ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერია. იგი, უმეტესად აზიანებს ფილტვს, თუმცა შეიძლება პათოლოგიური პროცესი ლოკალიზებული იყოს ნებისმიერ ორგანოში. ტუბერკულოზი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა და მამაკაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში.
არსებობს ტუბერკულოზის ორი ფორმა: ფილტვის და ფილტვგარეშე. ფილტვგარეშე ტუბერკულოზის დროს დაზიანებულია: პლევრა, ლიმფური კვანძები. შარდ-სასქესო სისტემა, ძვალ-სახსროვანი სისტემა, ტვინის გარსები, კანი და ა.შ.
ტუბერკულოზის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება ფილტვი და ძვალ-სახსროვანი სისტემა.
რა არის ფილტვის ტუბერკულოზი?
ფილტვის ტუბერკულოზი მრავალფეროვანია და ნაწილობრივ დამოკიდებულია ინფექცია პირველადია თუ მეორადი. ახასიათებს პროდუქტიული ხველა 2 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, ცხელება, მადის დაქვეითება, წონაში კლება, ღამის ოფლიანობა და ადვილად დაღლა.
როგორია ფილტვის ტუბერკულოზის კლინიკური სურათი?
ფილტვის პირველადი ტუბერკულოზი ჩვეულებრივ ასიმპტომურია, თუმცა იშვიათად ახასიათებს ჰემატოლოგიური გავრცელება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მილიარული ტუბერკულოზი. დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტების 5%-ს უვითარდებათ პროგრესირებადი პირველადი ტუბერკულოზი.
ფილტვის მეორადი ტუბერკულოზის დროს ხშირად პაციენტებს სიმპტომები არ აქვთ ან აქვთ მხოლოდ უმნიშვნელოდ, როგორიცაა ქრონიკული მშრალი ხველა. ზოგადად ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულ სიმპტომიან პაციენტებს აღენიშნებათ: სისუსტე, წონის დაქვეითება, პროდუქტიული ხველა, რომელიც ხშირად სისხლსაც შიეცავს. ზოგჯერ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ მასიური ჰემოპტიზი ბრონქული არტერიის ეროზიის გამო.
რომელი გამოკვლევებია რეკომენდებული ფილტვის ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკოდ?
- რადიოლოგიური დიაგნოსტიკა (X-RAY და CT);
- ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
როგორია ფილტვის ტუბერკულოზის რენტგენოლოგიური ნიშნები?
- პარენქიმის კონსოლიდაცია ხშრად ქვედა და სუბ-პლევრალური ზონების;
- ლიმფადენოპათია;
- პლევრალური გამონაჟონი.
ბავშვებში, დაავადების ადრეულ სტადიაზე დაზიანება შეიძლება ფილტვის ნებისმიერ ადგილს მოიცავდეს, ხოლო ზრდასრულებში ზიანდება ზედა ან ქვედა მიდამოები. შედარებით გვიანდელ სტადიაზე ინფექცია ზედა ზონების დაზიანებისკენაა მიდრეკილი. ხოლო მილიარული ტუბერკულოზი თანაბრად აზიანებს ორივე ფილტვს.
რასთან ტარდება ფილტვის ტუბერკულოზის დიფერენციალური დიაგნოზი?
დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს ბაქტერიული პნევმონიასთან და ფილტვის აბსცეზთან.
როგორია ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობა და პროგნოზი?
ტუბერკულოზის მქონე ნებისმიერი პციენტი უნდა მოთავსდეს იზოლირებულ გარემოში სანამ ნახველის ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგი არ იქნება ცნობილი.
ტუბერკულოზის მკურნალობა არის კონსერვატიული, პაციენტს ენიშნება ანტიბიოტიკი ინფექციური შტამის მიხედვით.
რა არის ძვალ-სახსაროვანი ტუბერკულოზი?
ვითარდება ნებისმიერ ასაკში და ჩონჩხის სხვადასხვა ნაწილს აზიანებს: ხერხემალს, მეჯ-ბარძაყს, მუხლს ტერფს, მტევანს, მხრის სახსრებს.
რომელ ძვალს ან სახსარს აზიანებს ტუბერკულოზი ყველაზე მეტად?
ტუბერკულოზის მიკობაქტერია უმეტესად ხერხემალში ან რომელიმე მსხვილ სახსარში ლოკალიზდება.
როგორია ძვალ-სახსართა ტუბერკულოზის კლინიკური გამოვლინება?
დაავადება მას შემდეგ იწყება, რაც სისხლისა და ლიმფური ძარღვების მეშვეობით მიკობაქტერია ძვლოვან ქსოვილში მოხვდება და მის დაშლას დაიწყებს. პროცესს ხელს უწყობს ტრავმები და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გადატვირთვა, ცხოვრებისა და შრომის არახელსაყრელი პირობები. ამ დროს პაციენტები უჩივიან: ტკივილს, ადგილობრივ დაჭიმულობას. არცთუ იშვიათად ვითარდება დაზიანების ზონის ირგვლივ მდებარე კუნთების ატროფია. შედარებით მოგვიანებითი სიმპტომებია წანაზარდების განვითარება, რომლებიდანაც ხაჭოსმაგვარი ჩირქოვანი შიგთავსი მოედინება.
როგორია ძვალ-სახსროვანი ტუბრკულოზის რენტგენოლოგიური გამოვლინება?
დიაგნოზი დასტურდება რენტგენოლოგიური კვლევითა და ტომოგრაფიით.
დაავადების ადრეულ სტადიაზე, დამახასიათებელია უპირატესად ლულოვანი ძვლების ეპიფიზების დაზიანება ან სკლეროზი. ხოლო გვიან სტადიაზე ძვლის დესტრუქციული ხასიათის ცვლილებები.
როგორია ძვალ-სახსროვანი ტუბერკულოზის მკურნალობა?
მკურნალობა კომპლექსურია. ძირითად მეთოდად მიიჩნევა ოპერაციული მკურნალობა სპეციფიკურ ანტიბაქტერიულ თერაპიასთან ერთად, რომელიც ტარდება ოპერაციამდე და მის შემდეგაც. ოპერაციული ჩარევის მოცულობა დამოკიდებულია ჩონჩხის დაზიანებული ნაწილის დესტრუქციაზე. ადრეულ სტადიაზე ხდება პირველადი ტუბერკულოზური ოსტიტების ამოკვეთა, რაც განკურნების საშუალებას იძლევა. მოგვიანებით ტარდება რთული ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებს ძვლების სასახსრე ბოლოებიდან და მალის სხეულებიდან მასიური დეფექტების ამოკვეთას, ძვლების დაგრძელებასა და ზურგის ტვინის დეკომოპრესიას.
მკურნალობის შედეგი დაავადების დროულ დიაგნოსტიკაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში გამოჯანმრთელების ალბათობა საკმაოდ მაღალია (90%).
®