| | |
16:45 | 31.07.2021 საქართველოს მეხუთე მედალი ოლიმპიადაზე! ანტონ პლესნოიმ ბრინჯაო მოიპოვა
საქართველოს დელეგაციას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მეხუთე მედალი აქვს. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ 96 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
| |
15:09 | 31.07.2021 ბაჩანა ხორავა ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა
ქართველმა მძლეოსანმა ბაჩანა ხორავამ სიგრძეზე ხტომაში ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. ხორავა კვალიფიკაციის A ჯგუფში ასპარეზობდა.
|
14:35 | 31.07.2021 გუნდური შეჯიბრება ძიუდოში: საფრანგეთი ოლიმპიური ჩემპიონია, იაპონიას ვერცხლი ერგო
ძიუდოში გუნდური შეჯიბრება საფრანგეთმა მოიგო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ფრანგმა ძიუდოისტებმა ფინალში ბუდოკანის ლეგენდარულ დარბაზში იაპონიის ნაკრებს მოუგეს. იმ იაპონიას, რომელსაც ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ...
| |
13:16 | 31.07.2021 ნოვაკ ჯოკოვიჩი ტოკიოს ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა
ATP-ის რეიტინგის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტოკიოს ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩა. სერბმა ჩოგბურთელმა ჯერ კიდევ გუშინ ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევთან წააგო, ამჯერად კი ბრინჯაოს მედლის მატჩიც დათმო.
|
10:24 | 31.07.2021 გრიგალაშვილი" მაპატიეთ, რომ ჩვენი ჭირნახული სამშობლოს ღირსების დასაცავად ვერ ვიბრძოლე"
ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩენის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს იმედგაცრუებისთვის ბოდიში მოუხადა. ...
| |
22:32 | 30.07.2021 ტედი რინერი ქართველ ძიუდოისტებთან ბექაურის შესახებ: "ძლიერი და გიჟი ხარ!" (+VIDEO)
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს ტოკიოდან ოლიმპიადაზე ძიუდოში შეჯიბრის დასრულების შემდეგ ფეისბუქზე ლაივი ჰქონდა, რომელშიც ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი გამოჩნდა. ...
|
18:46 | 30.07.2021 მედლების საერთო ჩათვლა: ჩინეთი ლიდერია, საქართველო დაწინაურდა
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მეშვიდე საშეჯიბრო დღე მიილია და მედლებიც ყოველდღიურად აქტიურად თამაშდება.
| |
17:33 | 30.07.2021 ქევხიშვილი: "გუჯეჯიანმა თავიდანვე თქვა, რომ ოლიმპიადაზე ან ბექაურთან ერთად წავიდოდა, ან გუნდს დატოვებდა"
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ძიუდოისტთა ნაკრების გამოსვლა შეაფასეს.
|
17:01 | 30.07.2021 ლაშა გუჯეჯიანი: "ვამაყობ, რომ ასეთი გუნდის სათავეში დგომა მომიწია"
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ძიუდოისტების გამოსვლა შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ძალიან დადებითი შედეგი იყო.
| |
14:35 | 30.07.2021 ესკერხან მადიევი დამარცხდა და მედლამდე ერთი მოგება დააკლდა
ესკერხან მადიევს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლამდე ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა. 69 კგ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში ქართველი მოკრივე რუს ანდრეი ზამკოვოისთან დამარცხდა.
|