სხვა

20:10 | 1.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" მე-4 წაგება ჩემპიონთა ლიგაზე

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისმა“ მეოთხე მატჩი ჩაატარა და ისევ დამარცხდა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა ამჯერად საკუთარ მოედანზე იტალიურ „პრო რეკორსთან“ ვერაფერი გააწყო - 9:16.

„დინამომ“ ძლიერ მეტოქეს პირველ პერიოდში გაუწია კონკურენცია, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა, თუმცა, ამის შემდეგ იტალიელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებაც არ გასჭირვებიათ.

თბილისური გუნდის რიგებში საუკეთესო სტეფან პიესიცავი იყო, რომელმაც 4 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, მისი ყველა დარტყმა ზუსტი გამოდგა. თითო გოლი გაიტანეს არწიომ ძიხციარენკამ, ბორის ვაპენსკიმ, საბა ტყეშელაშვილმა, ანდრია ვლაჰოვიჩმა და ველიკო ტანკოსიჩმა.

„დინამო თბილისი“ B ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ ოთხი წაგებით ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში 22 ნოემბერს, პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრება. "პრო რეკო" თბილისში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჯგუფიდან უკვე გავიდა.

„დინამო თბილისი“ – „პრო რეკო“ 9:16 (2:2, 1:4, 2:5, 4:5)

0.132218