ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკისა და ისტორიის ფედერაციამ (IFFHS) 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ემილიანო მარტინესი დაასახელა, რომელმაც კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა, ჯამში დაგროვებული 167 ქულით.
აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილი ერგო გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც 55 ქულა მიიღო. ქართველი მეკარე მარტინესის გარდა, უნაი სიმონს ჩამორჩა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი მეკარე სამეულში მოხვდა.
1. ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა) – 167 ქულა
2. უნაი სიმონი (ბილბაო, ესპანეთი) – 91
3. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, საქართველო) – 55
4. მაიკ მენიო (მილანი, საფრანგეთი) – 52
5. ტიბო კურტუა (რეალი, ბელგია) – 28
6. იან ზომერი (ინტერი, შვეიცარია) – 25
7. ანდრეი ლუნინი (რეალი, უკრაინა) – 25
8. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალია) – 23
9. დავიდ რაია (არსენალი, ესპანეთი) – 21
10. გრეგორი კობელი (დორტმუნდი, შეიცარია) – 17
IFFHS წლის საუკეთესო მეკარეს 1987 წლიდან ასახელებს. აქამდე, ეს ჯილდო ყველაზე მეტჯერ ჯანლუიჯი ბუფონს (2003, 2004, 2006, 2007, 2017), იკერ კასილიასს (2008, 2009, 2010, 2011, 2012) და მანუელ ნოიერს (2013, 2014, 2015, 2016, 2020) მოუგიათ - სამივეს ხუთ-ხუთჯერ.