ფეხბურთი

12:17 | 9.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბენფიკა“ დი მარიას დუბლით პორტუგალიის ლიგის თასის ფინალში გავიდა

8-9 დეკემბრის ღამეს პორტუგალიის ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა ლისაბონის „ბენფიკასა“ და „ბრაგას“ შორის, პორტუგალიის ქალაქ ლეირიაში, ნეიტრალურ სტადიონზე. „ბენფიკამ“ 3:0 გაიმარჯვა.

27-ე წუთზე მატჩის პირველი გოლი „არწივების" 36 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ გაიტანა. ერთი წუთის შემდეგ მარცხენა მცველმა ალვარო კარერასმა ანგარიში გააორმაგა. 37-ე წუთზე დი მარიამ დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ლიგის თასის ფინალში „ბენფიკა“ თანაქალაქელ „სპორტინგს“ დაუპირისპირდება.

0.123372