სხვა

13:40 | 10.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღე რეკორდებით გაიხსნა

დუშეთში მიმდინარე ძალოსანთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს რეკორდებით გაიხსნა. 81 კგ. წონით კატეგორიაში თბილისის გუნდის წევრმა, ლევან ოჩიგავამ ატაცში 17 წლამდელთა რეკორდი 3 კილოგრამით გააუმჯობესა, აკვრაში კი 1 კილოგრამით.

ასევე სარეკორდო იყო ორჭიდში დაფიქსირებული წონაც, სადაც ოჩიგავამ ქვეყნის რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ ატაცისა და ორჭიდის რეკორდები მანამდეც მას ეკუთვნოდა, აკვრაში კი ლომია თებიძეს.

შედეგები: 81 კგ.

ატაცი

ლევან ოჩიგავა (თბილისი) - 146

გიორგი ლომთაძე (ქუთაისი) - 145

გოგა ჯაჯვანი (ზუგდიდი) - 140

აკვრა

ლევან ოჩიგავა (თბილისი) - 181

გოგა ჯაჯვანი (ზუგდიდი) - 160

გიგა ცუხიშვილი (საჩხერე) - 134

ორჭიდი

ლევან ოჩიგავა (თბილისი) - 327

გოგა ჯაჯვანი (ზუგდიდი) - 300

გიგა ცუხიშვილი (საჩხერე) - 244

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.155338