახერხა და ქართველს ავტომატურად გამარჯვება ჩაეთვალა.
30 წლის ჩოგბურთელი მეორე წრეში ტურნირის მოქმედ ჩემპიონ კამერონ ნორის დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ შარშან ბასილაშვილი ინდიან ველსის ფინალში გავიდა, სადაც სწორედ ნორის წინააღმდეგ წააგო.