ჩოგბურთი

0:21 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერმა უკრაინელი ბავშვებისთვის ნახევარი მილიონი დოლარი გადარიცხა

ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი უკრაინელ ბავშვებს ნახევარი მილიონი დოლარით დაეხმარება.

ფედერერის ფონდი შემოწირულობას გადასცემს War Child Holland-ს, საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს ექსკლუზიურად ძალადობისა და შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

„მე და ჩემი ოჯახი შეშფოთებული ვართ უკრაინის ომის კადრებით და გულგატეხილები ვართ უდანაშაულო ადამიანების გამო, რომლებიც ასე საშინლად დაზარალდნენ. ჩვენ მშვიდობის მომხრე ვართ. ჩვენ უკრაინელ ბავშვებს დავეხმარებით, რომლებსაც ზრუნვა სჭირდებათ. დაახლოებით 6 მილიონი ევრო ბავშვი ამჟამად არ სწავლობს და ძალიან კრიტიკული დროა განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. გვინდა, მხარი დავუჭიროთ მათ ამ უკიდურესად ტრავმულ გამოცდილებასთან გამკლავებაში. როჯერ ფედერერის ფონდის მეშვეობით ჩვენ War Child Holland-ს 500 000 დოლარის შემოწურილობას გადავცემთ, რათა უკრაინელი ბავშვებისთვის სწავლის გაგრძელება ხელმისაწვდომი იყოს“, - დაწერა ფედერერმა.

0.117638