სხვა

15:09 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა ხორავა ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა

ქართველმა მძლეოსანმა ბაჩანა ხორავამ სიგრძეზე ხტომაში ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. ხორავა კვალიფიკაციის A ჯგუფში ასპარეზობდა.

ხორავას სამი ცდა ჰქონდა და პირველ ცდაზე 7.41 მეტრზე გადახტა, მაგრამ ამ შედეგის გაუმჯობესება მომდევნო ორ ცდაზე ვერ მოახერხა (7.35 და 7.17), რის შედეგადაც, საბოლოო შედეგად 7.41 მეტრი დაუფიქსირდა. ეს კი მხოლოდ მე-14 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი.

მან მხოლოდ ორ მონაწილეს აჯობა, ისიც იმიტომ, რომ შეჯიბრში შედეგი ვერ დააფიქსირეს და შედეგად, ხორავა ბოლო ადგილზე გავიდა.

0.121683