სხვა

13:52 | 2.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა, სადაც ეროვნული ნაკრების კვირეულის ფარგლებში CSM Bucuresti-ს დაუპირისპირდება. მატჩი დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ტიტე კალანდაძემ შეკრებაზე შემდეგ ხელბურთელებს უხმო:

მეკარეები: ზურაბ ცინცაძე (KS Azoty-Puławy, პოლონეთი); დავით ნიქაბაძე (ვოლგოგრადი, რუსეთი);

მოთამაშეები: ზურაბ გოგავა (კოტბუსი, გერმანია); მირიან გავაშელიშვილი (მეტალოპლასტიკა, სერბეთი); ირაკლი კბილაშვილი (პოტაისა ტურდა, რუმინეთი); გიორგი ცხოვრებაძე (გუმერსბახი, გერმანია); ზურიკო სიმონია (ქუთაისი 2015); გიორგი არეშიძე (სტუ-პეგასი); დავით გრიშიკაშვილი (კოტბუსი, გერმანია); გიგა მელიავა (სტუ-პეგასი)

ერეკლე არსენაშვილი (პუენტე ჟენილი, ესპანეთი); ჰაზეინ რუსტამოვი (ისკრა, ბოსნია-ჰერცეგოვინა); ზურაბ აბრამიშვილი (ბსბ); ირაკლი გოგოლაძე (ბსბ, ბათუმი); გიორგი ლაპიაშვილი (ბსბ); გიორგი დიხამინჯია (ლოვოსიცე, ჩეხეთი)

ოფიციალური პირები:

ტიტე კალანდაძე - მთავარი მწვრთნელი

შოთა თევზაძე - მწვრთნელი

მერაბ მეტრეველი - გუნდის უფროსი

იური გოგიაშვილი - მენეჯერი

ლევან კაკუშაძე - ექიმი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, სადაც E ჯგუფში შვედეთს, ნიდერლანდებს და ბოსნია ჰერცეგოვონას დაუპირისპირდება.

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.135038