| | |
15:42 | 09.01.2025 იამალი: „წლეულს ყველა ტიტული უნდა მოვიგოთ“
„ბარსელონას" ფეხბურთელმა ლამინ იამალმა განაცხადა, რომ მას ყველა ტიტულის მოგება სურს მიმდინარე სეზონის ბოლომდე. ახალგაზრდა ესპანელმა კატალონიელთა მთავარ მწვრთნელზე, ჰანსი ფლიკზეც ისაუბრა.
| |
14:53 | 09.01.2025 პსჟ „მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ვარსკვლავს აკვირდება
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა ალეხანდრო გარნაჩომ შესაძლოა კარიერა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. 20 წლის არგენტინელს „პარი სენ-ჟერმენი“ ადევნებს თვალს, იტყობინება The Times.
|
14:12 | 09.01.2025 „ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტი: „მოურინიუ ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში დარჩება თანამდებობაზე“
„ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტმა ალი კოჩმა კლუბის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს მომავალზე ისაუბრა.
| |
13:34 | 09.01.2025 სანდრო მამუკელაშვილის 7 ქულა 5 წუთში NBA-ში
NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ სტუმრად „მილუოკი ბაქსისთან“ 105:121 დამარცხდა, ხოლო ქართველ კალათბურთელს ამჯერად თამაშის შესაძლებლობა მიეცა.
|
12:46 | 09.01.2025 პაველ ნედვედი „ალ-შაბაბის“ სპორტული დირექტორი გახდა
„იუვენტუსისა“ და ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პაველ ნედვედი საუდური „ალ-შაბაბის“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახურმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.
| |
12:17 | 09.01.2025 „ბენფიკა“ დი მარიას დუბლით პორტუგალიის ლიგის თასის ფინალში გავიდა
8-9 დეკემბრის ღამეს პორტუგალიის ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა ლისაბონის „ბენფიკასა“ და „ბრაგას“ შორის, პორტუგალიის ქალაქ ლეირიაში, ნეიტრალურ სტადიონზე. „ბენფიკამ“ 3:0 გაიმარჯვა.
|
11:50 | 09.01.2025 ლევანდოვსკი ტრავმას გადაურჩა
„ბარსელონას" პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩში „ატლეტიკთან" (2:0) სერიოზული ტრავმა არ მიუღია. ამის შესახებ Sport.es-ის ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი სოციალურ ქსელში ...
| |
11:09 | 09.01.2025 ბენტანკურმა, რომელმაც „ლივერპულთან“ მატჩში მოედანი საკაცით დატოვა, თავისი მდგომარეობის შესახებ დაწერა
„ტოტენჰემ ჰოთსფურის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა, რომელმაც „ლივერპულთან“ ლიგის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში (1:0) სერიოზული ტრავმა მიიღო, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც საავადმყოფოში ...
|
10:26 | 09.01.2025 „ლივერპული“ 25 მატჩში პირველად დამარცხდა
„ლივერპულმა“ პირველი მარცხი განიცადა 25 მატჩში ყველა ტურნირზე. 8 იანვარს ინგლისის ლიგის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გუნდი „ტოტენჰემთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
| |
08:51 | 09.01.2025 ნიკოლოზ ბასილაშვილი ძირითად ბადეში ითამაშებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს. ნიკოლოზმა დიდი სლემის ტურნირზე ბოლოს 2022 წელს ითამაშა.
|