„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა ალეხანდრო გარნაჩომ შესაძლოა კარიერა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. 20 წლის არგენტინელს „პარი სენ-ჟერმენი“ ადევნებს თვალს, იტყობინება The Times.
წყაროს ცნობით, გარნაჩო მზადაა შეიცვალოს კლუბი, რადგან მან დაკარგა ადგილი „წითელი ეშმაკების“ შემადგენლობაში, მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტი რუბენ ამორიმმა დაიკავა. მანამდე მედია პორტუგალიელ სპეციალისტსა და ალეხანდროს შორის კონფლიქტის შესახებაც წერდა.
მიმდინარე სეზონში გარნაჩომ ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.