ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დენის ტენის მემორიალზე ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებულად იასპარეზეს. იუნიორ ვაჟებში საკმაოდ დამაჯერებლად და პრაქტიკულად უშეცდომოდ შეასრულა თავისი თავისუფალი პროგრამა კონსტანტინე სუპატაშვილმა და ჩვენს ქვეყანას ვერცხლის მედალი მოუტანა. ქართველმა მოციგურავემ საერთაშორიო ტურნირზე ორი პროგრამის ჯამში 193.77 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
კიდევ ერთი მედლების კომპლექტი უფროსი ასაკის ვაჟებში გათამაშდა. ნიკა ეგაძემ 13 მონაწილე სპორტსმენს შორის ორი პროგრამის ჯამში 234.82 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ 0,04-ქულიანი სხვაობით ტურნირის გამარჯვებული კორეელი სპორტსმენი გახდა.
ამავე ტურნირზე უფროსი ასაკის გოგონებში კიდევ ერთი მედალი ალინა ურუშაძემ მოიპოვა. მან 15 მონაწილე სპორტსმენს შორის ორი პროგრამის ჯამში 166.62 ქულით საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება იუნიორ გოგონებს, 16 მონაწილე სპორტსმენს შორის საუკეთესო იყო ინგა გურგენიძე. ჩვენებური ორი პროგრამის ჯამში ტურნირის გამარჯვებული გახდა. გურგენიძე 163.76 ქულით კვარცხლბეკის ყველაზე მაღალ საფეხურზე ავიდა.