08:51 | 20.11 0 ტუბერკულოზიტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერია. იგი, უმეტესად აზიანებს ფილტვს, თუმცა შეიძლება პათოლოგიური პროცესი ლოკალიზებული იყოს ნებისმიერ ორგანოში. ტუბერკულოზი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა და მამაკაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. 11:14 | 17.11 0 მენოპაუზამენოპაუზა, იგივე კლიმაქტერიული პერიოდი ქალის ცხოვრების ის ფიზიოლოგიური ეტაპია, როდესაც მენსტრუალური ციკლი მთლიანად წყდება და ქალი აღარ არის ფერტილური. ანუ ეს არის ფერტილობიდან არაფერტილობაზე გადასვლის ფაზა, რომელიც საკვერცხეების უკმარისობით განპირობებული ანოვულაციის შედეგია. მენოპაუზა 45-იდან 55 წლამდე ასაკის შუალედში დგება. მენოპაუზალური პერიოდის ათვლას იწყებენ მაშინ, როდესაც ქალს მენსტრუალური სისხლდენა 12 თვის განმავლობაში არ ჰქონია. ის ასევე საკვერცხეების მიერ ჰორმონების წარმოების შემცირებით განისაზღვრება (ლაბორატორიული კვლევებით).
|